პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
teo.. |
Nov 23 2006, 10:45 PM
პოსტი
#62
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
ჩემო თბილის ქალაქო
მე შენს ქუჩებს,ფეხშიშველი შემოვირბენ, ჩემო თბილის-ქალაქო, ჩემო ჭაღარა მთაწმინდავ, სასუფეველო წმინდანთა,ჩემო სულის მალამო ვენაცვალე, შენს მთა-ველებს, სილამაზე, თვალს მეტი რა ვანახვო, უცხოეთის ცის ქვეშეთშიც, მონატრებად მოვლენილო ზღაპარო... უფლის წმინდა ტაძრებად და სალოცავად აღმართულო ალამო, მითხარ! შენი სილამაზე, გულში ჩუმად, როგორ უნდა ვატარო, როცა იქნეს მივიცვალო, ჩემი ნეშტი, შენს თბილ მიწას, მინდა, რომ მიაბარო, ჩემი სული, საქართველოს, ცის ლაჟვარდზე ატარო, მე შენს ქუჩებს, ფეხშიშველი შემოვირბენ, ჩემო თბილის-ქალაქო, უცხოეთის ცის ქვეშეთშიც, მონატრებად მოვლენილო ზღაპარო... 08.03.1998 თეა კანდელაკი მ ა შ ი ნ, რ ო დ ე ს ა ც . . . ახლა, სამშობლოს მოწყვეტილი, ვემსგავსე კუნძულს - ვრცელ ოკეანის შუაგულში უსასოდ შთენილს. მაშინ, როდესაც, მზეც კი კარგავს მცხუნვარე სხივებს, მაშინ, როდესაც, მთვარის სირმა ცის ტატნობს კვეთავს... ჩემი ფიქრები, უერთდება შორით ტატნობებს... ჩემი სხეული, გათანგული, უძრავი ხდება და მხოლოდ, ლოცვად გარდაქცეულს, შევიცნობ ჩემს სულს, იქ, სადაც ცათა ტალანები წყალს უერთდება... და ჰორიზონტზე, იბადება ტკივილი მწველი, სულს ჩაბუდრული მონატრება მიდაღავს სხეულს... მე, საქართველოს ნაწილი ვარ, ის სისხლის წვეთი, დილის ცვარად რომ პოულობენ, ხან ნისლად ქცეულს... თავს ჩამოწოლილ - ბუმბერაზი მთების ქედებზე, ხან, კი, მივყვები ქარიშხალთა უსაზღვრო ქროლვას, ხან, დავიბურავ, ყაყაჩოთა წითელ სამოსში - თვალებს ცრემლიანს და მანდილით ვიფარავ თრთოლვას... მაშინ როდესაც, მზეც კი კარგავს მცხუნვარე სხივებს, მაშინ, როდესაც, მთვარის სირმა ცის ტატნობს კვეთავს... მთელი არსებით, საქართველოს ნაწილი ვხდები, ჩემი სხეული, გათანგული, უძრავი ხდება... 03.18.05 თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი