![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქავთარაძე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ხშირად მსმენია თუნდაც ეკლესიაში-ეგ სატანისტი როკერია, FუF როკერი, რას გვანან ეშმაკებივით არიან, მაგათთან როგორ უნდა ვიმეგობრო და ასე შემდეგ.
რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ხალხის მიმართ. ბევრმა შეიძლება თქვას გვეცოდებაო, მაგრამ ჩემი აზრით ამ ხალხს ჩვენს სიბრალულზე მეტად აი ეს ბარიერი აღიზიანებს. მე ბევრ "ეკლესიურ" ადამიანზე მეტად კეთილ "როკერს" ვიცნობ . ეგება რამენაირად გვეცადა დავახლოებოდით ამ ხალხს? |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
როკ მუსიკა რომელზეც ამ თემაში ვსაუბრობთ თუ თავისუფალია ყოველივე იმისგან რაც ქვემო სტატიებშია ნათქვამი:
http://www.orthodoxy.ge/skhva/roki4.htm http://www.orthodoxy.ge/skhva/roki2.htm http://www.orthodoxy.ge/skhva/roki1.htm და არ მიეკუთვნება აქ თქმულთა კატეგორიებს მაშინ ასეთი როკის საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს. |
inkvizitor |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო. ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-May 07 მდებარ.: თბილისი. წევრი № 1,896 ![]() |
ჩემო კარგებო, ძალიან ხშირად გადაჭარბებულია აზრი იმის თაობაზე რომ როკი ბოროტებაა.
ნიჭი მუსიკის შექმნისა,(თუმდაც როკ მუსიკისა) არის ღვთისაგამ ბოძებული ნიჭი. სხვა საკითხია თუ ადამიანი, როგორ იყენებს ამ ნიჭს. მაგრამ არის კიდევ ერთი;- როგორ აფასებენ ამას სხვები!? მართლმადიდებლობაში დამკვიდრდა აზრი იმის თაობაზე რომ, როკი ცუდია. სწორედ ამ მცდარი აზრის გამო, იკვეთება ტენდენცია იმისა რომ ყველაფერი რაც როკს უკავშირდება, ცუდია და ბოროტებაა. ბევრ როკ ჯგუფს, ქონდა მცდელობა, თავიანთი შემოქმედების გამდიდრების მიზნით, წასულიყვნენ სხვადასხვა ეგზოტიკურ ქვეყნებში და იქაური აბორიგენი ხალხის ფოლკლორით გაემდიდრებინათ როკი. ეს მცდელობა მათ სატანიზმში ჩაუთვალეს.(ცნობისათვის, მე მოსმენილი მაქვს ერთი როკ კომპოზიცია რომელშიც ქართულ იავნანას უკრავენ. უცხოელები სხვათაშორის.) ძალზედ ცნობილი ჯგუფის,(დზეპელინები მაქვს მხედველობაში)ასევე ცნობილი სიმღერა, რომელსაც ჰქვია"კიბე ზეცაში"შერაცხეს სატანურად, მხოლოდდამხოლოდ იმის გამო რომ კიბე ზეცაში ჰქვია. სინამდვილეში კი ეს არის კარგი გემოვნებით შესრულებული კარგი ბალადა, რომელიც ერთი სიყვარულის ისტორიას ამღერებს. თუმცა არც იმის უარყოფას ვაპირებ რომ, ზოგიერთი ჯგუფები პირდაპირ და დაუფარავად განადიდებენ ეშმაკს. მაგრამ ეს არ იძლევა იმის საფუძველს რომ როკი სატანურად გამოვაცხადოთ. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ როკის, ერთი ხელის მოსმით უარყოფა არ რაის სწორი. თუ იერარქიულად დავალაგებთ ქვევიდან, ზევით მუსიკალურ მიმდინარეობებს. ფასეულობების მიხედვით, რათქმაუნდა ერთერთ უმაღლეს ადგილს საეკლესიო გალობა, ფოლკლორი და კლასიკა დაიკავებს. მაგრამ, დამერწმუნეთ რომ, როკი არ იქნება ყველაზე ქვევით. არსებობს მასზე უფრო მდაბიო მუსიკაც. -------------------- ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი