პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა, რის გამო აღესრულა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა, რის გამო აღესრულა? |
კანონისტი |
Oct 23 2007, 11:57 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
საქმე მოციქულთა, თავი 16
1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, 2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა. 3. ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი. როგორც ცნობილია, მე-15 თავში აღწერილია მოციქულთა კრება, სადაც განხილულ იქნა სწორედ წინადაცვეთის საკითხი და დადგინდა, რომ წინადაცვეთა სავალდებულო აღარ იყო არათუ წარმართების, არამედ თვით იუდეველებისთვისაც. ამის შემდეგ პავლე მოციქული წინადასცევთს მამით წარმართ ტიმოთეს, "ჰურიათა მათთვის, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა"! რა განმარტება უდევს ამას საფუძვლად? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
დათიკო |
Nov 22 2007, 02:04 AM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
Genesis
ციტატა განმარტება არის ადამიანის ნააზრევი... ღვთის სიტყვა და წინასწარმეტყველება კი სულიწმინდით ნაკარნახევი... ცდები. განმარტებაც სულიწმინდის კარნახითაა დაწერილი, რადგან ადამიანს საკუთარი ძალისხმევით არ შეუძლია სრულად ჩავწდეს სახარების სუღრმეებს. ციტატა უეჭველი მწვალებლური აზროვნების გგონივართ... მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩაკეტილი აზროვნებით და შუასაუკუნნების აზროვნებაზე დაყრდნობით, ბევრ ინტელიგენტ მრევლს კარგავს ეკლესიები... ან არადა რჩება გაორებული მორწმუნე ინტელიგენტები... მწვალებლობა სრულიად სხვა რამეა და მე ასე არ მგონია ნამდვილად. რაც შეეხება სახარების განმარტებას. ანუ მისი ნამდვილი მნიშვნელობის წვდომას, ამისთვის, დამეთანხმები ალბათ, რომ განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა საჭირო. წმინდა მამები, რომლებიც განმარტავდნენ სახარებას, ისეთ სულიერ სიმაღლეზე იყვნენ რომ სული წმინდის მადლით წვდებოდნენ სახარების სიღრმეებს. თუკი ადამიანი ფიქრობს რომ ამ წმინდა მამათა უკეთ შეძლებს სახარების წვდომას, ეს მისი ნებაა, რამდენად იქნება ეს სასარგებლო მისი სულისთვის, ეს სხვა საქმეა. სახარება არ არის სამეცნიერო ნაშრომი, რომ დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწოს მისი შესწავლა. ეს არის სასუფევლის გასაღები და მისი წვდომა მხოლოდ სულიერი თვალითაა შესაძლებელი. სულიერი ხედვა კი დროს არ ექვემდებარება. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 07:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი