IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჯეოსელის გათამაშება
თამარი
პოსტი Nov 21 2006, 03:42 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ცნობილია ეკლესიის დამოკიდებულება აზარტული თამაშებისადმი. შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს ასეთი შედარება, მაგრამ ჩემი შეკითხვა ეხება ჯეოსელის გათამაშებას. მე ამასაც მივიჩნევ ერთგვარ აზარტად, რასაც ადამიანის გონება უნებლიედ მიეჯაჭვება ხოლმე. ყოველკვირეულად ვღებულობ შეტყობინებას ჯეოსელისგან, რომ დავრეკო ამ ნომერზე და მოვიგო ესა და ეს პრიზები. ასევე ახლობლებიც ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვრეკავ, ერთხელ მაინც როგორ არ დავრეკე და ა.შ.
რა თქმა უნდა, ჩემი მოძღვრის აზრსაც მოვისმენ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა ფორუმზეც დაფიქსირებულიყო მოძღვრის აზრი ამ საკითხზე.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Nov 22 2006, 07:46 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
უფლის დიდ წყალობად მივიჩნევ მამა ანდრიას გამოჩენას ფორუმზე. ვისურვებდი, სხვა მოძღვრებსაც გამოენახათ დრო და ძალა ჩვენნაირ ურჩებთან სასაუბროდ.

ერთი წუთი, მამაო მამაოა და რათქმაუნდა დიდი რიდი უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს არანაერად ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში უნდა ვეთანხმებოდეთ, მამაოც შემოდის კამათში და ვფიქრობ ცოტა უნდა გავიხსნათ, მამაოც ადამიანია და თავისუფლად შეიძლება ცდებოდეს, არანაერ ურჩობას აქ არა აქვს ადგილი, უბრალოდ ვსაუბრობთ ამ საკითხის ირგვლივ და იმედია არც მამა ანდრიაა წინააღმდეგი smile.gif
ახლა კი, საქმეზე გადავიდეთ, იცით, რა უნდა გითხრათ? გული არ აგიჩუყდათ ოლიმპიადაზე ქართული დროშა რომ აფრიალდა? ჩვენმა ბიჭებმა რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს? არ გეამაყებათ, რომ ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, დიდი მესხის, ყიფიანის, დიდი დინამო "თბილისის" ფეხბურთის და კალათბურთის გუნდების, დიდ გულიანი ქართველი რაგბისტი ბიჭების, მქონე ხალხი ვართ? რა ყველაფერი დოგმატურ ღვთისმეტყველბაში გინდათ მოაქციოთ? ზედმეტი ხომ არ არის? მონაზვნებად ხომ არ გინდათ ყველა გვაქციოთ? რატომაა ასე ძნელი თქვა გასაგებად, შვილო, ფეხბურთის გულისათვის კაცი არ სცემო და ქონება არ წააგო, თორემ ვის ან რა უფლებით ექნება უფლება, ხვალ როცა საქართველო პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ითამაშებს, მე და ბევრ მართლმადიდებელს გულშემატკივრობა დაგვიშალოს? არავის!

ციტატა
მთავარი ზიანი მაინც ის არის რომ ადამიანი სხვა რამეში ხედავს ცხოვრების საზრის

ეხ , სოლომონ ამ ბოლო ფრაზით, სულ წყალში ჩაყარე, რაც გიწერია და გიწვალია smile.gif , და ვინ ხედავს მერე რაგბიში "ცხოვრების აზრს"?

ხალხო, ნუ ურევთ ერთმანეთში , ჭკუანაკლულ ფანებს, ფეხბურთი ან თუნდაც ჩოგბურთი ( "მსუბუქი" აზარტის სპორტიო, რა თქვა ეს... biggrin.gif ), უტრიალებს თავში და გულშემატკივარს, რომელიც რომელიმე სპორტის რომელი სახეობის რომელიმე გუნდს ან პიროვნებას უჭერს მხარს!

მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით ( და მაქვს ამის უფლება ! ) ეგ არაა ცოდვა, ცოდვა ისაა, რომ ყველაფერს ერთ ტაფაში ვწვავთ და ერთ სახელს " ცოდვას " ვარქმევთ!


ციტატა
რამდენია ფანატიკური გულშემატკივარი და რამდენმა გაიხადა თავისი ცხოვრების მთავარ საზრისად ფეხბურთის ფანობა.
სოლომონ, იმდენად დიდი აბსურდებით იყო შენი პოსტი სავსე, ძალიან გამიჭირდა, ზოგიერთი გამომერჩია, მაგრამ ეს მარგალიტია, შე კაი კაცო , ხალხი შეიძლება ტექნიკამ ( მანქანებმა, მოტო - ველო ) , ჩაცმამ ( არმანი, გუჩი, დოლჩე-გაბანა), უბრალო ფიზიკურმა ვარჯიშმაც თუნდაც კითხვამ გააგიჟოს და რა ვქნათ ახლა შენ რომ გისმინოს კაცმა შიშველმა, უნდა იაროს, ავტობუსში არ უნდა ჩაჯდეს, შუქი სახლში არ უნდა შეიყვანოს და კიბეებზე არ უნდა ავიდეს ( ეგეც ხო ვარჯიშია, მერე შეიძლება " აზარტში" შევიდეს და... ) მოკლედ სასაცილოა ეს ყველაფერი, რომ მართლმადიდებლობას საღდება, როცა ქრისტიანობა არც ზედმეტი კონსერვატიზმია და ზედმეტი ლიბერალიზმი, არამედ სიყვარული და თავისუფლება!

თავისუფლება, რომელიც ასე გვაკლია და სიყვარული, რომელიც ასე ცოტა გვაქვს, ყველაფრის გვეშინია, ყველგან ცოდვებს ვხედავთ, ზომბებად ვიქცევით, დამოუკიდებელი აზროვნება მაშინვე უცხოდ გვეჩვენება,

დასვენება მაინცდამაინც "ცოდვილი შვება" გვგონია, როცა ამ მუხლების განმარტებისას, მამები ერთმნიშვნელოვნად მიუნიშნებენ მხოლოდ უკიდურეს მდგომარეობას, თორემ დასვენებით ვინ არ ისვენებს, ზოგი მუსიკით, ზოგი კითხვით, ზოგი სპორტით, ზომა, ზომაა მთავარი და არა მუსიკა თუ სპორტი!

სულაც არ ნიშნავს ფეხბურთი აგრესიას, არც რაგბი გაშმაგებას ან ჭადრაკი სიწყანარეს და მსუბუქ "აზარტს", ადამიანია მთავარი! თორემ მე ჭადრაკითაც გაშმაგებული იმდენი მინახავს, თქვენი მოწონებული.

აქ, სადღაც თოფიქიც კია გახსნილი "ხრიდოლი" ქვია და რა ცოდვაა "ხრიდოლი" ? მე თუ მკითხავთ, უფრო შმაგი და აგრესიულია ვიდრე ფეხბურთი, მაგრამ "ხრიდოლი" ჩვენია და კარგია, " კარატე" სხვისია და ცუდია, "რაგბი და ფეხბურთი" სხვისია და ცოდვაა " ლელო და ბურთაობა" ჩვენია და ვუფრთხილდებით...

ვიყოთ რეალურები, ხალხი კი არ უნდა დავაშინოთ, არამედ უნდა განსვწავლოთ, გარჩევა ვასწავლოთ, ზომა ვასწავლოთ, თორემ ფეხბურთის ყურება და გულშემატკივრობა რომ ცოდვა არ არის, ამაზე რომ ვკამათობთ, სირცხვილია!

ნუ უყენებთ ერს, იმ მოთხოვნებს, რომელიც ბერს განეკუთვნება, ეგ დიდი შეცდომაა, ამით ხალხს კარგავთ და ზომბებს იძნენთ!

პატრიარქს ბახი უყვარს და სტადიონზეცაა ნამყოფი, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქია, ხოლო სინოდის ბევრ დიდ მიტროპოლიტს ბილიარდი ან მაგიდის ჩოგბურთი უყვარს და არაფერია ამაში ცუდი, ნუ ვეძებთ ბნელ ოთახში კატას, მითუმეტეს მაშინ როცა ის იქ არ არის!

გმადლობთ!



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
.:თამარი:.   ჯეოსელის გათამაშება   Nov 21 2006, 03:42 PM
დეკ. ანდრია   სამოთხიდან განდევ...   Nov 21 2006, 06:15 PM
KAIROS   მამაო, დაგვლოცეთ...   Nov 21 2006, 08:03 PM
კანუდოსელი   სპორტი ასევე აზარტ...   Nov 21 2006, 09:17 PM
დეკ. ანდრია   ლექსიკონების თანა...   Nov 22 2006, 03:51 AM
კანუდოსელი   მიჩვენეთ წმიდა მა...   Nov 22 2006, 04:27 AM
solomony   მრისხანება ცოდვას...   Nov 22 2006, 05:19 AM
დეკ. ანდრია   მაგრამ ჩვენ ხომ აზ...   Nov 22 2006, 05:38 AM
კანუდოსელი   დამლოცეთ მამაო მა...   Nov 22 2006, 05:53 AM
solomony   ზოგადად აზარტი შეი...   Nov 22 2006, 06:46 AM
.:თამარი:.   სიმართლე გითხრათ, ...   Nov 22 2006, 04:52 PM
მარიამი   სრულიად ვეთანხმე...   Nov 22 2006, 05:05 PM
KAIROS   ერთი წუთი, მამაო მა...   Nov 22 2006, 07:46 PM
კანუდოსელი   კაიროს ჯიგარი ხა...   Nov 22 2006, 09:09 PM
.:თამარი:.   ერთი წუთი, მამაო მა...   Nov 22 2006, 08:10 PM
KAIROS   ეგ ფორუმია და მამა...   Nov 22 2006, 09:41 PM
ლილიანა   ადამიანები რომლებ...   Nov 23 2006, 12:16 AM
დეკ. ანდრია   ყოველი ადამიანი სჯ...   Nov 24 2006, 01:31 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 10:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი