პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
sarah |
Nov 21 2007, 02:32 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 21-November 07 წევრი № 3,222 |
თუ ვინმე ხედავს,რომ მისი ძმა სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და იგი [უფალი] მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა ,მასზე არ ვამბობ ილოცოს-მეთქი. ყოველგვარი უკეთურება ცოდვაა, მაგრამ არსებობს არამომაკვდინებელი ცოდვა[1 იოანე;5-16,17]
|
კანუდოსელი |
Nov 26 2007, 02:19 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ვინაიდან ეს თემა ეხება მოძღვრის კითხვებისადმი ჩაღრმავებას, აქ გადმოვიტან კითხვას რომელიც მამა ირაკლის დაუსვეს:
ძალიან მაინტერესებს რა სიმძიმის ცოდვაა აბორტი და რატომ უსახავს უფალი ქალს ბავშვს თუ იცის რომ მას მოსაკლავად გაიმეტებს დედა? ძალიან გთხოვთ რომ დამეხმაროთ. რაზეც მამა ირაკლი პასუხობს: უფალმა მხოლოდ ღვთისმშობელს ჩაუსახა ბავშვი,მაცხოვარი! დანარჩენებს კი ან სიყვარულმა ან ვნებამ! ვნების შედეგია არის და ციდვის ,სწორედ მკვლელობა(აბორტი), ფაქტების დაფარვა , და რა შუაშია აქ ღმერთი? მამაო ახლა მე გამიჩნდა კითხვა, რადგან ამ პასუხმა ნამდვილად უამრავი კითხვა გამიჩინა. თქვენ ამბობთ: უფალმა მხოლოდ ღვთისმშობელს ჩაუსახა ბავშვი, დანარჩენებს კი ან სიყვარულმა ან ვნებამ აქამდე მეგონა რომ სიყვარული უფლისგან მოდის და ის ჩვილიც ვინც ჩნდება ასევე ღმერთისგან არის ჩასახული ამას გარდა ახსენეთ "ვნება": და რა? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩამსახველი, ანუ ჭეშმარიტი ჩამსახველი არ არის ღმერთი, მხოლოდ იმ მოტივით, რომ იქ ვნებაა? აქ მახსენდება ალექსანდრე შმემანის წიგნი ქალის განწმენდის შესახებ, სადაც ის ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ ის საჭიროებს განწმენდას, რადგან ცოდვით დაცემის შემდეგ ვნება შემოვიდა და სიყვარულის აქტის დროს ვნებაც მონაწილეობსო. ანუ: ჭეშმარიტი შემოქმედი ღმერთია, ასევე იმ შემთხვევაშიც, სადაც, როგორც თქვენ ამბობთ - ვნებით ჩაისახაო, მაგრამ ჯერ ერთი იქაც, სადაც თქვენ დაწერეთ - სიყვარული და ის გამიჯნეთ ვნებას - როგორც შმემანი ამბობს (ერთ ერთი უდიდესი თეოლოგი 20 საუკუნისა), სადაც სიყვარულის აქტია - იქ ვნება ყოველთვის ერთვის მას. თქვენ გამოგდით, რომ ვინაიდან იქ მოხდა აბორტი, და ღმერთი არ უნდა იყოს არანაირ შუაში (მომეჩვენა, რომ რატომღაც თვლით, რომ ის რაღაც შუაში იქნებოდა, ის ქმნილება რომ ღმერთის შექმნილი იყოს), ღმერთის "გადასარჩენად" გვთავაზობთ გამოსავალს, რომ ის ჩვილი, რომელიც მოკლეს, ღმერთის ჩასახული არაა. აბა ვინაა? განა აბორტი იმიტომ არ არის ცოდვა, რომ ვკლავთ ღმერთის ქმნილებას? ეს მეჩვენება, რომ დიდი შეცდომაა იმედი მაქვს, რომ არასწორად გავიგე უფალმა დაგლოცოთ. პატივისცემით კანუდოსელი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
დეკ. ირაკლი |
Nov 27 2007, 01:43 AM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
ვინაიდან ეს თემა ეხება მოძღვრის კითხვებისადმი ჩაღრმავებას, აქ გადმოვიტან კითხვას რომელიც მამა ირაკლის დაუსვეს: რაზეც მამა ირაკლი პასუხობს: მამაო ახლა მე გამიჩნდა კითხვა, რადგან ამ პასუხმა ნამდვილად უამრავი კითხვა გამიჩინა. თქვენ ამბობთ: აქამდე მეგონა რომ სიყვარული უფლისგან მოდის და ის ჩვილიც ვინც ჩნდება ასევე ღმერთისგან არის ჩასახული ამას გარდა ახსენეთ "ვნება": და რა? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩამსახველი, ანუ ჭეშმარიტი ჩამსახველი არ არის ღმერთი, მხოლოდ იმ მოტივით, რომ იქ ვნებაა? აქ მახსენდება ალექსანდრე შმემანის წიგნი ქალის განწმენდის შესახებ, სადაც ის ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ ის საჭიროებს განწმენდას, რადგან ცოდვით დაცემის შემდეგ ვნება შემოვიდა და სიყვარულის აქტის დროს ვნებაც მონაწილეობსო. ანუ: ჭეშმარიტი შემოქმედი ღმერთია, ასევე იმ შემთხვევაშიც, სადაც, როგორც თქვენ ამბობთ - ვნებით ჩაისახაო, მაგრამ ჯერ ერთი იქაც, სადაც თქვენ დაწერეთ - სიყვარული და ის გამიჯნეთ ვნებას - როგორც შმემანი ამბობს (ერთ ერთი უდიდესი თეოლოგი 20 საუკუნისა), სადაც სიყვარულის აქტია - იქ ვნება ყოველთვის ერთვის მას. თქვენ გამოგდით, რომ ვინაიდან იქ მოხდა აბორტი, და ღმერთი არ უნდა იყოს არანაირ შუაში (მომეჩვენა, რომ რატომღაც თვლით, რომ ის რაღაც შუაში იქნებოდა, ის ქმნილება რომ ღმერთის შექმნილი იყოს), ღმერთის "გადასარჩენად" გვთავაზობთ გამოსავალს, რომ ის ჩვილი, რომელიც მოკლეს, ღმერთის ჩასახული არაა. აბა ვინაა? განა აბორტი იმიტომ არ არის ცოდვა, რომ ვკლავთ ღმერთის ქმნილებას? ეს მეჩვენება, რომ დიდი შეცდომაა იმედი მაქვს, რომ არასწორად გავიგე უფალმა დაგლოცოთ. პატივისცემით კანუდოსელი ჯერ ერთი აშკარად ვერ გაიგე რა ვთქვი,მეორეც შენი მიდრეკილებაა მოძღვრების ნაწერები ამოწმო და აკრიტიკო? ამ თემაზე დაგელაპარაკები სხვა დროს ... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი