IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფ ო ტ ო___კ ო ნ კ უ რ ს ი, ყველაფერი ფოტო კონკურსებზე...
უჩა
პოსტი Nov 22 2007, 12:26 AM
პოსტი #1


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს ფოტო-რეპორტიორებისათვის ადამიანის უფლებებზე



კონკურსის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის საელჩო საქართველოში და ეუთოს მისია საქართველოში.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ფოტო მასალები ადამიანის უფლებებზე

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2007 წლის 3 დეკემბერი.


ჯილდო დაწესებულია სამი ნომინაცისათვის:

1. საუკეთესო ფოტო-რეპორტაჟი;
2. პოსტერი ადამიანის უფლებებზე;
3. ერთი კადრი ადამიანის უფლებებზე.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ფოტო-რეპორტიორებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებით მიესალმება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულ განაცხადებს.

კონკურსში მიიღება მხოლოდ ციფრული ფოტოები. ფოტოებს თან უნდა ახლდეს სიტყვიერი აღწერილობა არაუმეტეს 150 სიტყვისა, თუ სად და რა სიტუაციაშია ფოტო გადაღებული და რა კავშირშია ადამიანის უფლებებთან. ტექსტი შეიძლება იყოს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე.

დეტალარი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 300 ევრო ფულადი ჯილდო და ეუთოს მიერ დაწესებული პრიზი, ასევე დიპლომები.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2007 წლის 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.humanrights.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: ყაზბეგის გამზ. 3ა, II სადარბ.
ტელ.: 37 69 50; 45 45 33
ელ-ფოსტა: nino@hridc.org

ხო ეხლა რაც შეეხება ფოტოებს ამ თემაში შეგილიათ დადოთ ჩვენც გაგვიზიაროთ და განგვანათლოთ.smile.gif მე პირადად სიამოვნებით დავათვალიერებ და დარწმუნებული ვარ სხვებიც.

ოღონდ თუ მონაწილეობა გინდათ მიიღოთ კონკურსში უნდა მიიტანოთ ნამუშევრები მითითებულ მისამართზე.

ხოო ეხლა რაც შეეხება აქ დადებულ ფოტოებს. ამ თემაში დადებული ფოტოები არ უნდა იყოს ძალადობრივი, პოლიტიკური, რამე საშინელებათა ან ძალიან სასტიკი და რათქმაუნდა დადებული სურათები და კომენტარები უნდა ემორჩილებოდეს განყოფილების და ფორუმის წესებს. ნუ მაგნაირი სურათები თუ მოგეპოვებათ და ადგილზე მიიღებენ შეგიძლიათ იქ მიიტანოთ პირდაპირ..smile.gif smile.gif

აბა წარმატებებს გისურვებთ ყველას. თქვენი წარმატება ჩვენი ფორუმის წარმატებაც იქნება. აბა დაგლოცოთ და გაგინათოით უფალმა წარმატებისკენ გზები.

უჩა.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
mogzaura
პოსტი Nov 27 2007, 07:13 PM
პოსტი #2


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



გინდა, შენი ფოტო მოხვდეს "არაჩვეულებრივ გამოფენაზე"?
გამოგზავნე ბოლო 15 წლის განმავლობაში გადაღებული კურიოზული ფოტო აქციებზე, მიტინგებსა და სხვა პოლიტიკურ თემებზე. ხოლო 15 დეკემბერს, 15 საათზე აღმოაჩინე შენი ფოტო საუკეთესო ნამუშევრებს შორის "არაჩვეულებრივ გამოფენაზე", რომელიც გაიმართება სავაჭრო ცენტრ GTC-ში
ზომები : არანაკლებ 842 X 1191 ( A3; 72 pixels/inch)
არაუმეტეს 3508 X 4961 (A3; 300 pixels/inch)
ფორმატი: JPEG
გამოფენის ორგანიზატორია 15კაციანი PR მენეჯერთა საინიციატივო ჯგუფი. სურათები არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან აგიტირების მიზნით. ჩვენ არ მივეკუთნებით არცერთ პოლიტიკურ პარტიას ან მოძრაობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ფოტოების გამოსაგზავნათ დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: gamopena@gmail.com


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st July 2025 - 11:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი