პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა, რის გამო აღესრულა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა, რის გამო აღესრულა? |
კანონისტი |
Oct 23 2007, 11:57 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
საქმე მოციქულთა, თავი 16
1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, 2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა. 3. ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი. როგორც ცნობილია, მე-15 თავში აღწერილია მოციქულთა კრება, სადაც განხილულ იქნა სწორედ წინადაცვეთის საკითხი და დადგინდა, რომ წინადაცვეთა სავალდებულო აღარ იყო არათუ წარმართების, არამედ თვით იუდეველებისთვისაც. ამის შემდეგ პავლე მოციქული წინადასცევთს მამით წარმართ ტიმოთეს, "ჰურიათა მათთვის, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა"! რა განმარტება უდევს ამას საფუძვლად? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
დათიკო |
Nov 21 2007, 11:38 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
Genesis
ციტატა დაზღვეული არც წმ. მამები იყვნენ შეცდომისაგან... გეთანხმები. მაგრამ ისინი იყვნენ წმინდა მამები და ჩვენ ვართ რიგირთ ფორუმელები მითუმეტეს უნდა ვიფრთხილოთ როცა წმინდა მამებიც კი ცდებოდნენ, ჩვენ რაღა გვეთქმის?! ციტატა თუ ამაში დამეთანხმები, მაშინ იმასაც დავძენ, რომ მაღალ საფეხურზე დაშვებული შეცდომა, უფრო მძიმეა ვიდრე დაბალზე... მაგაშიც გეთამხმები ციტატა თან განმარტება, არ ნიშნავს სულიწმინდის ნაკარნახევ წინასწარმეტყველებას ის განმარტება რომლითაც ჩვენ ვსწავლობთ სახარებას სულიწმინდით არის ნაკარნახევი. ციტატა წმინდანის წინასწარმეტყველებაში შეუძლებელია შეცდომა იყოს ხოლო განმარტებაში შესაძლებელია ამ შემთხვევაში ჩვენ წინასწარმეტყველებაზე არ ვსაუბრობთ. არამედ სახარების განმარტებაზე. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი