ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
k@the |
Nov 21 2007, 04:53 AM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ასეთი იყო კითხვა და ასევე ქეთის რამოდენიმე კითხვა ამ პასუხშია, რომელსაც მე დამასკელით ვუპასუხებ: "თავი ოცდამეშვიდე სიამოვნებათა შესახებ სიამოვნებათაგან ნაწილი სულისმიერია, ნაწილი სხეულებრივი. სულისმიერია ის, რაც საკუთრივ მხოლოდ სულისა არის, როგორც მაგალითად, სწავლასთან და მჭვრეტელობასთან დაკავშირებული სიამოვნებანი სხეულებრივია ის, რაც სულთან ზიარებით სხეულის კუთვნილებაც ხდება და ამიტომ სხეულებრივად იწოდება, როგორც მაგალითად, საჭმელთან, თანაყოფასთან და სხვა ამგვართან დაკავშირებული სიამოვნებანი. ამასთან, ვერავინ იპოვის ისეთ ისამოვნებას, სხეულს რომ ეკუთვნის მხოლოდ. კიდევ, სიამოვნებათაგან ნაწილი ჭეშმარიტია, ნაწილი ყალბი, ნაწილი მხოლოდ აზროვნებისეული (მეცნიერებითად და მჭვრეტელობითად), ნაწილი კი სხეულებრივი (გრძნობადი). სხეულისეულ სიამოვნებათაგან ნაწილი არის ერთობლივად ბუნებისეულიც და აუცილებელიაც, რომლების გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, როგორებიცაა, მაგალითად, სინაკლულის შემავსებელი საჭმელი და აუცილებელი სამოსი; ნაწილი თუმცა ბუნებისეულია, მაგრამ არა აუცილებელი, როგორც, მაგალითად, ბუნებითი და რჯულისმიერი სქესობრივი კავშირი, რადგან იგი ემსახურება მთელი მოდგმის შენარჩუნებას, მაგრამ შესაძლებელია, აგრეთვე, მის გარეშე ცხოვრებაც ქალწულებრივად; ნაწილი არც აუცილებელია და არც ბუნებისეული, როგორც, მაგალითად, სიმთვრალე, ავხორცობა და ნაყროვანება, არც ამეტებს საჭიროებას, რადგან ისინი არც ჩვენი სიცოცხლის განმტკიცებას ემსახურებიან და არც მოდგმის მემკვიდრეობითობას, არამედ, პირიქით, ზიანს გვაყენებენ. ამიტომ, ვინც საღვთოდ ცხოვრობს, მართებს მას ესწრაფვოდეს იმ საიმოვნებებს, რომლებიც ერთდროულად აუცილებელიცაა და ბუნებისეულიც, ხოლო რაც ბუნებისეულია და არა აუცილებელი, მეორე რიგში უნდა მოაქციოს მან, - მხოლოდ შესაფერისი ჟამის, წესისა და ზომის კვალობაზე მისი აღსრულებით, სხვა დანარჩენი კი უნდა უკუაგდოს მთლიანად. კარგ სიამოვნებად მიიჩნევა ის, რასაც არ შეერთვის მწუხარება, რაც არ იწვევს სინანულს, არცთუ სხვა რამ ზიანს გვაყენებს, რაც არ გადადის ზომას, არც მეტისმეტად მოგვწყვეტს საშური საქმეებისგან და არ გვიმონებს." ძალიან კარგადაა აღწერლი სიამოვნებათა სახეობები. ყველაფერი გასაგებიცაა, მხოლოდ ისევ და ისევ ეს 'არ გადადის ზომას' გაურკვეველი რჩება ჩემთვის. ეს ზომა ისევ ჩვენს სინდისზეა? : ) ასევე ის, რომ 'არა აუცილებელი და არც ბუნებისეული' სიამოვნება მაინცდამაიც ზიანის მომყენებელია. რა ზიანი შეილება მოაყენოს ადამიანს, ვთქვათ ნაყროვანებამ? ცხადია ისეთს არ ვგულისხმობ არ შეერგოო,´რომ ვთქვით. ვითომ, მაძღარ ადამიანს, რაიმე განსაკუთრებული, სულისთვის არასასარგებლო აზრები ებადება თავში? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი