![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
[კანონი 7. მწვალებელთა შეწყნარების წესი]
მწვალებლებს, რომელთაც სურთ გახდნენ მართლმადიდებელნი, ეკლესია შეიწყნარებს სხვადასხვა წესით: არიანელნი, მაკედონიანელნი, სავატიანელნი, ნავატიანელნი 5, მეთოთხმეტიანელნი 6, აპოლინარელნი შეიწყნარებიან წერილობითი მოწმობით, ლიველონით (ქარტა სიმტკიცისა). ამ მოწმობაში ანუ ქარტაში ისინი შეაჩვენებენ თავის შეხედულებებს და ყოველნაირ მწვალებლობას. შემდეგ მათ სცხებენ მირონს შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირსა და ყურებზე. მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგანაც ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან. რაც შეეხებათ სხვა მწვალებლებს, როგორიც არიან ევნომიანელნი, წყალში ერთხელ ჩაყოფით ნათელღებულნი, მონტანელნი, ანუ ფრიგიელნი 7, საბელიანელნი, რომელნიც ძე-მამობას ასწავლიან და სხვა ბევრ სისაძაგლეს ჩადიან, და სხვა მწვალებელნი, რომელთა უმრავლესობა გალატელთა სოფლიდან მომდინარეობს, თუ მოისურვებენ მართლმადიდებლობის აღსარებას, ისინი მიიღებიან როგორც წარმართნი, ე.ი. მათ ნათლავენ კიდეც და მირონსაც სცხებენ. პირველ დღეს ისინი ქრისტიანები ხდებიან, ხოლო მეორე დღეს - კათაკმეველნი, მესამე დღეს დააფიცებენ სამჯერ შებერვით პირსა და ყურებში. ისინი წიგნის კითხვის მსმენელები არიან ეკლესიაში მრავალი დღის განმავლობაში და მხოლოდ შემდეგ ხდება მათი ნათლისცემა. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი