![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Genesis |
![]()
პოსტი
#1
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
საქართველოში უმრავლეს ქრისტიანულ მიმდევრობას გააჩნია ეს თვისება... მართალია ამ ბოლო პერიოდში გაჩენილი პროევროპული პოლიტიკის გამო უწევთ ეკლესიებს იფიქრონ ეკუმენიზმზე და ოფიციალურად დაანახონ თავი გარეშე თვალს რომ ლოიალურად არიან განწყობილნი სხვა აღმსარებლობის მიმართ...
მაგრამ სულ საპირისპირო სურათი აისახება მრევლში... საიდან მოდის ეს რელიგიური სეპარატიზმი ხალხში, თუ მათი სულიერი მოძღვრები საჯაროდ აღიარებენ ლოიალობას სხვა აგმსარებლობის მიმართ... ვთვლი რომ ბოლო უნდა მოეღოს რელიგიურ სეპარატიზმს. განსხვავებული იდეოლოგია არ უნდა აშინებდეს არცერთ ძლიერ ადამიანს... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Genesis
ციტატა სადმე წერია რომ აბრაამი, მოსე ან ძველი აღთქმის პერსონაჟები, ქრისტეს კარით შევიდნენ ცხონებაში? წერია და საკმაოდ გასაგებადაც. წმ. სოფრონ იერუსალიმელი (ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი და ღვთისმეტყველი) ამბობს რომ ნათლისღების ჟამს ქრისტემ ძველი აღთქმის ყველა მართალი მონათლა და ისინი ქრისტეს ნათელით განათლებულნი შევიდნენ სასუფეველში. ნუ იტყვი რომ ჭეშმარიტება ორია ან სამი, იმიტომ რომ ეს ელემენტარულ ლოგიკასაა მოკლებული, რადგან ორი აბსოლიტურად ერთნაირი ორი აღარაა არამედ ერთი. ჭეშმარიტების მარცვალი ყველგანაა და ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ სრულყოფილი სისავსე მხოლოდ ერთ რელიგიაში შეიძლება იყოს. მე მჯერა და ეს ასეცაა რომ უდანაშაულოდ არავინ არ დაიღუპება, ვერავინ ეტყვის ღმერთს რომ მე შანსი არ მომცემია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი