დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :) |
მატასი |
Jun 28 2007, 04:39 PM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
არსებობს ლეგენდა
დიდგორის ომში წმინდა გიორგის გამოცხადების შესახებ... რომ იგი ქართველებს ეხმარებოდა ბრძოლაში.... ალბათ ამის შესახებ ყველა ქართველს სმენია... მაინტერესებს ვის გჯერათ ამის და ვის არა... მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ რწმენის საკითხია, რომელზე დავაც ალბათ არ იქნება მიზანშეწონილი, თუ ამის სურვილი არ გაქვს, ბუნებრივია, არც დაიჯერებ... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
მარიამი |
Nov 19 2007, 09:44 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ზაზა, მოვედი
ციტატა ძველში მარიამ, მარა გადაფასება ხდება ახალში ბევრი რამის და ამას აქვს მიზეზიც... ე.ი. როცა ძველ აღთქმაში იყო ომები (ღმერთის მითითებით), ეს ცოდვად არ ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იმავე ძველ აღთქმაში იყო მცნება "არა კაც ჰკლა". ახალი აღთქმის პერიოდში ომში მონაწილეობა უკვე ცოდავად აღიქმება? რატომ? მხოლოდ "არა კაც ჰკლაზე" დაყრდნობა არ გამოდგება გასაგები მიზეზების გამო. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
Nov 20 2007, 05:30 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მოდი ჯერ ამაზე:
ე.ი. როცა ძველ აღთქმაში იყო ომები (ღმერთის მითითებით), ეს ცოდვად არ ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იმავე ძველ აღთქმაში იყო მცნება "არა კაც ჰკლა". შენ თეოლოგიას და ეგზეგეტიკას უდგები, როგორც მათემატიკას. ასე არ შეიძლება. მოკლედ ახლა რაც შეეხება მცნებას: კი მცნება ნიშნავს რომ კვლა ცოდვაა და ამავე ადგილას გვხვდება კაცის კვლა რმერთის მოთხოვნით. აქ გასარკვევია ერთი რამ: რატომ არის ძვ. აღთქმა მკაცრი? საქმე იმას ეხება, რომ ძველი აღთქმა უნდა იყოს მესიის მოსამზადებელი და უფრო მეტიც: აღთქმულ ერში უნდა დაიბადოს მესია, მაგრამ ამ ერს უწერია განადგურების და ასიმილაციის პერსპექტივა, რადგან გარშემო მტრული წარმართობაა. იმისათვის, რომ ერმა არ განიცადოს: 1. ასიმილაცია ღმერთი მონიშნავს ერს წინადაცვეთით - ანუ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს ერი გამოირჩევა სხვა ერისგან და ამით იცნობა ის ეთნოსი სადაც უნდა დაიბადოს ღმერთი. (იხ. ლოსსკი: დოგმატური ღვთისმეტყველება). ამის დასამტკიცებლად იგივე ლოსსკის მოყავს შემდეგი გარემოება: რომ ეგვიპტეში ხეტიალის დროს,როდესაც არანაირი საშიშროება არ გვაქვს ასიმილაციისა, წინადაცვეთა არ ხდება და ის აღდგება მაშინ, როდესაც ებრაელი ერი მიაღწევს აღთქმულ მიწას, ანუ მაშინ, როდესაც ისევ დგება საშიშროება ასიმილაციის. 2. განადგურება, ღმერთი თავად აწესებს "აღთქმულ-კურთხეულ" ომს - ამ შემთხვევაში ომი წარმადგენს ხალხის ხელით მისი უშუალო სურვილის შესრულებას, რადგან სხვა გზა "არ არსებობს" იკონომიისა და განგებულობის მიხედვით, ანუ რომ გავიგოთ სიმკაცრე კურაევს მოყავს ძალიან კარგი პარალელი: "მოხდა ატომური აფეთქება, ერი დაიღუპა, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩა რაღაც ნაწილი. მატ აქვთ მცირე, მაგრამ სუფთა - არა რადიაციული საკვები", ეს საკვები არის მთელი გადარჩენილი ერის გადარჩენის ერთადერთი გზა. მაგრამ ის არაა საკმარისი. ამისათვის ხალხი მიმართავს შემდეგს: ის შემოღობავს არეალს, დათესავს იმ მიცრედს, და სასტიკად იცავს საზღვარს, რადგან მასზეა დამოკიდებული მთელი კაცობრიობის მომავალი. ასევეა ძველი აღთქმაც: მასზე დამოკიდებულია მომავალი მთელი კაცობრიობის, რადგან, თუ განადგურდა ებაელი ერი - არაფრის ხსნაც არ მოხდება - ამიტომ არის ძველი აღთქმა მკაცრი. ახლა ვნახოთ რა ხდება ახალ აღთქმაში: ახალი აღთქმა უკვე ნიშნავს რომ მესია დაიბადა, ანუ ის ძველი საშიშროება არღარ გვაქვს, ამის გამო იესო ქრისტე აძლევს კაცობრიობას ახალ მცნებას: "გიყვარდეთ მტრები", კრიტიკას ვერ უძლებს ის გარემოება, როდესაც ამბობენ, რომ პირად მტერზე უნდა თქვა ეგ და არა ზოგადადო...მაგრამ ჯერ ერტი იქ არ წერია არაფერი კონკრეტიკაზე, არამედ წერია "მტერი" და მორჩა და მეორეც, ძველ აღთქმაში: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ არის ის ადგილი, რომლის განვრცობასაც გვთავაზობს იესო ქრისტე ახალი მცნებით: "გიყვარდეთ მტრები", ამიტომ მისი ამ მცნების გასაგებად, საინტერესოა ჯერ გავიგოთ ის ადგილი ძველი აღთქმიდან, რომელზეც იესო მიუთითებს. ჩვენ პროტსტანტები არ ვართ, რომ ზედაპრუად განვიხილოთ საკითხი, ამიტომ მოდი ვნახოთ რა იყო მოტივი იმ ცოდვისა და რა იგულისხმებოდა იქ. მოკლედ აი რა წერია ძველ აღთქმაში: Третья Книга Моисеева. Левит Синодальный перевод Глава 24 11. хулил сын Израильтянки имя [Господне] и злословил. И привели его к Моисею [имя же матери его Саломиф, дочь Давриина, из племени Данова]; და ამის შემდეგ მოსე აძლევს ხალხს მცნებას "კბილი კბილისა წილ". გავარჩიოთ: ვინ მოიყვანეს? მოიყვანეს მტერი უფალის, ანუ ის ადამიანი, რომელიც მკრეხელობდა ღმერთის სახელის წინააღმდეგ. ე.ი. ძველი კანონი: კბილი კბილისა წილ ხალხს მიეცა არა მარტო პირადი მტრის წინააღმდეგ, არამედ ღმერთის მტრებზეც. მაშინ, როდესაც იესო ამბობს: ახალ მცნებას გაძლევთ, და პარალელი მოყავს მაგ ძველ კანონთან, და ახალს წარმოგვიდგენს მის სრულყოფილ სახედ, ცხადია, რომ პარალელი გულისხმობს იგივე სიტუაციის მიხედვით მცნების სრულყოფილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია იესოს სიტყვები: გსმენიათ: კბილი კბილისა წილ ამ კონტექსტში,მაგრამ ახალი მცნება რადგან იგივე სიტუაციის მიხედვით უნდა გავიგოთ, ე.ი. მცნება გიყვარდეთ მტრები მარტო პირად მტერს არ გულისხმობს. ამის მერე გასაგებია იესოს დამოკიდებულებაც პეტრე მოციქულის მიმართ, როდესაც ის უკრძალავს იარაღის გამოყენებას მოციქულს იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ნამდვილად მტერია თავად ქრისტესი - ეს კი თავის მხრივ იმ "მოტივს", რომ მტრის მოკვლა არაა ცოდვა,არამედ შესაქები საქმე - აბსურდია იესო ქრისტეს სიტყვების კონტექსტში. ამიტომაც ახალ აღთქმაში უკვე აღარ გვხვდება კურთხეული ომის ცნება. ახლა იულიანე განდგომილის შესახებ: აი რა წერია მოსკოვის საპატრიარქოს საიტზე: В непрестанных подвигах поста и молитвы святитель Василий стяжал у Господа дар прозорливости и чудотворений. Однажды, во время молебна пред иконой Пресвятой Богородицы и великомученика Меркурия (III в., память 24 ноября), святитель Василий получил откровение о гибели императора Юлиана Отступника (361–363), пытавшегося вновь утвердить язычество. Святитель Василий увидел, как изображение великомученика Меркурия исчезло, а когда вновь появилось на иконе, копье великомученика было обагрено кровью. В это самое время Юлиан Отступник был пронзен копьем и погиб на Персидской войне. ანუ კანონიკური წყარო ამბობს, რომ ბასილი დიდმა ილოცა (ქრისტიანთა კეთილდღეობისთვის) და პასუხი მიიღო გამოცხადებაში. წმინდა მერკურის გამოცხადება არის გამოცხადება რაღაც რეალობისა. რეალობა ისაა, რომ ის მოკლეს და პირდაპირი გადატანა ამ მოვლენისა შორეულ სპარსეთში არის უკვე გვიანდელი დანამატი, რასაც თავად ისტორიული წყაროები ადასტურებენ. კერძოდ: ლიბანუსი, რომელიც ფაქტიურად ყველაზე ახლო (ქრონოლოგიურად და ლოკალურად) წყაროა, ამბობს, რომ ის მოკლეს: 1. ბრძოლისას და 2. შესაძლებელია, რომ მოკლა მისმა ქრისტიანმა ჯარისკაცმა. იქ არაფერი არ თქმულა იმის თაობაზე, რომ ის გამოცხადება, რომ გაქრა ხატი და გაჩნდა - ნიშნავდა ცალსახად წმ. მერკურის "განხორციელებას" და საკუთარი ხელით მოკვლას იულიანე განდგომილისა. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი