ფოლკლორული ანსამბლი '' შემოქმედი'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფოლკლორული ანსამბლი '' შემოქმედი'' |
ABRAMA |
Jun 23 2007, 11:34 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 12-June 07 წევრი № 2,163 |
ფოლკლორული ანსამბლი "შემოქმედი" ანსამბლი "შემოქმედი" ჩამოყალიბდა სიონის სამრევლო სკოლის (ყოფილ საპატრიარქოს) ბაზაზე 2005 წელს. მისი ხელმძღვანელი გახლავთ, ქლაქ თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტი: რევაზ შანიძე. გუნდი დაკომპლექტებულია სხვა და სხვა ტაძრის მგალობლებით და მათი რაოდენობა 14 კაცით განისაზღვრება. გუნდის შემადგენლობა: I ხმები: ირაკლი კერესელიძე. ლაშა სიხარულიძე. დავით სამსონიძე. II ხმები: კახაბერ ჩხიკვაძე. რევაზ შანიძე. გოგიტა ჭეიშვილი. გიორგი კობაიძე. დავით აბრამიშვილი. ბანები: ტარიელ ხუციშვილი. ირაკლი სულაძე. გრიგოლ ჯალაღონია. ვახტანგ თავდიშვილი. შალვა ჯაჯანიძე. დავით ხორავა. გუნდის პირველი საკონცერტო რეპერტუარი: 1. ალილო (ლეჩხუმური) - ივეტ გრიმოს საექსპედიციო ჩანაწერებიდან. 2. ნამგლური (ქართლური) - ივეტ გრიმოს საექსპედიციო ჩანაწერებიდან. 3. სესია (მეგრული) - ბერაია იმედის, ხუბულავა პოლიკარპესა და პაჟავა გერმანეს ნამღერიდან გარჩეული. 4. პატარა საყვარელო (იმერული) - ბენია მიქაძის ვარიანტი 5. ფერხული (სვანური) - ვარიანტი უცნობია 6. ალილო (კახური) - ივეტ გრიმოს საექსპედიციო ჩანაწერებიდან. 7. მერცხალო მშვენიერო (შემოქმედი) - დიმიტრი პატარავას, ვარლამ სიმონიშვილისა და არტემ ერქომაიშვილის ვარიანტი 8. ვეფხის და მოყმის ამბავი (დუშეთი) - ილია ზაქაიძის ვარიანტი 9. დადიანის მაყრული (მეგრული) - (ეს სიმღერა მალხაზ ერქვანიძემ მასწავლა) 10. ლარჭემი და ოფიტარა (ლეჩხუმური) - ვარიანტი უცნობია 11. საქორწილო (აფხაზური) - ვარიანტი უცნობია 12. ბახმარო (გურული) - ვარიანტი უცნობია 13. ზამთარი (კახური) - ვანო მჭედლიშვილის ვარიანტი 14. რაშავ რერა (აჭარული) - ანსამბლ "მაჭახელას" ვარიანტი 15. ალილო (გურული) - ვაჟა გოგოლაძის (ანსამბლ "გურიის") ვარიანტი 16. ირინოლა (სვანური) - ფირცხელანების ოჯახური ვარიანტი. 17. ადილა (გურული) - ერქომაიშვილების ვარიანტი. (ტრიო: დათიკო, გიგო და არტემი) მინდა წარმოგიდგინოთ, "შემოქმედის" "აღდგენილი" ერთი გურული საჩონგურო სიმღერა ბახმაროზე. სიმღერის ძველი ჩანაწერი. http://www.link.ge/file/140625/Guruli---Bakhmaro.mp3.html ჩვენეული ინტერპრეტაცია. I - II ხმას ასრულებს ირაკლი კერესელიძე და კახაბერ ჩხიკვაძე. http://www.link.ge/file/140623/simgera-bax...uruli-.wma.html -------------------- Fადაააააალ
|
Didgoreli |
Nov 21 2007, 12:54 AM
პოსტი
#2
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
ABRAMA I
ციტატა ჰიჰიჰი აი აბდალაი ვინ არი ძამა, არაფერს არ გერჩი ძამა ბიჯო რაცხაებს დაგვპირდაა მაი შენი ხელმძღვანელი დაა რეიზაა არ დეებს თუ იციი? რაცხაა იქანეე სიმღერებს დავდებოო დაა რაცხააო დაა სააა დანაპირები? -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი