ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
Nov 27 2007, 11:28 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
სადღაც აღსარების შესახებ იყო თემა,ვერ ვიპოვე და აქ დავწერ, რამეთუ რისი კითხვაც მინდა არც ისე მოშორებულია ამ თემას.
მოკლედ,გერმანიის ტელევიზია ამ ბოლო დროს ხშირად აჩვენებს მეორე მსოფლიო ომის ამბებს და მიუხედავად გერმანელების მიმართ "დამჩმორებლური" პოლიტიკისა, ნელნელა იწყება მედლის ორივე მხრიდან შეხედვის მცდელობა. ამ რამდენიმე დღის წინ კი ტელეარხ foenix-ზე აჩვენეს ყოფილი სს-ელების ძებნით და დაკავებით დაკავებული ორგანიზაცეიბი. ამ გადაცემაში კი აქტიურობდა ვინმე ამერიკელი როზენბაუმი (გვარი გვეუბნება ვინცაა წარმოშობით),საქმე ეხებოდა ორ ძველ სს-ნაცისტს, რომლებიც სამხრეთ ამერიკასა და იორდანიაში უნდა აფარებდნენ თავს.მოთხრობილი იყო აგრეთვე,თუ როგორ შეძლეს მაშინ ნიურნბერგის პროცესისგან თავის დაღწევა და გაყალბებული საბუთებით ევროპის დატოვება. ეს როზენბაუმი კი დაუღალავად ლანძღავდა ერთერთ კათოლიკურ ეკლესიას,სადაც ეს ნაცისტები გაქცევამდე თავს აფარებდნენ და აგრეთვე ვიღაც აბატის დახმარებით მოახერხეს ევროპის დატოვება. ჩემი კითხვაა: რატომ ილანძღებოდა ეკლესია, თუ მან ვინმე, თუნდაც უდიდესი ცოდვილი შეიფარა? ნუთუ ვალდებულია მოძღვარი რომ ასეთი ხალხი მართლმსაჯულებას გადასცეს? გარდა ამისა,კათოლიკებშიცაა აღსარების საიდუმლო და მარტო აქედან გამომდინარე, რა უნდა გაებაზრებია მღვდელს იქ მისული და აღსარება ჩაბარებული, ,იქნებ მონანიე კიდეც, კაცის ამბავი და მოეკვლევნებინა? გთხოვთ ამიხსნათ ზოგადად, ასეთ შემთხვევაში ხომ ნამდვილად სწორად იქცევა ეკლესია ანუ სასულირო პირი, რომ "მფარველობს" იქ მისულს? ავიღოთ ისევ ახალი ინციდენტები,ვთქვათ რადოვან კარაჯიჩი მონასტერში მივიდა და იქაა, თავს აფარებს, უნდა გასცეს ის მოძღვარმა? სულერთია რომელი ქვეყნის მონასტერში იქნება, რომ ეროვნულობას და პატრიოტულ აზრებს ავცდეთ. მგონი გამიგეთ რისი კითხვა მინდა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი