ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
ზარნაშო |
Nov 21 2007, 05:47 PM
პოსტი
#2
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
გასეირნება თბილისში ღამით
(ოდეს M.M. სიყვარულით გახელებული ქალაქს უვლიდა წრეებსა) ლამპიონები ფლეთენ სიბნელეს, ყრუდ კისკისებენ ცირკთან ქალები, რა ყოფილაო, ოხ, ეს სიბერე, ამბობენ ქუჩის ძაღლის თვალები... ფართო ნაბიჯით ქალაქს წრეს ვურტყამ, ფიქრი კი ნაბიჯს ბევრად წინ უსწრებს; არ ვუსმენ ხალხის ყაყანს ჩემს უკან და ვეღარ ვამჩნევ თვალში მინუსებს*. დავიარები თბილისში მარტო, მთელი ქალაქის სევდა თან დამაქვს... საით მივდივარ, ვისთან და რატომ? ხეტიალის დრო ნეტავ სადა მაქვს _________________________________ *ახლომხედველი ვარ -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი