სვანეთის საღამო, გამოფენა-კონცერტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სვანეთის საღამო, გამოფენა-კონცერტი |
tsintsa |
Nov 22 2007, 01:11 AM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 13-June 07 წევრი № 2,179 |
ანსამბლი "ლატალი" (ფირფიტის ცინა გვერდი 1980 წელი) 8-9 ედკემბერს თბილისში ჩატარდება სვანეთის დღეები გამოფენა-კონცერტის სახით. გამოფენა ჩატარდება სამების საკათედრო ტაძრის ახლაგაზრდული ცენტრის დარბაზში (რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ახალგაზრდულ ცენტრს) გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: 1. ზემოსვანეთის ლოტბარების ხელნაწერები (თავიანთი ხელით დაწერილი რეპერტუარები, ტავიანტი მოსაზრებები სხვა და სხვა სიმღერებზე, ავტობიოგრაფიები, ურთიერთ მინაწერები და სხვა მნიშვნელოვანი მასალები) 2. 1900-იანი წლებიდან მთელი კომუნისტური წყობისლების დროს სხვა და სხვა ლოტბარების და ანსამბლების მიღებული სიგელები, დიპლომები, ორდენები, ჯილდოები და ასე შემდეგ 3. სვანეთის საყოფაცხოვრებო ნივთები (სვანური ქუდი, სვანური მარილის დასამზადებელი ქვასანაყები და მარილი, ტანისამოსი რომელიც იქნება ძველი ლოტბარების, მახვშის სკამი, თოვლში სასიარულო სპეციალური ფეხსაცმელები, მახვშის ჯოხი და კიდევ სხვა მრავალი ატრიბუტები სვანური ყოფაცხოვრებიდან) 4. 50-მდე სურათი ძველი ანსამბლების და მომღერალ-ლოტბარების, რომელიც დათარიღებულია 1903 წლიდან. 5. გამოფენას დაესწრებიან ზემოსვანეთის კერძოდ სოფელ ლატალის გუნდი. რაც შეეხება კონცერტს, კონცერტი ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის I-კორპუსის დარბაზში(რისთვისაც მადლობას უხდით უნივერსიტეტის დირექციას და თვითმართველობას) სადაც სოფელ ლატალის გუნდი ჩაატარებს სოლო კონცერტს. (კონცერტი არ ტარდება კონსერვატორიაში, რადგან სცენა ფიზიკურად ვერ უძლებს ბევრ ფერხულის ცეკვას) კონცერტზე გაშვებული იქნება ძველი კადრები ანსამბლებისა და ტრადიციების შესახებ. სოფ. ლატალის ანსამბლი "ლატალი" წარმოადგენს მინიმუმ 15-სიმღერა-ფერხულს და საერო-სასულიერო გალობებს. ანსამბლ ლატალს გამოცემული აქვთ ერთი ფირფიტა რომელიც ჩაწერილია 1980-წელს მოსკოვში ანსამბლი დაახლოებით შეასრულებს შემდეგ სიმრერებს: 1.ლილე 2.დიდებატა 3.ბარბალ დოლაშ 4.შქარი და ლაშქარი 5.მგზავრული 6.გერეგილი 7.სვანური კანონიკური კვერექსები და საგალობლები 8.ნანილა 9.მურზაი ბექსილი 10.გაულ გავხეყანსავ ყიფიანე 11.ო, ქრისტეში 12.ცხაო ქრისტეში 13.ლემჩილი 14.დალა კოჯას ხელღვაჟარე 15.ჯგგრაგი ეს დაახლოებითი სიმღერებია, რასაც შეასრულებენ მთელ რიგ ღონისძიებები ტარდება ანსამბლ "შავნაბადას" და "სვანეთის აღორძინებისა და განვიტარების კავშირი ლატალი"-ს მიერ -------------------- 8-9 დეკემბერს სვანეთის საღამო გაიმართება. 8 ოქტომბერს სვანურ მუსიკალურ ფოლკლორს წარმოგვიდგენს სოფ. ლატალის გუნდი, კონცერტი გაიმართება უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში. 9 ოქტომბერს ფოტო-ხელნაწერი და სხვა დოკუმენტური მასალის გამოფენა იქნება სამების ახალგაზრდულ ცენტრში .
|
tsintsa |
Nov 22 2007, 05:52 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 13-June 07 წევრი № 2,179 |
G A B O
გაიხარე გაბუნია M.M. ხელნაწერები წიგნის სახით არ იქნება და თითო ფურცლებად იქნება დალაგებული და იქვე შეგიძლიათ გაეცნოთ, იქნება ამის საშუალება. (ხელნაწერებში იგულისხმება ლოტვართა და მომღერალთა ხენაწერები) -------------------- 8-9 დეკემბერს სვანეთის საღამო გაიმართება. 8 ოქტომბერს სვანურ მუსიკალურ ფოლკლორს წარმოგვიდგენს სოფ. ლატალის გუნდი, კონცერტი გაიმართება უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში. 9 ოქტომბერს ფოტო-ხელნაწერი და სხვა დოკუმენტური მასალის გამოფენა იქნება სამების ახალგაზრდულ ცენტრში .
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი