![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თამარი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
ცნობილია ეკლესიის დამოკიდებულება აზარტული თამაშებისადმი. შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს ასეთი შედარება, მაგრამ ჩემი შეკითხვა ეხება ჯეოსელის გათამაშებას. მე ამასაც მივიჩნევ ერთგვარ აზარტად, რასაც ადამიანის გონება უნებლიედ მიეჯაჭვება ხოლმე. ყოველკვირეულად ვღებულობ შეტყობინებას ჯეოსელისგან, რომ დავრეკო ამ ნომერზე და მოვიგო ესა და ეს პრიზები. ასევე ახლობლებიც ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვრეკავ, ერთხელ მაინც როგორ არ დავრეკე და ა.შ.
რა თქმა უნდა, ჩემი მოძღვრის აზრსაც მოვისმენ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა ფორუმზეც დაფიქსირებულიყო მოძღვრის აზრი ამ საკითხზე. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
![]() ![]() |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
ციტატა გაცეცხლება ცოდვაზე არის დადებითი ემოცია და ეს უნდა შევინარჩინოთო მაგრამ ჩვენ ხომ აზარტული თამაშებით გაცეცხლებაზე ვსაუბრობთ და არა სამრთლიან და მაცხოვნებელ რისხვაზე. თან ვერ ვიგონებ რუსულ ტექსტში თეოფანე დაყუდებულთან ამს სიტყვას. ქართულ თარგმანებზე ვერ გეტყვით. ციტატა მაგრამ მამაო, ეს სიტყვა ეხებოდა ზიარებას და მის საიდუმლოებას ეს სიტყვები ზოგადად წარმოაჩენს ადამიანის უუნარობას ღმრთის მადლის შემწეობის გარეშე დაიტიოს ღმრთის სიტყვა. მოციქულები ბევრ რამეს ვერ იტევდნენ სულიწმიდის გარდამოსვლამდე. ციტატა მაგრამ აქ ხომ საუბარია მემთვრალეობაზე, და გულის დამძიმებაზე ყოველდღიურობით, ნუთუ ჩვეულებრივი სამსახურით არ შეიძლება დამძიმდეს ეგ გული. აქ ლაპარაკია არა იმაზე, რაც უარყოფით ემოციებს ბადებს, არედ იმაზე, რაც ადამიანს ღმრთის სიტყვის ვერდამტევს ხდის. ეს არ შეუძლია სამსახურს, თუ სამსხური ცოდვას არ მოითხოვს. ციტატა ბოლო ჟამი ქრიტეს მოსვლიდან დაიწყო და შემრიგებლობა არც მაშინ იყო ნაკლები ალბათ დამეთანხმებით, რომ ადრინდელი საუკუნეების ადამიანი არ იყო ესოდენ ეგოცენტრული, და არც საზოგადო იდეალი იყო მსგავსი დღევანდელისა. ადამიანი არ იდგა ყველაფრის ცენტრში. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 12:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი