![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თამარი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
ცნობილია ეკლესიის დამოკიდებულება აზარტული თამაშებისადმი. შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს ასეთი შედარება, მაგრამ ჩემი შეკითხვა ეხება ჯეოსელის გათამაშებას. მე ამასაც მივიჩნევ ერთგვარ აზარტად, რასაც ადამიანის გონება უნებლიედ მიეჯაჭვება ხოლმე. ყოველკვირეულად ვღებულობ შეტყობინებას ჯეოსელისგან, რომ დავრეკო ამ ნომერზე და მოვიგო ესა და ეს პრიზები. ასევე ახლობლებიც ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვრეკავ, ერთხელ მაინც როგორ არ დავრეკე და ა.შ.
რა თქმა უნდა, ჩემი მოძღვრის აზრსაც მოვისმენ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა ფორუმზეც დაფიქსირებულიყო მოძღვრის აზრი ამ საკითხზე. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
![]() ![]() |
თამარი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
ერთი წუთი, მამაო მამაოა და რათქმაუნდა დიდი რიდი უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს არანაერად ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში უნდა ვეთანხმებოდეთ, მამაოც შემოდის კამათში და ვფიქრობ ცოტა უნდა გავიხსნათ, მამაოც ადამიანია და თავისუფლად შეიძლება ცდებოდეს, არანაერ ურჩობას აქ არა აქვს ადგილი, უბრალოდ ვსაუბრობთ ამ საკითხის ირგვლივ და იმედია არც მამა ანდრიაა წინააღმდეგი ![]() ახლა კი, საქმეზე გადავიდეთ, იცით, რა უნდა გითხრათ? გული არ აგიჩუყდათ ოლიმპიადაზე ქართული დროშა რომ აფრიალდა? ჩვენმა ბიჭებმა რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს? არ გეამაყებათ, რომ ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, დიდი მესხის, ყიფიანის, დიდი დინამო "თბილისის" ფეხბურთის და კალათბურთის გუნდების, დიდ გულიანი ქართველი რაგბისტი ბიჭების, მქონე ხალხი ვართ? რა ყველაფერი დოგმატურ ღვთისმეტყველბაში გინდათ მოაქციოთ? ზედმეტი ხომ არ არის? მონაზვნებად ხომ არ გინდათ ყველა გვაქციოთ? რატომაა ასე ძნელი თქვა გასაგებად, შვილო, ფეხბურთის გულისათვის კაცი არ სცემო და ქონება არ წააგო, თორემ ვის ან რა უფლებით ექნება უფლება, ხვალ როცა საქართველო პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ითამაშებს, მე და ბევრ მართლმადიდებელს გულშემატკივრობა დაგვიშალოს? არავის! ეხ , სოლომონ ამ ბოლო ფრაზით, სულ წყალში ჩაყარე, რაც გიწერია და გიწვალია ![]() ხალხო, ნუ ურევთ ერთმანეთში , ჭკუანაკლულ ფანებს, ფეხბურთი ან თუნდაც ჩოგბურთი ( "მსუბუქი" აზარტის სპორტიო, რა თქვა ეს... ![]() მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით ( და მაქვს ამის უფლება ! ) ეგ არაა ცოდვა, ცოდვა ისაა, რომ ყველაფერს ერთ ტაფაში ვწვავთ და ერთ სახელს " ცოდვას " ვარქმევთ! სოლომონ, იმდენად დიდი აბსურდებით იყო შენი პოსტი სავსე, ძალიან გამიჭირდა, ზოგიერთი გამომერჩია, მაგრამ ეს მარგალიტია, შე კაი კაცო , ხალხი შეიძლება ტექნიკამ ( მანქანებმა, მოტო - ველო ) , ჩაცმამ ( არმანი, გუჩი, დოლჩე-გაბანა), უბრალო ფიზიკურმა ვარჯიშმაც თუნდაც კითხვამ გააგიჟოს და რა ვქნათ ახლა შენ რომ გისმინოს კაცმა შიშველმა, უნდა იაროს, ავტობუსში არ უნდა ჩაჯდეს, შუქი სახლში არ უნდა შეიყვანოს და კიბეებზე არ უნდა ავიდეს ( ეგეც ხო ვარჯიშია, მერე შეიძლება " აზარტში" შევიდეს და... ) მოკლედ სასაცილოა ეს ყველაფერი, რომ მართლმადიდებლობას საღდება, როცა ქრისტიანობა არც ზედმეტი კონსერვატიზმია და ზედმეტი ლიბერალიზმი, არამედ სიყვარული და თავისუფლება! თავისუფლება, რომელიც ასე გვაკლია და სიყვარული, რომელიც ასე ცოტა გვაქვს, ყველაფრის გვეშინია, ყველგან ცოდვებს ვხედავთ, ზომბებად ვიქცევით, დამოუკიდებელი აზროვნება მაშინვე უცხოდ გვეჩვენება, დასვენება მაინცდამაინც "ცოდვილი შვება" გვგონია, როცა ამ მუხლების განმარტებისას, მამები ერთმნიშვნელოვნად მიუნიშნებენ მხოლოდ უკიდურეს მდგომარეობას, თორემ დასვენებით ვინ არ ისვენებს, ზოგი მუსიკით, ზოგი კითხვით, ზოგი სპორტით, ზომა, ზომაა მთავარი და არა მუსიკა თუ სპორტი! სულაც არ ნიშნავს ფეხბურთი აგრესიას, არც რაგბი გაშმაგებას ან ჭადრაკი სიწყანარეს და მსუბუქ "აზარტს", ადამიანია მთავარი! თორემ მე ჭადრაკითაც გაშმაგებული იმდენი მინახავს, თქვენი მოწონებული. აქ, სადღაც თოფიქიც კია გახსნილი "ხრიდოლი" ქვია და რა ცოდვაა "ხრიდოლი" ? მე თუ მკითხავთ, უფრო შმაგი და აგრესიულია ვიდრე ფეხბურთი, მაგრამ "ხრიდოლი" ჩვენია და კარგია, " კარატე" სხვისია და ცუდია, "რაგბი და ფეხბურთი" სხვისია და ცოდვაა " ლელო და ბურთაობა" ჩვენია და ვუფრთხილდებით... ვიყოთ რეალურები, ხალხი კი არ უნდა დავაშინოთ, არამედ უნდა განსვწავლოთ, გარჩევა ვასწავლოთ, ზომა ვასწავლოთ, თორემ ფეხბურთის ყურება და გულშემატკივრობა რომ ცოდვა არ არის, ამაზე რომ ვკამათობთ, სირცხვილია! ნუ უყენებთ ერს, იმ მოთხოვნებს, რომელიც ბერს განეკუთვნება, ეგ დიდი შეცდომაა, ამით ხალხს კარგავთ და ზომბებს იძნენთ! პატრიარქს ბახი უყვარს და სტადიონზეცაა ნამყოფი, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქია, ხოლო სინოდის ბევრ დიდ მიტროპოლიტს ბილიარდი ან მაგიდის ჩოგბურთი უყვარს და არაფერია ამაში ცუდი, ნუ ვეძებთ ბნელ ოთახში კატას, მითუმეტეს მაშინ როცა ის იქ არ არის! გმადლობთ! ციტატა ერთი წუთი, მამაო მამაოა და რათქმაუნდა დიდი რიდი უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს არანაერად ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში უნდა ვეთანხმებოდეთ, მამაოც შემოდის კამათში და ვფიქრობ ცოტა უნდა გავიხსნათ, მამაოც ადამიანია და თავისუფლად შეიძლება ცდებოდეს, არანაერ ურჩობას აქ არა აქვს ადგილი, უბრალოდ ვსაუბრობთ ამ საკითხის ირგვლივ და იმედია არც მამა ანდრიაა წინააღმდეგი მე არ მიგულისხმია, რომ ყველაფერში თვალდახუჭული უნდა ვეთანხმებოდეთ. არც ამ შემთხვევაში დამიხუჭავს თვალი. გეთანხმები, რომ უნდა გავიხსნათ, თუ რამე ხინჯი დაგვრჩა გულში, გამოვიტანოთ და პასუხიც მივიღოთ ამაზე. ურჩებში, სხვათა შორის, ჩემი თავიც ვიგულისხმე. ალბათ დამეთანხმები, რომ სამაგალითო მორჩილებით და თავმდაბლობით არ გამოვირჩევით. დანარჩენზე უპრიანი იქნება, ისევ მოძღვარმა გიპასუხოს. მათ შორის ერსა და ბერს შორის განსხვავებაზე. ეს განყოფილება მოძღვრის პასუხებისთვისაა განკუთვნილი... ![]() -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი