![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თამარი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
ცნობილია ეკლესიის დამოკიდებულება აზარტული თამაშებისადმი. შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს ასეთი შედარება, მაგრამ ჩემი შეკითხვა ეხება ჯეოსელის გათამაშებას. მე ამასაც მივიჩნევ ერთგვარ აზარტად, რასაც ადამიანის გონება უნებლიედ მიეჯაჭვება ხოლმე. ყოველკვირეულად ვღებულობ შეტყობინებას ჯეოსელისგან, რომ დავრეკო ამ ნომერზე და მოვიგო ესა და ეს პრიზები. ასევე ახლობლებიც ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვრეკავ, ერთხელ მაინც როგორ არ დავრეკე და ა.შ.
რა თქმა უნდა, ჩემი მოძღვრის აზრსაც მოვისმენ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა ფორუმზეც დაფიქსირებულიყო მოძღვრის აზრი ამ საკითხზე. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ზოგადად აზარტი შეიძლება განვიხილოთ ორ ჯგუფად 1)სპორტული აზარტი და2)სხვა აზარტი მე დავიწყებ მეორეთი.
მეორე ჯგუში შედის:ფულზე თამაში კარტით,და სხვა საშვალებებით,ასევე კაზინოები,ტოტალიზატორები,ლატ არეები და აშ.ეს ჯგუფი მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება,რადგანაც ათიათასობით ადამიანმა დაინგრია ცხოვრება ამის გამო და ზოგმა თავიც მოიკლა.მაგალითს ვიტყვი ჩემი მეგობრებიდან ბევრი თამაშობს ტოტალიზატორს და ამასთან აცნობიერებენ რომ არასწორედ იქცევიან ერთმა ისიც კი მითხრა რომ დაიწყევლოს ის დღე როდესაც მე პირველად ფეხი შევადგი ტოტალიზატორშიო, მაგრამ რაღაცნაირად ჩვევაში გადადის და როგორც ნარკოტიკს და სიგარეტს დაანებო თავი ძნელია ასევე უჭირთ დაანებონ თავი ამას.მითუმეტეს უმეტესად აგებენ და როგორც ლოთი ცოტა ფულს რომ იშოვის და იმ წუთში არაყის საყიდნელად გარბის ასევე ისინიც იშოვიან თუ არა რაიმე ფულს იმ წუთში სათამაშოდ მიდიან.ახლა ვიკითხოთ რამდენმა ახალგაზრდამ დაინგრია და გაიუბედურა ცხოვრება ამის გამო.ვისაც დიდი ნებისყოფა აქვს შეიძლება დაახწიოს თავი როდისმე,ხოლო სხვებს ეს ვნება ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებათ. ეხლა რაც შეეხება სპორტულ აზრტს იგი შეიძლება დაიყოს მძიმე და შედარებით მსუბუქ კატეგორიებად.1)მძიმე კატეგორიებს შეიძლება მივაკუთვნოთ მასობრივად პოპულარული სპორტის სახეობები განსაკუთრებით ფეხბურთი,და აშ.ეხლა განვიხილავ ფეხბურთს,ზოგადად მოთამაშესთვის არაფერი ისეთი ზიანი არ მოაქვს როგირც მოაქვს ხალხისთვის.ვიკითხოთ რამდენმა ხალხმა დაინგრია ამის გამო ცხოვრება.ზოგიერთმა ქვეყნებმა ომიც კი დაიწყო ფეხბურთის გამო.რამდენია ფანატიკური გულშემატკივარი და რამდენმა გაიხადა თავისი ცხოვრების მთავარ საზრისად ფეხბურთის ფანობა. რამდენი ხალხი იღუპება ამ შეტაკეების გამო სტადიონებზე ქუჩებში.სადარის ერთმანეთის სიყვარული,არამედ ერთმანეთის ლანძღვა გინება ერთმანეთის სიძულვილი,ქალაქი ქალაქს უპირისპირდება ამისგამო მაგლითად ბარსელონა-რეალი მილანი-ინტერი და აშ ლათინურ ამერიკაში კი ხომ საერთოდ მატჩი ისე არ ჩატარდება რომ ჩხუბი არ მოხდეს.სხვა პოპულარულ სახეობებზეც შეიძლება ასე ითქვას არა იმდენად მოთამაშეს ადგება ზიანი არამედ უფრო ხალხს.ჩვენთან კიდე ეს პრობლემა შედარებით პატარაა. შედარებით მსუბუქში შეიძლება მოვიაზროთ ჩოგბურთი, ჭადრაკი და აშ.მაგრამ მთავარი ზიანი მაინც ის არის რომ ადამიანი სხვა რამეში ხედავს ცხოვრების საზრის. ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი