ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
neo |
Nov 9 2007, 09:37 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ცოდვა ღმერთის მცნებების დარღვევაა მაგრა პრაქტიკულად რომ აღქმადი გახდეს შეიძლება ითქვას:
ცოდვა არის ის რაც ვნებს ადამიანს ან სხვა ადამიანებს, რადგან სხვების ვნება სიყვარულის კანონის მიხედვით თავადვე უბრუნდება ადამიანს, ისე როგორც სვებისათვის კარგის კეთება... ცნებები იცავენ თვითონ ადამიანსვე, ღმერთი ამბობს არ იმრუშო იმიტომ რომ ამით შენთ თავს ზიანს აყენებ... მარტივად ამით კარგავ სიწმიდეს, შესაბამისად ღმერთთან ურთიერთობის უნარს, შესაბამისად სიყვარულის უნარს... ყველა ცოდვა ადამიანს თვითონვე ვნებს... გადამეტებული სიამოვნება ნიშნავს ,,ვნებიან" დამოკიდებულებას... ვნებას კიდე ვნება იმიტომ ქვია რომ გვნებს -------------------- www.cordesign.ge
|
XAFRAN |
Nov 27 2007, 02:28 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
... არ იმრუშო იმიტომ რომ ამით შენ თავს ზიანს აყენებ... მარტივად ამით კარგავ სიწმიდეს, შესაბამისად ღმერთთან ურთიერთობის უნარს, შესაბამისად სიყვარულის უნარს... რატო კარგავს ადამიანი სიწმინდეს და ადგება ზიანი სულს სიამოვნებისას, თუნდაც ათი მცნებით აკრძალული სიამოვნებისას- წარმოდგენა არ მაქვს. ნუ ვიტყვით ცოდვაა და მაგიტომ მოაქვს ზიანიო, რადგან ცოდვას კონკრეტული ზიანი უნდა მოქონდეს და სადაა ეს კონკრეტული ზიანი ვერ ვხედავ, რადგან აკრძალული სიამოვნების მიღება ან საერთოდ სიამოვნების მიღება არ ნიშნავს იმას რომ შენ გადაწყვიტე მყარად წუთისოფლით ტკბობა და უარყავი უმთავრესი ქრისტიანული პრინციპები. მაგრამ ვხედავ ერთ რამეს რომ არა რომელიმე კონკრეტული სიამოვნება, არამედ საერთოდ სიამოვნებაზე დამოკიდებულება - არის დამღუპველი, თორე თვით სიამოვნება ვფიქრობ არაა არანაირად ცოდვა. ვფიქრობ რომ როცა სიამოვნებაზე ხარ დამოკიდებული და ვერ წარმოგიდგენია ამ სიამოვნების გარეშე ყოფა, ეს უფრო უარესი ზიანია სულისთვის ვიდრე ის რომ "აკრძალულ" სიამოვნებას იღებ, რადგან ქრისტიანისტვის სიამოვნებაზე დამოკიდებულება ეს არის მყარი განზრახვა წუთისოფლით ტკბობისა, ხოლო აკრძალული ხილი ქრისტიანს კონკრეტული სისუსტით აღგზნებისას შემოეჭმება ხოლმე. ( მარა როდის ხდება ადამიანი დამოკიდებული სიამოვნებაზე და როდის არა საკითხავი ესაა) -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი