პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა, რის გამო აღესრულა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა, რის გამო აღესრულა? |
კანონისტი |
Oct 23 2007, 11:57 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
საქმე მოციქულთა, თავი 16
1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, 2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა. 3. ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი. როგორც ცნობილია, მე-15 თავში აღწერილია მოციქულთა კრება, სადაც განხილულ იქნა სწორედ წინადაცვეთის საკითხი და დადგინდა, რომ წინადაცვეთა სავალდებულო აღარ იყო არათუ წარმართების, არამედ თვით იუდეველებისთვისაც. ამის შემდეგ პავლე მოციქული წინადასცევთს მამით წარმართ ტიმოთეს, "ჰურიათა მათთვის, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა"! რა განმარტება უდევს ამას საფუძვლად? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
დათიკო |
Nov 21 2007, 10:05 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
Genesis
ციტატა თქვენი აზრით წმ. მამებმა განმარტება რომელი წმ. მამების განმარტების საფუძველზე დაწერეს? შენ გინდა თქვა რომ სულიწმინდის შთაგონებით შეგიძლია განმარტო სახარება? ცხადია, აქ აზრის გამოთქმა შესაძლებელია და აუცილებელიც. მაგრამ, როდესაც სახარების განმარტებაზე მიდგება საქმე, აქ უკვე წმინდა მამათა სწავლების მოხმობა აუცილებელია, რადგან ისინი სახარებას სულიწმინდით განბრძნობილები განმარტავდნენ და ჩვენ კი თუკი საკუთარ თავს მივენდობით მხოლოდ, შესაძლებელია შეცდომა დავუშვათ და არასწორად გაგებულ სახარებას კი სადამდე მიჰყავს ადამიანი, სახეზე გვაქვს მრავალასეული სექტის სახით |
Genesis |
Nov 21 2007, 10:56 PM
პოსტი
#3
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis შენ გინდა თქვა რომ სულიწმინდის შთაგონებით შეგიძლია განმარტო სახარება? არ მაქ პრეტენზია რომ მთლიანად სახარება განვმარტო... მაგრამ შენ გინდა მითხრა რომ ჩემი შეხედულება ეშმაკისეულია? და თუ ამას ვერ მეტყვი... მე მწამს რომ ღმერთი იმას მომცემს, რასაც ვითხოვ და საჭიროდ ჩათვლის. -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი