IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მირონის კურთხევის შესახებ
marine
პოსტი Oct 25 2007, 11:10 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მირონის კურთხევის შესახებ


მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

„თანამედროვე ქართულ მეცნიერებაში დამკვიდრდა აზრი, რომ ქართულმა ეკლესიამ მირონის კურთხევის უფლება მიიღო IX საუკუნეში. მართლაც, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია, რომ მირონის კურთხევის ნება იერუსალიმის პატრიარქს გამოსთხოვა ეფრემმა.

ძველ ქართულ მწერლობაში დამკვიდრებული აზრით, მირონის კურთხევის ნება ქართულმა ეკლესიამ მიიღო ქალკედონის კრების - 451 წლის შემდეგ.

ეკურთხებოდა თუ არა ქართულ ეკლესიაში მირონი V ს-დან, ამ საკითხის გარკვევისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მხრივ მეზობელ სომხეთსა და ალბანეთში არსებულ მდგომარეობას.

სომხურ ისტორიოგრაფიაში შემონახული ცნობების თანახმად, ქართველი ხალხი და სამღვდელოება ქართული ეკლესიის ღირსებას უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე ალბანურისას. ამიტომაც, როდესაც სომხეთის პატრიარქმა ალბანეთის ეკლესიას ქართულ ეკლესიასთან შედარებით მიანიჭა უპირატესობა და იგი ქართულ ეკლესიაზე წინ დააყენა, ეს ქართველმა მამამთავარმა იუკადრისა და უხტანესის მიერ შეგროვილი ცნობების თანახმად, გაწყვიტა კავშირი სომხურ ეკლესიასთან.

ალბანელი ისტორიკოსი მოსე კალანკატუაცი წერს, რომ სომხეთის „...მთავარმა საეკლესიო მოღვაწეებმა, სომხეთის ამპარტავანი ხასიათის მიხედვით, თვითნებური სურვილით განაწესეს აბრაამი - პატრიარქად, ალბანელი - არქიეპისკოპოსად, ქართველი - მიტროპოლიტად: აღშფოთდა ქართველი, რომელსაც კირიონი ერქვა და საწინააღმდეგო კამათი დაიწყო. ხოლო წმინდა მამათავარი აბრაამი ამბობდა, რომ ალბანელები ქართველებზე ადრე იყვნენ ქრისტიანები და მთავარეპისკოპოსობა მათ შეეფერებათ.“

ალბანეთის ეკლესიაზე უფრო დაბალ საფეხურზე დაყენება ქართულმა ეკლესიამ პატივისა და ღირსების დამცირებად მიიჩნია. ასეთი თვალსაზრისი არა მარტო მოსე კალანტატუელს, არამედ ძველ სომეხ ისტორიკოსებსაც ჰქონდათ. ამას მიიჩნევდნენ ზოგიერთ წრეებში საეკლესიო განხეთქილების მიზეზად. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართულ ეკლესიას თავისი ღირსება და პატივი არც ალბანურ და არც სომხურ ეკლესიაზე ნაკლებად არ მიაჩნდა. ამიტომ თუკი სომხურ, ანდა ალბანურ ეკლესიაში აკურთხებდნენ მირონს, მაშინ აუცილებლად ქართული ეკლესია იმავე უფლებით ისარგებლებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა სრული არ იქნებოდა და იგი ვეღარც შეედრებოდა თავისი პატივითა და ღირსებით იმ ეკლესიებს (ამ შემთხვევაში, ალბანეთისა და სომხეთისას), რომელთაც მირონის კურთხევის უფლება ჰქონდათ მოპოვებული.

ალბანეთის ეკლესიას, მოსე კალანკატუელის თანახმად, მირონის კურთხევის უფლება ჰქონდა არა თუ IX საუკუნემდე, არამედ VI საუკუნეშიც. უფრო მეტიც, ამ დროს ალბანეთის ეკლესია სივნიეთის ეკლესიასაც კი აძლევდა მირონს, მოსე კალანკატუელი თავისი „ალბანეთის ისტორიის“ 48-ე თავს ასათაურებს ასე - „...სივნიელთა მოქცევა სომეხთაგან ალბანელებისაკენ და ხელდასხმისა და ზეთის [მათგან] მიღება.“
უხტანესი ამ მდგომარეობას ასე ხსნის: „...სომხეთი სპარსელებსა და ბერძნებს ჰქონდათ ერთმანეთში გაყოფილი... გაყოფილი საპატრიარქო საყდარი უარყვეს სივნიეთის უფლებმა და წინააღმდეგობის გამო არ დაეთანხმნენ რომელიმეს დამორჩილებოდნენ პეტრე ეპისკოპოსის ბრძანებით, რომელმაც ...უბრძანა თავის სამწყსოს, ხელდასხმა და მირონის კუთხევა ალბანელთაგან მიეღოთ, სანამ წმინდა გრიგორის საპატრიარქო საყდარი გაერთიანდებოდა. ამ დროიდან აქამდე ხელდასხმასა და მირონს სივნიელები ალბანეთაგან იღებდნენ...“

აქედან ჩანს, რომ როგორც ალბანელი მოსე კალანკატუელის, ისე სომეხი უხტანესის მიხედვით, ალბანეთი ეკლესია თვითვე აკურთხებდა მირონს ჯერ კიდევ სოხმეთის საკათალიკოსოს ორად გაყოფამდე, VI საუკუნის დასასრულამდე. იოანე კოგოვიტელი, გაყოფის დროინდელი სომეხი ქალკედონიტი კათალიკოსი, 590-611 წლებში ზეობდა.

ალბანეთის ეკლესია VI საუკუნეში მირონს აკურთხებდა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ეკლესიასაც კი აწოდებდა მირონს.

ზ. ალექსიძე წერს: „მოსე კალანკატუელის გადმოცემით, როცა სომხეთის საკათალიკოსო ორად გაიყო VI-VII სს-ის მიჯნაზე იოანესა (ქალკედონიტი) და მოსეს (მონოფიზიტი) შორის, სივნიეთის მმართველებმა არც ერთი აღარა სცნეს და ხელდასხმისათვის ალბანელთა კათალიკოსებს მიმართავდნენ ხოლმე. ალბანეთიდანვე იღებდნენ მირონს, სანამ აბრაამ ალბათანელმა არ გააერთიანა ორივე საყდარი.“

აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ ალბანეთის ეკლესიას მირონის კურთხევა შეეძლო VI საუკუნეში, ქართულ ეკლესიასასც ასეთივე უფლება ექნებოდა, რადგანაც ქართულ ეკლესიას ალბანურ ეკლესიაზე ღირსეულად და მეტი პატივის მქონედ მიაჩნდა თავი.

(გაგრძელება იქნება)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Nov 20 2007, 03:39 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამავე დოკუმენტში მოხსენებულია მეფე არჩილი და კათალიკოსი მიქაელი. პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ - არჩილ I (410-434 წლები), პაპა ვახტანგ გორგასალისა, და არჩილ II (668-718 წლები.) ამ პერიოდში ჩნდება ორი კათალიკოსი მიქაელიც: მიქაელ I (459-467 წლები), რომელმაც ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრია და მიქაელ II (774-780 წლები.) მართალია, აღნიშნულ სიაში დადასტურებული მეფობის თარიღები მიახლოებითია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ჯერ არჩილ I მეფობს, შემდეგ კათალიკოსობს მიქაელ I; ასევე არჩილ II-ის მოღვაწეობის წლები უსწრებს მიქაელ II-ის კათალიკოსობის თარიღს. დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „მირონის კურთხევის წესი“, მეფე არჩილი დავალებას აძლევს საეკლესიო პირს, მიქაელს, შეადგინოს მირონის კურთხევის განგება, რასაც მიქაელი გარკვეული დროის შემდეგ ასრულებს. ის იძიებს, ირკვევს მირონის კურთხევის წესს და ადგენს განგებას მირონის კურთხევის ძველი „ნიშნის“ შესაბამისად, ხოლო დოკუმენტის გამოცემის დროს ის უკვე კათალიკოსია.

„დიდნი შფოთნი და ამბოხნი იქმნებოდეს ეფისკოპოსთა ცილობისაგან და ღმრთივ-გჳრგჳნოსანმან მეფემან არჩილ არა სათნო იჩინა ამათ შფოთთა ქმნად და გჳბრძანა გაჩენად, ვითა ნიშანთა შეეტყუებოდა, და ჴელ-ვყავით მე, გლახაკმან მიქაელ ქართლისა კათალიკოზმან და ვაკურთხეთ წმიდაჲ მირონი...“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 20 2007, 04:29 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(marine @ Nov 20 2007, 04:39 PM) *

ამავე დოკუმენტში მოხსენებულია მეფე არჩილი და კათალიკოსი მიქაელი. პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ - არჩილ I (410-434 წლები), პაპა ვახტანგ გორგასალისა, და არჩილ II (668-718 წლები.) ამ პერიოდში ჩნდება ორი კათალიკოსი მიქაელიც: მიქაელ I (459-467 წლები), რომელმაც ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრია და მიქაელ II (774-780 წლები.) მართალია, აღნიშნულ სიაში დადასტურებული მეფობის თარიღები მიახლოებითია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ჯერ არჩილ I მეფობს, შემდეგ კათალიკოსობს მიქაელ I; ასევე არჩილ II-ის მოღვაწეობის წლები უსწრებს მიქაელ II-ის კათალიკოსობის თარიღს. დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „მირონის კურთხევის წესი“, მეფე არჩილი დავალებას აძლევს საეკლესიო პირს, მიქაელს, შეადგინოს მირონის კურთხევის განგება, რასაც მიქაელი გარკვეული დროის შემდეგ ასრულებს. ის იძიებს, ირკვევს მირონის კურთხევის წესს და ადგენს განგებას მირონის კურთხევის ძველი „ნიშნის“ შესაბამისად, ხოლო დოკუმენტის გამოცემის დროს ის უკვე კათალიკოსია.

„დიდნი შფოთნი და ამბოხნი იქმნებოდეს ეფისკოპოსთა ცილობისაგან და ღმრთივ-გჳრგჳნოსანმან მეფემან არჩილ არა სათნო იჩინა ამათ შფოთთა ქმნად და გჳბრძანა გაჩენად, ვითა ნიშანთა შეეტყუებოდა, და ჴელ-ვყავით მე, გლახაკმან მიქაელ ქართლისა კათალიკოზმან და ვაკურთხეთ წმიდაჲ მირონი...“


არსებობს არჩილ II მეფობის განსხვავებული დათარიღება

სანაძე მის მეფობას 738-761 ათარიღებს ხოლო

აბრამიშვილი და ალექსიძე 717-740

უნდა გამოგიტყდე რომ ეს უკანასკნელი არანაირ ეჭვს აღარ ბადებს, რადგან წყაროში პირდაპირ არის მითითებული რომ არჩილს გვირგვინი გამოუგზავდა ბერძენთა მეფე ვარდანმა რომელიც არის იგივე ფილიპიკას ვარდანასი ანუ ქართუ;ი წყაროების ვარდანი (715-717) მართავდა ბიზანტიას. არ ვიცი რატომ დაიწყო ამ დამაჯერებელი დათარიღების გადათარიღება სანაძემ. მან უბრალოდ თავისი თარიღი მურვან ყრუს შემოსევის თარიღს მოარგო ეს მაშინ როდესაც მურვან ყრუს შემოსევა რეალურად მოხდა 715-717 წწ და არა 735-738 წწ როგორც ეს ადრე იყო მიღებული. მე ეჭვი მაქ რომ კათალიკოსს მიქელის დათარიღებაც შესაცვლელია.
ეგ მეფე რომელის დროსაც მირონის კურთხევის უფლება მივიღეთ იყო არჩილ II (717-740)


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2007, 01:30 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sable @ Nov 20 2007, 04:29 PM) *

არსებობს არჩილ II მეფობის განსხვავებული დათარიღება

სანაძე მის მეფობას 738-761 ათარიღებს ხოლო

აბრამიშვილი და ალექსიძე 717-740

უნდა გამოგიტყდე რომ ეს უკანასკნელი არანაირ ეჭვს აღარ ბადებს, რადგან წყაროში პირდაპირ არის მითითებული რომ არჩილს გვირგვინი გამოუგზავდა ბერძენთა მეფე ვარდანმა რომელიც არის იგივე ფილიპიკას ვარდანასი ანუ ქართუ;ი წყაროების ვარდანი (715-717) მართავდა ბიზანტიას. არ ვიცი რატომ დაიწყო ამ დამაჯერებელი დათარიღების გადათარიღება სანაძემ. მან უბრალოდ თავისი თარიღი მურვან ყრუს შემოსევის თარიღს მოარგო ეს მაშინ როდესაც მურვან ყრუს შემოსევა რეალურად მოხდა 715-717 წწ და არა 735-738 წწ როგორც ეს ადრე იყო მიღებული. მე ეჭვი მაქ რომ კათალიკოსს მიქელის დათარიღებაც შესაცვლელია.
ეგ მეფე რომელის დროსაც მირონის კურთხევის უფლება მივიღეთ იყო არჩილ II (717-740)


დიდი მადლობა საინტერესო პოსტისთვის wub.gif


უეჭველია, რომ მირონის კურთხევის ეს დოკუმენტი შედგენილია IX საუკუნემდე. ამიტომაც იგი სრულიად აბათილებს აზრს, რომ ქართულმა ეკლესიამ მირონის კურთხევის ნება მიიღო IX საუკუნეში. არსებობს მოსაზრება, რომ ეს დოკუმენტი არის „ნატყუარი“. უნდა ითქვას, რომ „ნატყუარი“ სიგელი ანდა დოკუმენტი შეიძლებოდა შეედგინათ რაიმე კერძო, მცირე ადგილ-მამულის და მსგავსი საკითხის თაობაზე, რომლის შემოწმება საერთო-სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესს არ წარმოადგენდა. მირონის კურთხევის საერთო სახალხო-სახელმწიფო მნიშვნელობის ცერემონიალში კი მონაწილეობდნენ სახელმწიფოს მეთაური - მეფე, ქვეყნის ყველა პროვინციათა მმართველი ერისთავები, კათალიკოს-ეპისკოპოსები. მუშაობდა მთელი სახელმწიფო და საეკლესიო აპარატი, იმართებოდა საგანგებო დარბაზობა, რომელზეც ერისთავები და ეპისკოპოსები სხდებოდნენ მტკიცედ განსაზღვრული წესით და რიგით. ნუთუ ისინი „ნატყუარ“ დოკუმენტს იჭერდნენ ხელში და იმის მიხედვით აკურთხებდნენ მირონს? „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ სრულებით აშკარად ჩანს, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასეთი სახელმწიფოებრივი ცერემონიის დროს საგანგებო წესების დაცვას. ასეთივე სახის დოკუმენტია „კურთხევა მირონისა“.

„მირონის კურთხევის“ აღნიშნული დოკუმენტი ხელთ ჰქონიათ ერეკლე II-სა და ანტონ კათალიკოსს, რის მიხედვითაც განუსაზღვრავთ მათ ნინოწმინდელის პატივი და ადგილი დარბაზობის დროს. ეს დოკუმენტი ერეკლე II-სა და ანტონ I-ს მიაჩნიათ იმ დროს შედგენილად, როცა სამეფო ანუ სატახტო ქალაქი იყო არა თბილისი, არამედ ნისანი და ქუთათისი. ამის გამო, წერენ ისინი, თბილელი ეპისკოპოსის პატივი და ღირსება შედარებით მცირეა და ის დგას ეპისკოპოსთა რიგის ბოლოშიო.

„ტფილელი უკუე განჩინებასა მას შინა სამეფოსა ფრიად ქვემორე დგებოდის, ანუ ჯდებოდის კრებასა შინა, ამისთჳს რომელ სამეფო ქალაქი არა იყო ტფილისი დროთა მას შინა, არამედ ნისანი და ქუთათისი.“

ანტონ I-ისა და ერეკლე II-ის მიხედვით, მირონის კურთხევის დოკუმენტი შედგენილი ყოფილა VII-XI საუკუნეებში, რადგანაც მცხეთა დედაქალაქად არაა მოხსენიებული, ხოლო XII საუკუნის შემდეგ თბილისი დედაქალაქია (საქართველოს დედაქალაქად თბილისი ითვლებოდა V - ს-დან არაბების მიერ მის დაპყრობამდე, არაბთა განდევნის შემდეგ თბილისი კვლავ დედაქალაქია.)

„საბუთი პირველად თ. ჟორდანიამ გამოაქვეყნა (ქრონიკები,I, 1892, გვ. 45-46). იგი ფიქრობდა, რომ საბუთში მოხსენიებული „მეფე არჩილი უნდა იყოს პირველი და არა მეორე, რადგან უკანასკნელის დროს მიქაელ კათალიკოზი არა სჩანს და არც დასაჯერებელია, რომ VII-VIII საუკუნეების არევდარევის დროს ამისთანა კითხვაზე მოცლა შესაძლებელი ყოფილიყოს; არც დიდი „სომხითის მიტროპოლიტი“ ყოფილა VIII საუკუნეში. მაგრამ რადგანაც ათაბაგი არის მოხსენებული „დარბაზობაში“ და სხვაცა რამდენიმე არჩილ I-ს დროს წინააღმდეგნი წესწყობილებანი, ამით საფუძველი გვეძლევა ვიფიქროთ, რომ „დარბაზობაში“, დროთა მიხედვით, სხვადასხვა ცვლილება უნდა შემოეღოთ.“

მირონის კურთხევის უფლება ქართულ ეკლესიას IX საუკუნემდე რომ ჰქონია, ამის შესახებ წერს „ქართლის ცხოვრებაც“, საიდანაც ჩანს, რომ ქართული ეკლესიის ძველთაგანვე (V საუკუნიდან) არსებული მირონის კურთხევის უფლება მეშვიდე საუკუნეში, 681 წელს, დაუდასტურებია მსოფლიო საეკლესიო კრებას:

„... იქმნა კრება მეექუსე... ამის კრებისა მიერ ბრძანეს ესრეთ წმიდისა ეკლესიისა საქართველოსთჳს, რომელ არს წმიდა მცხეთა, რათა იყოს სწორ პატივითა ვითარცა წმიდანი სამოციქულო კათოლიკე ეკლესიანი, საპატრიარქონი, და იყოს სათალიკოსი ქართლისა სწორი პატრიარქთა თანა... ამ კრების მიერ დაგჳმტკიცებია პატრიაქად... ხოლო ოდესცა ენებოს შემზადება და კურთხევა მირონისა აკურთხოს თჳსსა ეკლესიასა.“

მართლაც, ამიერკავკასიის ყველა ავტოკეფალურ ეკლესიას (იგულისხმება სომხეთისა და ალბანეთის ეკლესიები) VI-VII საუკუნეებში მირონის კურთხევის უფლება ჰქონდა მინიჭებული. ქართული ეკლესია არ შეიძლებოდა გამონაკლისი ყოფილიყო, რადგანაც სწორედ სომხური წყაროებიდან ჩანს, რომ იმ დროისათვის იგი ისეთივე რანგის ავტოკეფალური ეკლესიაა, როგორიც სომხური და ალბანური.

ამიტომაცაა, რომ ეფრემ მცირეს თანახმად, რომელსაც ყველა ქართული წყარო ეთანხმება, ქართველები მირონს უკვე V საუკუნიდანვე აკურთხებდნენ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   მირონის კურთხევის შესახებ   Oct 25 2007, 11:10 AM
marine   სომხეთის კათალიკო...   Oct 25 2007, 02:44 PM
marine   ქართული წყაროების ...   Oct 29 2007, 04:41 PM
marine   სხვა საკითხია ის ა...   Nov 7 2007, 02:00 PM
marine   ამავე დოკუმენტში მ...   Nov 20 2007, 03:39 PM
sable   ამავე დოკუმენტში ...   Nov 20 2007, 04:29 PM
marine   არსებობს არჩილ II მ...   Nov 22 2007, 01:30 PM
sable   დიდი მადლობა საინ...   Nov 22 2007, 03:02 PM
marine   ჩვენს მეცნიერებაშ...   Nov 26 2007, 01:14 PM
marine   „მირონის კურთხევა ...   Nov 22 2013, 12:05 PM
marine   "...ცოტა მოგვიანებ...   Feb 1 2017, 05:16 PM
marine   "V საუკუნის ბოლოს ...   Mar 23 2017, 11:35 AM
marine   "მიქაელთან ერთად ...   Apr 12 2017, 02:05 PM
marine   "ტრაპეზზე უნდა ეს...   Apr 16 2020, 06:59 PM
marine   "დიდი ხუთშაბათი ე...   Apr 4 2021, 08:25 PM
marine   "მირონს აკურთხებ...   Dec 26 2021, 03:49 PM
marine   "მეექვსე მსოფლიო ...   Feb 10 2022, 08:54 PM
marine   "ჩვეულებრივი მირ...   Aug 4 2022, 08:25 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2024 - 03:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience