გენდერული თანასწორუფლებიანობა, ერთერთი ევროპის ინიციატივა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გენდერული თანასწორუფლებიანობა, ერთერთი ევროპის ინიციატივა... |
Genesis |
Nov 25 2007, 05:11 PM
პოსტი
#1
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
მაინტერესებს როგორ უყურებს ევროპის ამ პრინციპს მართმადიდებლური ეკლესია...
რისი დაშვებაა შესაძლებელი ამ ბალანსის სასარგებლოდ... და რა არის დაუშვებელი ქალის და მამაკაცის აბსოლუტურთან მიახლოებულ თანასწორუფლებიანობაში... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
Genesis |
Nov 27 2007, 07:36 PM
პოსტი
#2
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ოკს
ეს აზრი გამიჩინა არსებულმა ანატომიურმა კვლვებმა თავის ტვინისა... მოგეხსენებათ ანატომია თავისთავად არსებული ფაქტებია და დასკვნებიც სხვადასხვაგვარი შეიძლება გაკეთდეს ფაქტებისგან... რას გვეუბნება ანატომია: ქალის ტვინის რუხი ნივთიერება ბევრად არის განვითარებული ვიდრე მამაკაცისა... მამაკაცს კიდე ტვინის თეთრი ნივთიერებააქ განვითარებული... ეს ზოგადად ახლა რა ფიზიოლოგიურ განსხვავებებს იძლევა ეს ანატომიური სხვაობა... ქალის ანალიტიკური უნარი უფრო ქვეცნობიერისკენ არის გადახრილი და მამაკაცის კიდევ ცნობიერებისკენ... სამაგიეროდ სინაფსები(ინფორმაციის გამტარი ბოჭკოების კავშირი) თავის ქერქისა ქალს ნაკლებად აქვს გადატვირთული და ინფორმაციის სწრაფი მირება შეუძლია (კაცმა ლამაზი გოგო რომ აღიქვას, ნახევარი საათი უნდა აშტერდეს და მაინც ვერ დაიმახსოვრებს დეტალურად, ქალი კიდე თვალის ერთი გადავლებით ახერხებს დეტალებში აღქმას კაცისა... ეს მაგალითისთვის) რუხი ნივთიერების სიმრავლე ქალს უფრო კრეატიულს ხდის... კაცი კი უფრო ზუსტი მოძრაობისთვის არის შექმნილი... (საჩეჩელი კაცმა გამოთალა ერთხელ და ქალმა მთელი ცხოვრება არ გაუშვა ხელიდან... ეს მაგალითისთვის) სხვა უამრავი განსხვავებებია მაგრამ ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მჭირდება... როგორც მოგეხსენებათ სანამ შემგროვებლობას ეწეოდნენ საქართველოში მატრიარქატი ყოფილა... ანუ მამაკაცის ანალიტიკური უნარი, ძალა და მოქმედების სიზუსტეს სჯაბნიდა ქალის სწრაფი აზროვნება და მუყაითობა... შემდეგ როცა საქმე სახნისზე მიდგა... ძალაზე და ომზე... უფრო მოგვიანებიტ ბელადის დინჯი აზროვნება დასჭირდა საზოგადოებას, წინა პლანზე მამაკაცებმა წამოიწიეს... და ასე გაგრძელდა მე 20 საუკუნემდე ამ ზალიან დიდი ხნის განმავლობაში... როცა კაცი აღემატებოდა ქალს და ქალი ადამიანად არ ითველბოდა... ისწავლა ქალმა მამაკაცის მართვა, რადგან მამაკაცი ასეთუისე ზუსტად მაგრამ დინჯად აზროვნებს ქალი კიდე ნაკლები სიზუსტით მაგრამ სწრაფად... ახლა 20-21 საუკუნეში ტექნიკის განვითარებამ... 1) მამაკაცის ფიზიკური ძალის საჭიროებას ხაზი გადაუსვა... რადგან ერთი ღილაკის დაჭერით მამაკაცზე დიდი ძალა აქ ტექნიკას... 2)ასევე ტექნიკის არსებობამ განაპირობა ის რომ მამაკაცის ზუსტი მოქმედება (საჩეჩელის გაკეთება) არაა საჭირო... რადგან ტექნიკა უფრო ზუსტად და ნატიფად აკეთებს ყველაფერს... 3)ქალის მუყაითობას ფასი დაედო... რადგან ტექნიკასთან მობყრობის ამბებში ქალს და კაცს მნიშვნელობა ნაკლებად აქვს... ხოლო ხანგრძლივობას და მუყაითობას დიდი... შესაბამისად სამუშაო ადგილებზე ქალებზე უფრო მეტი მოთხოვნილებაა მსოფლიო მაშტაბით... საქართველოს პირობებში კი... ქალი რომ მუშაობს და ქმარი სახლში ზის... (სოციალურმა მდგომარეობამ მოიტანაო ასე) რომ მოდის სამსახურიდან ოჯახში მუშაობს... შვილებს ზრდის... მუშაობა ადამიანს ანვითარებს... ასეა ეს ქმარი კი რას შვება ამ დროს? ლოთაობს...ან მოქთახორობს... აი ეს ადამიანს უკან ეწევა... აბა მიმოიხედეთ... რამდენი ოჯახია დღეს ასეთ მდგომარეობაში? ხოდა რა გასაკვირია ქალმა რომ იკითხოს რითი მჯობია ერთი ეს კაციო... ოჯახის უფროსი რომ ქვია მაგასო... თან არც ის გამოგვრჩეს მხედველობიდან რომ ქალები უფრო ბევრნი არიან ვიდრე კაცები... პ.ს. რახან მართმადიდებლური ფორუმია ამასაც დავამატებ... გამოცხადებაში როცა მხეცი გამოეკიდება ყრმას... ქალი იტაცებს მას ხელში და მიარბენინებს... ეს არ ვიცი რას ნიშნავს მაგრამ მნიშვნელოვანია მგონია... ამაზე მერე ვიფიქრებ... k@the მიშაც გერმანიაშია? მე ვამჩვენ ქეთი ეს თემა მამაკცების ქალებთან სწორობაზე გაიხსნა და არა პირიქით, უბრალოდ ჩვენ ვერ მივხდით , იცით რა მახხსენდება ნოდარ დუმბაძის მოხრობა იაკინთე და ქალს ა ერქვა არ მახსოვს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მატრიარქატის დროს ვითარდება მიშა შვეიცარიაშია, ჟენევაში ხოდა მეც მაგას ვამბობ საქართველოშიც მარტო ფორმალურად და ოჯახის სტატუსით დგას კაცი მაღლა... კიდე პოლიტიკური მმართველობით და რელიგიური შეზღუდვებით... გერმანიის კანცლერი ბოლობოლო ქალია და აქაური გოგოებიც ზედმეტად ვაჟკაცურები არიან... ბიჭები კიდე ტორმუზები... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი