გენდერული თანასწორუფლებიანობა, ერთერთი ევროპის ინიციატივა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გენდერული თანასწორუფლებიანობა, ერთერთი ევროპის ინიციატივა... |
Genesis |
Nov 25 2007, 05:11 PM
პოსტი
#1
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
მაინტერესებს როგორ უყურებს ევროპის ამ პრინციპს მართმადიდებლური ეკლესია...
რისი დაშვებაა შესაძლებელი ამ ბალანსის სასარგებლოდ... და რა არის დაუშვებელი ქალის და მამაკაცის აბსოლუტურთან მიახლოებულ თანასწორუფლებიანობაში... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
guest |
Nov 27 2007, 07:17 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
და რატომ გგონიათ რომ ევროპაში ქალის უფლებები "გაჯეჯილებულია"? მთლად მასეც არაა საქმე, აქაც უჭირს ოჯახიან ქალს კარიერას მიყვეს, აქაც რეცხავს და აუთოებს ძირითადად ქალი, არც სქესობრივი თავისუფლებაა ისე მარტივად, როგორც გგონიათ, ქალს აქაც სთხოვენ "პასუხს", რაღაცნაირად მაინც აყვედრიან იმ "ცოდვას" რაც კაცებში ვითომ არაფერია და ასე შემდეგ.
მე როგორც გავიგე თემის გამხსნელს არ უგულისხმია ის, რომ ქალი გონებრივ-ფიზიკურად ჩამორჩება კაცს ანუ არ ძალუძს იყოს მეფე, განმანათლებელი და ასე შემდეგ (ისე, სხვებსაც ყავთ ქალი მეფეები). უფრო საინტერესოა ის გამიჯვნა ქალსა და კაცს შორის, რასაც ჩვენ, საზოგადოება ვაკეთებთ, თორემ უფლისთვის "კაცის ცოდვა" იგულისხმება ქალზეც და კაცზეც, ზოგადად ადამიანზე. უბრალოდ, გავრცელებული ტენდენცია, რომ უნდა ყვედრო ქალს ის, რაც კაცისთვის "ნორმალურია" და მერე "რა მოხდა კაცია, ვის არ უქნია და აუცილებელიცაა" ... აქაა ძაღლის თავი დამარხული, თორემ არავინ ქადაგებს რომ ქალმა სცოდოს , ისევე როგორც არ უნდა სცოდოს კაცმა. რა არის აქ გაუგებარი არ ვიცი, ან მეფე რა შუაშია, ან მღვდელთმთავარი (დედა კი ყველასთვის სათაყვანოა და ძირითადად სამაგალითო,ასევე სიწმინდის ნიშანი. ისე კი გერმანულ ენაში როგორც ასეთი, დედის გინება არ არსებობს, საერთოდ არ არსებობს ეს გამოთქმა, აქედან ჩანს რომ დედა არანაკლებ ფასდება აქ, ვიდრე საქართველოში) . ერთმა ნაცნობმა მე მითხრა ამასწინათ, შენ რომ ბიჭები გყავს და იცი რომ გოგონები ყავთო, ხომ გიხარიაო (არადა რატომ უნდა მიხაროდეს, მუდამ ცოდვაში ყოფნა შვილების) და გოგონები რომ გყავდესო გაგიხარდებაო ბიჭები რომ ყავდეთო? არადა რა აზრი აქვს ამას, არ უნდა მიხაროდეს არცერთი, ბიჭების რომ ნამდვილი ბიჭები არიან ეგ ვიცი და ამის მტკიცება ნამდვილად არ არის ის, თუ რამდენი გოგონა ეყოლებათ ქორწინებამდე. ჩემი აზრით კი, ქალს მუდამ უხარია ძლიერი მამაკაცის გვერდით ყოფნა (და არა ვინმე სუსლიკისა, ეს თვით ქალის დამცირებაა საკუთარი თავის მხრიდან ყავდეს ყურმოჭრილი მონა ქმრად. ქმრის მიმართ სამართლიან მორჩილებას მე მივესალმები, ოღონდ სამართლიანს ), ეს თუნდაც იმიტომ, რომ დაცულად გრძნობს თავს და ქალის ბუნება სწორედ ესაა. Geborgenheit ქვია გერმანულად ამას და ზუსტად აღწერს იმას, რასაც ვგულისხმობ, რატომღაც ქართულად ვერ მოვუნახე იდენტური შესატყვისი. მაპატიეთ, გერმანულენოვანი ფორუმელები ეგება ზუსტად თარგმნიან. ვეთანხმები კაცის ქალზე რაღაცით (თუნდაც ძალისმიერი, ფიზიკური ) აღმატებულობას, მაგრამ ცოდვის მიმართებაში ორივენი თანასწორნი არიან განსჯის მხრივ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი