ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
შევრდომილი |
Nov 21 2007, 03:39 PM
პოსტი
#2
|
მ ა გ დ ა ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 |
სანამ მზეს სძინავს
სანამ მზეს სძინავს, ღამე ჯერ არ გათენებულა და გარიჟრაჟზე ცის ელფერი დადუმებულა, ირგვლივ მიდამო, არე-მარე გაჩუმებულა, დაძინებულა, თითქოს სუნთქვაც გაჩერებული. დასვრილი ფუნჯი, ეს ნახატი მიტოვებულა. მხატვარსაც სძინავს, თურმე იქვე მიგორებულა. აკვამარინში ღია ფერებს დასძინებიათ, მაგრამ სიმუქის ფერთა გამას არ სძინებია. მთვარე ნათელი მთელი ღამე ცაზე დაღლილი უკვე ჩასულა, ბევრი რამე ჰქონდა განცდილი. ეს სიდიადე ბუნებაში გაჯერებულა... სანამ მზეს სძინავს, ღამე ჯერ არ გათენებულა. -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი