ქრისტე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტე |
მნათე |
Feb 24 2007, 04:08 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კითხვამ გამიელვა 'რა აკლია ფორუმს?' და უცბად საკუთარმა თავმა მიპასუხა-'ქრისტე' დიახ, ჩვენ ქრისტეანები, მართლმადიდებლობის სახელით შევკრებილვართ და არც ართი თემა, მესიისთვის არ მიგვიძღვნია...
არადა მან შეგვქმნა, გახდა ერთი ჩვენთაგანი, თავი დაიმდაბლა, ბაგაში იშვა... სადაც ალბათ სუნი იყო... საქონელი მოძრაობდა... შემდეგ ადამიანად იცხოვრა დედამიწაზე და ყველაზე საშინელი ტკივილით აღესრულა.... დაიფლა და აღდგა, დაჯდა მამის მარჯვნივ და მაინც, ის ჩვენთნაა... ევქარისტიით და მადლით ჩვენ მასში ვერთიანდებით.. იგია ალფა და ომეგა, ანი და ჰოე, დასასრული და დასაწყისი.... მზრუნველი მამა რომელიც გვანუგეშებს.... ყველა და ყველაფერი ქედს იხრის მისი დიდების წინაშე... და ახლა როცა ამ პოსტს კითხულობთ, ის თქვენ გისმენთ... რა ბედნიერებაა იმის გააზრება რომ თავად ქრისტე, ზეციური მეუფე შენ გულს აყურადებს... აყრუადებს და სურს შემოვიდეს, შემოვიდეს და აავსოს ყველაფერი სიხარულით... მაგრამ ვაგდებთ.. განვეშორებით, არ გვიყვარს არადა მას უნდა ვიცნობდეთ, როგორც მამას და მეგობარს, მას უნდა ვეჩურჩულებოდეთ და დაცვას ვთხოვდეთ... ალბათ ჯვარცმისას თითოეულ ჩვენგანს ხედავდა და 'ამათთვისო' იძახდა... მინდა შევიყვარო, მაგრამ ამისთვის გულის გაწმენდა მომიწევს.... რა რთული, საამაყო და რაც მთავარია სასიხარულოა გერქვას: მართლმადიდებელი ქრისტეანი ცრემლით ვითხოვოთ სინანული, რომ ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს მწველ, ქრისტესმიერ სიყვარულამდე ყველას გილოცავთ ქრისტეს მიგნებას, იმედი მაქვს იქ, ზეციურ მამულშიც მექნება ამის საშუალება დაუკვირდით თითოეულ სიტყვას, როგორ ნატიფად ასამს ხოტბას მის დიდებულებას მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
*ნინო* |
Nov 23 2007, 06:22 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
ვერ აკრთობს ცხოვრებისეული ქარიშხალი იმას,ვასაც გულში შენეულ ცეცხლის შუქურა უნთია.ირგვლივ უჟმური ამინდია და სიბნელე,ძრწოლა და ღმუილი ქარისა,სულში კი სიმშვიდე და სინათლე:იქ ქრისტეა!და სული გალობს:ალილუია! მე ვხედავ შენს ცას,ვარსკვლავით მოჭედილს.ოხ,რა მდიდარი ხარ,რამდენი სინათლე გაქვს!შორეულ მნათობთა სხივებით დამეყრება მარადისობა,იმდენად პატარა ვარ და არარაობა,მაგრამ ჩემთან არს უფალი,მისი მოყვარული მარჯვენა მიცავს ყოველგან.
რაოდენ ახლოს-ხარ სნეულებათა შინა,შენ თვით მოჰვლი ავადმყოფებს,თვითონვე იხრები ტანჯულის სარეცელთან და გული საუბრობს შენთან.შენ მიჰფენ სულებს მშვიდობას უდიდეს მწუხარებათა და ტკივნეულობათა ჟამს.შენ უგზავნი მოულოდნელ შემწეობას.შენ ანუგეშებ,სიყვარულისა გამომცდელო და მხსნელო,შენ გიგალობთ:ალილუია. საუკუნეთა ყინულოვან რიგს მიღმა ვგრძნობ შენი ღვთიური სუნთქვის სითბოს,მესმის შენგან გარდამომდინარე სისხლის ჟღრიალი.ახლოსვე ხარ,დროის მონაკვეთი განქარდა.მე ვუმზერ შენს ჯვარს-ის ჩემთვისაა.სული ჩემი იფერფლება წინაშე ჯვარისა:აქ ზეიმია სიყვარულისა და ცხონებისა,აქ დაუდუმებელად გაისმის შესხმა:ალილუია. უფალო იესო,მე შენ მჭირდები,გმადლობ,რომ ჯვარს ეცვი ჩემი ცოდვებისათვის.მე გავხსნი ჩემი ცხოვრების კარს და მიგიღებ,როგორც ჩემს მაცხოვარს და უფალს.შენ მიწინამძღვრე ცხოვრებაში და მაქციე იმად ,რადაც გსურს ვიქცე.ამინ დიდება შენდა ღმერთო,უკუნისამდე. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი