IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ყოვლისშემძლეობის პარადოქსი (?), შეგიძლიათ ვინმეს არგუმენტირებული პასუხის გაცემა?
მნათე
პოსტი Nov 22 2006, 12:15 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სტატიას წავაწყდი, რომელმაც დამაფიქრა biggrin.gif საინტერესო თემის საინტერესოდ განხილვაა. ვინაიდან ფილოსოფიასთან არც თუ მწყრალად ვართ, ვიფიქრე თქვენამდე მომეტანა და ერთად გვემსჯელა smile.gif იქნებ გამონახოთ დრო,-გადახედოთ და საკუთარი აზრი მოგვახსენოთ smile.gif

აქ იქნება ოფტოპიკები, ეს გახლავთ ფილოსოფიური საკითხი რომელსაც ფრთების გაშლა სჭირდება, ამიტომ საკუთარ თავს სულელურ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებთ მოდერებო tongue.gif



IPB-ს სურათი


იბნ რუშდი (1126-1198), ერთ-ერთი პირველი ფილოსოფოსი, რომელმაც ყოვლისშემძლეობის პარადოქსი წამოაყენა





ომნიპოტენციის ანუ ყოვლისშემძლეობის პარადოქსი ფილოსოფიური დილემაა, რომელიც წარმოიქმნება ომნიპოტენციური (ყოვლისშემძლე) ქმნილების არსებობის მიმართ ლოგიკური მიდგომით. კერძოდ, პარადოქსი იქმნება შეკითხვის დასმისას:

შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე ქმნილებას საკუთარი ყოვლისშემძლეობის შეზღუდვა, ვინაიდან ეს ფაქტი მას არა-ყოვლიშემძლედ აქცევდა.
ზოგიერთი ფილოსოფოსის აზრით ეს პარადოქსი ამტკიცებს იმას, რომ შეუძლებელია ამგვარი (ყოვლისშემძლე) არსების არსებობა; სხვებს კი მიაჩნიათ, რომ პარადოქსი იქმნება ყოვლისშემძლეობის კონცეფციის არაზუსტი გაგების გამო. უფრო მეტიც, მთელი რიგი ფილოსოფოსებისა მიიჩნევენ, რომ მტკიცება იმაზე, რომ ესათუის არსება ომნიპოტენტურია ან პირიქით, მცდარი დილემაა, ვინაიდან ის თავს არიდებს სხვადასხვა ხარისხის ომნიპოტენციის შესაძლებლობას.

პარადოქსი ემყარება აბრაამისეული რელიგიების ღმერთის განსაზღვრებას, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არ არის. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ფილოსოფოსებმა ამ პარადოქსის ფრაზირება მრავალი ფორმით სცადეს, რომელთა კლასიკური მაგალითია: “შეუძლია ომნიპოტენტურ არსებას შექმნას ქვა იმდენად მძიმე, რომ თავად ამ ომნიპოტენტურმა არსებამაც ვერ ასწიოს?” პარადოქსის ამგვარი სახით ფორმულირებას რამდენიმე ხარვეზი აქვს, თუმცა როგორც ყველაზე განთქმული ვერსია, ის თვალსაჩინო ილუსტრაციაა ამ პარადოქსის ანალიზის სხვადასხვა მეთოდებისა.

ყოველისშემძლეობის პარადოქსის სრულყოფილი ანალიზისთვის საჭიროა ომნიპოტენციის ზუსტი განსაზღვრების დადგენა. ეს განსაზღვრება ვარირებს სხვადასხვა კულტურასა და რელიგიებში, და ასევე ფილოსოფოსებს შორისაც. ამ ცნების საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრებით ის ყოვლისშემძლე, უძლიერესი არსებაა, თუმცა ეს არ არის საკმარისი ომნიპოტენციის პარადოქსისთვის. პარადოქსის ფორმულირება შეუძლებელია, მაგალითად, თუ ჩავთვლით, რომ ომნიპოტენციურ არსებას შეუძლია იმოქმედოს ლოგიკური ჩარჩოების შეზღუდვების გარეთაც. პრობლემისადმი თანამედროვე მიდგომები პარადოქსს იხილავენ სემანტიკის შესწავლით, ეჭვქვეშ აყენებენ რა ენის, და მაშასადამე ფილოსოფიის, შესაძლებლობას ახსნას თავად ომნიპოტენციის კონცეფცია.


ფილოსოფიური ახსნა [რედაქტირება]
შეკითხვის “შეუძლია ომნიპოტენტურ არსებას შექმნას ქვა იმდენად მძიმე, რომ თავად ამ ომნიპოტენტურმა არსებამაც ვერ ასწიოს?” ანალიზი შესაძლებელია შემდეგნაირად:

არსებას შეუძლია შექმნას ქვა, რომელსაც ის ვერ ასწევს, ან პირიქით, მას არ შეუძლია შექმნას ქვა, რომელსაც ის ვერ ასწევს.
თუ არსებას შეუძლია შექმნას ქვა რომელსაც ის ვერ ასწევს, მაშინ ის აღიარებს რომ მას არ შეუძლია რაღაცის გაკეთება და მაშასადამე არ არის ყოვლისშემძლე.
თუ არსებას არ შეუძლია შექმნას ქვა რომელსაც ის ვერ ასწევს, მაშინ ის აღიარებს რომ მას არ შეუძლია რაღაცის გაკეთება და შესაბამისად არ არის ყოვლისშემძლე.
ამგვარი ახსნა სარკისებურად ირეკლავს მეორე კლასიკურ პარადოქს - დაუბრკოლებელი ძალის პარადოქსს: რა მოხდება მაშინ, როცა დაუბრკოლებელ ძალას შეხვდება უძრავი ობიექტი? ამ პარადოქსის პასუხი ამგვარია: თუ ძალა დაუბრკოლებელია, მაშინ ამავე განსაზღვრებით არ არსებობს ნამდვილად უძრავი ობიექტი; და პირიქით, თუ უძრავი ობიექტი სინამდვილეში არსებობს, მაშინ ვერანაირი ძალა ვერ განისაზღვრება როგორც ჭეშმარიტად დაუბრკოლებელი. ამგვარი პარადოქსები ემყარება ზოგად მტკიცებებს, მაგრამ ვერ პასუხობს ყოვლისშემძლეობის განსაზღვრების საკითხს.

ვინმემ შესაძლოა პარადოქსი გადაჭრას თუ ჩავთვლით, რომ ყოვლისშემძლეობა აუცილებლად არ მოიცავს ყველაფრის შესაძლებლობას ერთსა და იმავე დროს, ანუ ყოველთვის. შესაბამისად, არგუმენტი შეიძლება ამგვარად ჩამოყალიბდეს:

არსებას შეუძლია შექმნას ქვა, რომელსაც იმ მომენტში ის ვერ ასწევს.
თუმცა, არის რა ყოლისშემძლე, არსებას ყოველთვის შეუძლია მოგვიანებით შეამციროს ქვის წონა ან საკუთარ თავს მისცეს დამატებითი სიძლიერე, რათა შესძლოს ამ ქვის აწევა. მაშასადამე, ეს არსება ლეგიტიმურად ყოვლისშემძლედ რჩება.
ამ შეხედულების მცირეოდენი ვარიაცია ედება საფუძვლად ქრისტიანულ სარწმუნოებას. ქრისტიანულ სახარებებში ყოვლისშემძლე შემქმნელი საკუთარი ნებით იცლის საკუთარი ძალის ნაწილს და საკუთარ ქმნილებაში აღწევს. ამგვარი სცენარით, ყოვლისშემძლე არსება საკუთარ თავს ზღუდავს (გარკვეულ ფარგლებში) იმ კანონებით, რომლითაც მან სამყარო შექმნა. საკუთარი ქმნილებიდან გამოსვლის შემდეგ ეს არსება უკან იბრუნებს მის განუსაზღვრელ ძალას. ამგვარ ლოგიკაზე დაყრდნობით ყოვლისშემძლეობის განსაზღვრება ისევ საორჭოფო ხდება: შეუძლია კი ყოვლისშემძლე არსებას შექმნას ქვა იმდენად მყარი და უცვლელი, რომ თავად ამ არსებამაც ვერ შეძლოს მისი წონის შემცირება? უფრო მეტიც, ახვევს კი ამგვარი სიტუაცია თავს ყოვლისშემძლე არსებას წინაპირობას, რათა მან მოგვიანებით შეამციროს ქვის წონა -- ზღუდავს რა ამით ყოვლისშემძლე არსების თავისუფალ ნებას?

დაუბრკოლებელი ძალის პარადოქსზე კლასიკური მტკიცების ხარვეზები ნათელი ხდება თანამედროვე ფიზიკის კონტექსტში, სადაც ყუმბარა, რომლის ტრაექტორიის შეცვლა შეუძლებელია და კედელი, რომლის დანგრევა შეუძლებელია არის ფიზიკურად შეუძლებელი ტიპის ობიექტები, ანუ ობიექტები, რომელთაც უსასრულო ინერციულობა ახასიათებს. თუმცა, ეს ფიზიკის არგუმენტებია, რაც პირდაპირ ვერ პასუხობს პარადოქსის ლოგიკას; ის მხოლოდ ზეგავლენას ახდენს პარადოქსის ილუსტრაციისთვის ფილოსოფიული მაგალითების ჩვენეულ არჩევანზე. შესაბამისად, კლასიკური განსაზღვრება ყოვლისშემძლეობის პარადოქსისა - ქვა იმდენად მძიმე, რომლის აწევა მის ყოვლისშემძლე შემქმნელს არ შეუძლია - არისტოტელესეულ მეცნიერებას ეფუძნება. ეს განსაზღვრება უშვებს, რომ კოსმოსი გეოცენტრიულია და დედამიწა ბრტყელია - შეიძლება კი ქვის აწევა პლანეტის ზედაპირიდან? უფრო მეტიც, თუ მოვიაზრებთ ქვის პოზიციას მზესთან მიმართებაში, რომლის ირგვლივაც პლანეტა მოძრაობს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქვის აწევის პროცესი მუდმივია. პედნტურად თუ ვიმსჯელებთ, თანამედროვე ფიზიკა მიუთითებს, რომ ფრაზის ამგვარი არჩევანი საკმაოდ სუსტია, თუმცა ეს თავისთავად არ იძლევა იმის საბაბს, რომ ვუარჰყოთ ყოვლისშემძლეობის პარადოქსის ფუნდამენტალური კონცეფცია. ფიზიკოსი სტივენ ჰავკინგის მიერ შემქმნელი ღვთაებისა და ბუნების კანონთან მიმართებაში ჩამოყალიბებული განსაზღვრებით, კლასიკური მსჯელობა შეიძლება შემდეგნაირად გადაკეთდეს:

ყოვლისშემძლე არსება ქმნის სამყაროს, რომელიც არისტოტელესეულ ფიზიკის კანონებს ემორჩილება.
ამ სამყაროს შიგნით, შეუძლია კი ყოვლისშემძლე არსებას შექმნას ქვა იმდენად მძიმე, რომ თავადაც ვერ ასწიოს იგი?
მეცნიერ-პუბლიცისტი ჯეიმს გლიკი, რიჩარდ ფეინმანის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ ამგვარი პარადოქსი წარმოიშვა, როცა მეცნიერებმა დაიწყეს კამათი ატომთა არსებობის შესახებ: შეეძლო კი ყოვლისშემძლე არსებას, ამ შემთხვევაში, ქრისტიანულ ღმერთს, შეექმნა ატომები, რომელთაც ის თავადაც ვერ გახლეჩდა?

მარტივი წარმოდგენით, ყოვლისშემძლეობის პარადოქსი კონცეპტუალურად მსგავსია ტოლერანტული საზოგადეობების მიერ არატოლერანტთა მიმართ არატოლერანტობის, ვინაიდან არატოლერანტობის ტოლერანტობით ეს საზოგადოება თავად იქნებოდა არატოლერანტული. მსგავსად, როცა ღმერთი იგულისხმება, როგორც ყოვლისშემძლე, ეს განსაზღვრება უნდა გავიგოთ ისე, რომ ის გამორიცხავს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც ყოვლისშემძლეობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. მაგ. ღმერთის უკვდავობა მის ყოვლისშემძლეობას კი არ ჩრდილავს, არამედ ხაზს უსვამს მას. მაშასადამე, პარადოქსი შეიძლება გადაწყდეს იმ პირობის შემოტანით, რომ ღმერთი საკუთარი უნაკლობით შეზღუდულია და ამგვარად ის ვერ შექმნის ქვას იმდენად მძიმეს, რომელსაც თავად ვერ ასწევდა. ჩაითვლება თუ არა ის ყოვლისშემძლედ კი უკვე მხოლოდ სემანტიკის საკითხია.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
მნათე
პოსტი Nov 22 2006, 01:44 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მაგალითად პეტრე იბერის "გამორიცხვის მეთოდით" ღმერთამდე ასამაღლებლად, საჭიროა დადებითი თვისებების გამორიცხვა biggrin.gif რადგან უარყოფითი მას არ აქვს. ა.გ ადამიანი რაღაცამდე დავა. . . .

ყველა ათეისტზე ვერ ვიტყვით რომ მას სურს, კამათი და თვითმიზნად ექცა ეს წადილი, ზოგი მართლაც ეძიებს. ხოდა ასე დიალოგის არ სურვილით მის კითხვებს პასუხი ვერ გაეცემა. კითხვა კი ოხერი რამაა. .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2006, 05:07 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მნათეს დიდიმადლობა ამ თემისთვის, იბნ რუშდი, ჩემი უსაყვარლესი მოაზროვნეა.
სამწუხაროდ დროის დეფიციტი ისევ... მოკლედ ვიტყვი

საქმე ისაა, რომ ომნიპოტენცია არის ის "ატრიბუტი", რომელიც ერთერთია მის ატრიბუტთა (სახელთა) შორის. ადამიანი მოიაზრებს ყოველივეს ატომიზირებულ-დისკრეტიზირებულ ენაზე: ომნიპოტენტი, დაუსაბამო დ.ა.შ. მაგრამ ღმერთის თვისებების ჩამონათვალი უკვე არის მცირე ანარეკლი და დამახინჯება, ვინაიდან ყველა თვისება ერთად არის-მას ჩვენ ვაცალკევებთ. ამიტომ ერთი რომელიმე თვისების განხილვისას ყოვლად მიუღებელლია ყველა დანარჩენის "გადაგდება".

ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმას ვიტყოდი, რომ ომნიპოტენცია პირდაპირ კავშირშია ყველა დანარჩენ სახელთან ღვთისა, მათ შორის-სახელთან: დაუსაბამო. და კითხვა: შეუძლია თუ არა ღმერთს საკუთარი ყოვლისშემძლეობის შეზღუდვა გვაკავშირებს ავტომატურ კითხვასთან: შეუძლია დაუსაბამოს, რომ გახდეს დასაბამის მქონე?

ახლა არ მცალია...მოგვიანებით შემოგიერთდებით...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
mnate   ყოვლისშემძლეობის პარადოქსი (?)   Nov 22 2006, 12:15 AM
valeri   ღმერთი ყოვლისშემძ...   Nov 22 2006, 01:41 AM
mnate   ასე ადვილადაც არ ა...   Nov 22 2006, 01:50 AM
Georg   ომნიპოტენციის შეს...   Nov 22 2006, 02:18 AM
valeri   მე რასაც ვფიქრობდი...   Nov 22 2006, 02:20 AM
mnate   იოანე დამასკელი ...   Nov 22 2006, 02:37 AM
valeri   ძალიან კარგი დასაბ...   Nov 22 2006, 02:41 AM
mnate   ეს ფილოსოფიაა. . . გ...   Nov 22 2006, 02:43 AM
solomony   აბა მოვედი ოპონენტ...   Nov 22 2006, 03:47 AM
mnate   ვერ მოხვედი აშკარ...   Nov 22 2006, 11:20 AM
ლილიანა   ფილოსოფოსები სვავ...   Nov 22 2006, 11:42 AM
mnate   ეს მხოლოდ გადმოცე...   Nov 22 2006, 11:45 AM
ლილიანა   ეს ნაშრომი საინტერ...   Nov 22 2006, 11:49 AM
ლილიანა   ეს არის ათეისტური ...   Nov 22 2006, 12:01 PM
mnate   სულაც არა :D მეტად ს...   Nov 22 2006, 12:02 PM
ლილიანა   სულაც არა :D მეტად ს...   Nov 22 2006, 12:03 PM
mnate   გვიან ვნახე :lol: ხო ი...   Nov 22 2006, 12:05 PM
ლილიანა   გვიან ვნახე :lol: ხო ი...   Nov 22 2006, 12:12 PM
mnate   ხო მაგრამ აშკარად ...   Nov 22 2006, 12:14 PM
ლილიანა   ხო მაგრამ აშკარად ...   Nov 22 2006, 12:17 PM
კანონისტი   ამ კითხვის პასუხი ...   Nov 22 2006, 12:17 PM
mnate   ; გზავნილი გუჯას :lol:   Nov 22 2006, 12:20 PM
ლილიანა   "დიახაც, ღმერთს შ...   Nov 22 2006, 12:26 PM
mnate   მაგრამ იცი, ჩვენ მ...   Nov 22 2006, 12:27 PM
კანონისტი   mnate რაც შეეხება იმას...   Nov 22 2006, 12:31 PM
mnate   ეს საკრალიზმია, ის...   Nov 22 2006, 12:37 PM
კანონისტი   mnate თვითონ ეს გამოთ...   Nov 22 2006, 01:06 PM
mnate   მაგალითად პეტრე იბ...   Nov 22 2006, 01:44 PM
კანუდოსელი   მნათეს დიდიმადლობ...   Nov 22 2006, 05:07 PM
კანონისტი   კანუდოსელი სწორი ...   Nov 22 2006, 05:15 PM
კანუდოსელი   არა ჩემი მიდგომა ო...   Nov 22 2006, 05:23 PM
კანონისტი   კანუდოსელი ცხადია....   Nov 22 2006, 05:28 PM
glaxa   mnate აი პროფესორა... ი...   Nov 22 2006, 05:30 PM
კანონისტი   glaxa ჩემს ხელთ არსებ...   Nov 22 2006, 05:47 PM
დათიკო   glaxa ღმერთი არ იტყვი...   Nov 22 2006, 05:53 PM
ლილიანა   glaxa ღმერთი არ იტყვი...   Nov 22 2006, 06:03 PM
კანუდოსელი   აი მაგალითად მნათ...   Nov 22 2006, 06:17 PM
glaxa   დათიკო გახსოვს და...   Nov 22 2006, 07:34 PM
mnate   აქ რა ფუსფუსია? :D   Nov 22 2006, 07:50 PM
დათიკო   glaxa :blink: გამახსენე ე...   Nov 22 2006, 08:04 PM
shota1   ლოგიკა? :) 1. შეუძლია ...   Nov 22 2006, 10:11 PM
mnate   დიახ ლოგიკა :) შენ...   Nov 22 2006, 10:43 PM
rock   ვალერი ჩემი აზრით ...   Sep 11 2007, 03:49 PM
მართა   გლახა ჭირდება როო? ...   Oct 7 2007, 12:52 AM
kato_Bato   ვერ გადავა არა ფორ...   Oct 7 2007, 09:14 PM
deli   მნათე ძმაო,საინტერ...   Oct 19 2007, 01:00 PM
.nino   აქ იმდენს საუბრობთ...   Oct 19 2007, 01:19 PM
maZiebeli   მნათე ბატონო, მოკლ...   Oct 19 2007, 01:39 PM
neo   ღმერთი ყოვლისშემძ...   Oct 19 2007, 05:58 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 10:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი