ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Nov 22 2007, 12:21 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ვითომ, მაძღარ ადამიანს, რაიმე განსაკუთრებული, სულისთვის არასასარგებლო აზრები ებადება თავში? ეგ რათქმაუნდა და ბუნებრივად, რაც უფრო მაძღარი, გაზულუქებული და განებივრებულია ხორცი, ხორცისას ფიქრობს და ბიწიერს, ვნებიანს, ცოდვიანს ბადებს, ყოველი ბოროტი კი დაცემული და ცოდვით სნეული ადამიანისათვის უფრო ადვილად იბადება, უფრო ადვილად იზრდება და მოდის ქმედებაში, ამიტომაა, რომ ხორცის, სხეულის კონტროლი, დიდად მნიშვნელოვანია ქრისტიანის ცხოვრებაში, აი რას ამბობს წმ.იოანე ოქროპირი "მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი, აღსდგებიან სათნოებანი, უმეტესი სიწმიდით ელვარებს უბიწოება, ხორცი მორჩილ ხდება სულისა და მას ემსახურება", ე.ი. მარხვის აუცილებლობაზე შეგვიძლია საუბარი, იდეაში ქრისტიანი მუდამ მარხვაშია, იმ გაგებით, რომ მუდამ ფხიზლობს, თუნდაც საკვებად ღებულობდეს ხორცს, მაინც ფხიზლობს,ხოლო, მარხვაში კი განსაკუთრებულად იღწვის რადგან " მისი მიზეზით ცხრება მრისხანება, ითრგუნება ავხორცი გულისთქმა, ცოცხლდებიან და ბრწყინდებიან ჩვენში სათნოებანი; მისი წყალობით მშვიდდებიან ვნებანი და ყუჩდება გულისთქმათა ამბოხი; გონება თითქოსდა წყნარ ზღვაში ექცევა, იგი წარმატების ებრძვის უკეთურ საქმეთა ქარიშხლის მღელვარებას და ხომალდი სათნოებათა ნავთსაყუდელში მიჰყავს(ოქროპირი)", ანტონ ჭყონდიდელი კი თეოლოგიურ, ბიბლიურ არგუმენტსაც გვთავაზობს, საკვებისადმი ქრისტიანის დამოკიდებულებაზე "მოვიღოთ კიდევ მიზეზი მარხვისა, თუ რისთვის მოგვეცა. ჭამა ცთომას მერმე შემოვიდა, თორემ ცთომამდის ანგლოზის მსგავსად ღვთის ხედვით იზრდებოდა კაცი, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი დავით: „და პური ანგელოზთა ჭამა კაცმან“. და ჭამა რომ ცთომას მერმე შემოვიდა, ეს პირუტყვის მსგავსება არის, ვითარცა ხმობს დავით: „ბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“. და ღმერთს ჩვენი პირუტყვის მსაგვსება არ ჰნებავს, - ანგელოზთ მსგავსება ნებავს. მიხედე მარხვის ძალს: სადამდის მარხვაში მდგმოებ, მანამდის ანგელოზთ მსგავსი ხარ: არც ისინი მიიღებენ საზრდელს და არც შენ; ისინიც ქრისტეს მსახურებენ " მართლაც ღრმაა ბასილი დიდის სწავლება, ეყრდნობა რა უფლის სიტყვას , რომ სატანის განგდება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით ხდება, ამბობს :"მარხვა ხომ სიღრმეში დამკვიდრებული ცოდვებისაგან ათავისუფლებს სულს", სხვაგან კი აზუსტებს საკვების გავლენაზე : "სხეულისათვის რა უფრო ადვილი და სასარგებლო იქნება - მსუბუქი საზრდელის მიღების შემდეგ მსუბუქად გატარება ღამისა თუ საჭმლის სიმრავლისაგან დამძიმებული ძილი? განა შეიძლება თქმა იმისა, რომ მძიმედ დატვირთული ნავი უფრო გადაურჩება ზღვის ღელვას, ვიდრე მსუბუქად დატვირთული? ასევეა ადამიანის სხეულიც, ვინც საკვებს ზომიერად და მსუბუქად იღებს, ის უფრო დიდი წარმატებით მოიგერიებს ავადმყოფობას, ვიდრე ის, ვინც მრავალფეროვანი სანოვაგით ტვირთავს სხეულს" თუმცა მართლაც ისე, რომ არ გამომივიდეს, რომ მარხვა მარტო ჭამა-სმისაგან თავისშეკავებად წარმოვადგინო, ისევ ბასილი დიდს მოვიყვან: მაგრამ მარხვა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავებას როდი ნიშნავს, "ჭეშმარიტი მარხვა ბოროტისაგან განშორებაა, რადგან შეიძლება ხორცი არ სჭამო, მაგრამ ძმა შეჭამო, ღვინოზე უარი თქვა, მაგრამ გინება ვერ დათმო, საღამომდე თავი შეიკავო ჭამისგან, მაგრამ მთელი დღე მოყვასის განსჯაში გაატარო. ვაი მათდა, რომელნიც უღვინოდ არიან მთვრალნი (ესაია 51,2), " და ბოლოს ეს ამონაკრებია ნაყროვანების შესახებ კლემაქსიდან: თვალყური ადევნე და ნახავ, რომ მრავალგვარი საჭმელი მუცელს რომ ბერავს, სიძვის ვნებას აღძრავს. სტომაქი თავშეკავებით დაიოკე და შეძლებ, რომ საკუთარი ბაგეც მოზღუდო; რადგან საკვების სიმრავლე ენას გაამტკიცებს. გვითხარ, ყოველთა კაცთა მტანჯველო და გაუმაძღარო, სიხარბის ოქროთი ყველას შემსყიდველო, საიდან შემოაღწიე ჩვენში, ან უკვე დამკვიდრებული რას მოქმედებ და რანაირად შეიძლება, რომ ჩვენგან განგაძეოთ? ის კი ამგვარი შეურაცხყოფით განრისხებული მძვინვარედ და გაუმაძღრად გვპასუხობს: - რატომაა, რომ ჩემს მორჩილებაში მყოფნი, მაგინებენ მე? ან როგორ შეძლებ ჩემგან განრიდებას, როდესაც ბუნებითა ხართ შეკავშირებულნი ჩემთან? კარი, რომლიდანაც თქვენში შემოვდივარ, საკვების თვისებებია, ჩემი გაუმაძღარობის მიზეზი კი - ჩვევაა. ჩემი ვნების საფუძველი ხანგრძლივი ჩვეულება, სულის უგრძნობელობა და სიკვდილის დავიწყება. ან როგორ ეძიებთ ჩემს პიმშოთა სახელებს? უფროის Qქვიშისა განვამრავლებ მათ, მაგრამ ჩემს უპირველეს და საყვარელ პირმშოთა შესახებ მაინც გეტყვით. უპირველესი ძე - სიძვაა, მისგან გამომავალი მეორე - სასტიკი გული, მესამე - ძილის წყურვილი. ბოროტ ზრახვათა ზღვა, სიბილწის ტალღები, გამოუთმქმელი და თვალით უხილავი უწმინდურობის სიღრმე ჩემგან გამოედინება. ჩემი ასულებია: უდებება, მრავლისმეტყველება, კადნიერება, სიცილი, მკრეხელობა, ბილწსიტყვაობა, ურჩობა, უგრძნობელობა, გონების დაბინდვა, თვითგანდიდება, თავხედობა, სოფლის სიყვარული, რომელსაც შებილწული ლოცვა, აზრთა განბნევა, მოულოდნელი და უცაბედი განსაცდელები მოჰყვება. ამას კი მოსდევს ვნებათაგან უსასტიკესი - სასოწარკვეთილება. ცოდვების ხსენება აღმიდგება მე წინ, სიკვდილზე ფიქრიც ძლიერ მებრძვის, მაგრამ არაფერია ადამიანში ისეთი, რაც ბოლომდე დამამარცხებს. ვინც ნუგეშინისმცემელი სული მოიხვეჭა, ის ჩემს წინააღმდეგ ლოცულობს და შეწყალებული საკუთარ თავში მოქმედების ნებას აღარ გაძლევს. ხოლო მათ, ვისაც ზეციური ნუგეშინისმცემელის მადლი არ უგემიათ, ჩემს სიტკბოებაში ეძებენ შვებას. ჩემი გამქარვებელი მხოლოდ იგია. სრულად აქ ნახე http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kibe/14.htm მაშ ასე, ვნახეთ, რა მნიშვნელობა ქონი მარხვას და რა ვნების მოტანა შეუძლია თურმე ნაყროვანებას. ვფიქრობ, პასუხი ამ კითხვაზე ციტატა რა ზიანი შეილება მოაყენოს ადამიანს, ვთქვათ ნაყროვანებამ? ასეთუისე გაცემულია იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი