პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#161
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
afxazi |
Nov 28 2007, 02:37 PM
პოსტი
#162
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მამა ირაკლი
ციტატა ჯერ ერთი აშკარად ვერ გაიგე რა ვთქვი,მეორეც შენი მიდრეკილებაა მოძღვრების ნაწერები ამოწმო და აკრიტიკო? ამ თემაზე დაგელაპარაკები სხვა დროს ... პირველ რიგში ლოცვა-კურთხევასა და თქვენს ლოცვისმიერ შემწეობას გთხოვთ მამა ირაკლი. ამასთანავე უნდა გითხრათ რომ ზაზა (კანუდოსელი) არ არის ის პიროვნება (ყოველშემთხვევაში მე ასეთს არ ვიცნობ), რომელიც მოძღვართა კრიტიკისკენ იყოს მოსწრაფე, ვფიქრობ ეს ისევ და ისევ იმის ბრალია რომ თქვენ მას კარგად არ იცნობთ. რაც შეეხება შეკითხვას რომელიც მან დასვა, სიმართლე გითხრათ მეც გამიჩნდა. გეტყვით რომ სემინარია დავამთავრე და ეხლა აკადემიაში ვსწავლობ და ცოტა არ იყოს ასეთი რამ იქ არ უსწავლებიათ, შესაძლოა თქვენი პასუხი იყო მოკლე და სრულად ვერ გადმოსცემდა იმ შინაარსს, რისი თქმაც გინდოდათ (გთხოვთ რომ დაგვიზუსტოთ). ადამიანის სხეული გასაგებია და ცხადია, რომ მშობელთა სქესობრივი ურთიერთობით იქმნება (რადგან მათ აქვთ მინიჭებული ეს თვისება), სხვაგვარად მშობლებს შესაქმის გამგრძელებლებს უწოდებენ. მაგრამ რამდენს არ ყავს შვილი. მახსენდება ღვთისმშობლის მშობლების ცხოვრება, როცა მათ შვილი არ უჩნდებოდათ და ხანგრძლივი ლოცვის შედეგად უფლის წყალობით ეყოლათ, იოანე ნათლისმცემლის დაბადება, ანგელოზი ეუბნება ზაქარიას "სენი ლოცვა შესმენილია, შენ შვილი გეყოლება" იგივე აბრაამთან დაკავშირებული ამბავი. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ვხედავთ რომ შვილის ყოლა ეს უფლის დიდი წყალობაა, მე ღრმად მწამს რომ თითოეული ადამიანის დაბადება ეს უფლის განუზომელი წყალობაა და ამ წყალობის არ შერგება მით უფრო მძიმე ცოდვაა. აქვე უნდა დავაზუსტო რომ მშობლები ისეთივე იარაღები არიან უფლის ხელში ახალი სიცოცხლის წარმოსაქმნელად, როგორც სხეულია სულის იარაღი სხვადასხვა მოქმედების წარმოსაქმნლეად. რაც შეეხება სულს, პროტოპრესვიტერ მიქაელ პომაზანსკის "დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" ვკითხულობთ: ცალკეულ ადამიანთა სულების წარმომავლობის შესახებ საღვთო წერილში ბოლომდე არ არის ახსნილი თითოეული ადამიანის სულის წარმომავლობა; ეს „საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის“ (წმ. კირილე ალექსანდრიელი). არც ეკლესია გვთავაზობს ამ საკითხის შესახებ მკაცრად განსაზღვრულ სწავლებას. მან მხოლოდ გადაჭრით უარყო პლატონის ფილოსოფიიდან მემკვიდრეობით მიღებული ორიგენესეული თვალსაზრისი სულთა წინასწარ არსებობის შესახებ, რომლის თანახმადაც ისინი დედაშიწაზე ზეციური სამყაროდან მოდიან. ორიგენესა და ორიგენისტების ეს სწავლება დაგმო V მსოფლიო კრებამ. მაგრამ აღნიშნული კრების განჩინება არ ადგენს შემდეგს - იქმნება თუ არა ადამიანის სული მშობელთა სულებისგან და მხოლოდ ამ გაგებით არის იგი ახალი საღვთო ქმნილება, თუ უშუალოდ თავად ღმერთი ქმნის თითოეულ სულს, რომელიც გარკვეულ მომენტში უერთდება შექმნის პროცესში მყოფ, ან უკვე შექმნილ სხეულს. ეკლესიის მამათა (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ ასური, ნეტარი თეოდორიტე) აზრით, თითოეულის სულს თავად ღმერთი ქმნის. ამასთან, ზოგი მათგანის თვალსაზრისით, სულის სხეულთან შეერთება სხეულის შექმნიდან მეორმოცე დღეს ემთხვევა. რომაულკათოლიკური ღვთისმეტყველება გადაჭრით მიემხრო ღმერთის მიერ თითოეული სულის შექმნის თვალსაზრისს - იგი დოგმატური სახით გადმოცემულია პაპის ზოგიერთ ბულაში. პაპმა ალექსანდრე VII ამას დაუკავშირა სწავლება ყოვლადწმიდა ქალწულ ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვაზე. ეკლესიის ზოგიერთი მამა და მასწავლებელი (ტერტულიანე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ ნოსელი, ღირსი მაკარი, ანასტასი მღვდელი) თვლის, რომ ორივე სუბტსტანცია - სული და სხეული, ერთდროულად იღებს დასაბამს და ვითარდება. სული იქმნება მშობელთა სულებიდან, როგორც სხეული - მათივე სხეულებიდან. აქ „შექმნაში“ მოიაზრება საღვთო შემოქმედებითი ძალის მოქმედება ფართო გაგებით, რომელიც ყოველგვარი სიცოცხლისათვის დამახასიათებელი და აუცილებელია. ასეთი შეხედულების არსებობის საფუძველს ღმერთის მიერ პირველმშობელი ადამის სახით მთელი კაცთა მოდგმის შექმნა გვაძლევს: „და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი “ (საქმ. 17,26). აქედან გამოდის, რომ ადამში პოტენციურად ჩაიდო თითოეული ადამიანის სული და სხეული. მაგრამ საღვთო განჩინებით, სულისა და სხეულის შექმნა და განგება ხორციელდება ყოვლისმპყრობელი ღმერთის მიერ „რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო“ (საქმ. 17,25), ანუ უფალი შექმნილს განაგებს. წმ. გრიგოლ ღვთისმეტეველი ამბობს: „თავდაპირველად მტვრისგან შეზავებული ჩვენი სხეული შემდგომში ადამიანთა სხეულების ნაკადად გადაიქცა. პირველქმნილი ძირიდან არ წყდება ერთ ადამიანში სხვათა დატევნა. ასევეა ღვთივშთაბერილი სულიც - იგი შექმნის მომენტიდან ხდება ადამიანის შემადგენელი ნაწილი, იბადება ხელახლა, პირველსაწყისი თესლიდან მრავალთათვის გასცემს წილს (ცხადია, აქ გრიგოლ ღვთისმეტყველმა სულიერი თესლი იგულისხმა) და ყოველთვის ინარჩუნებს მარადიულ სახეს მოკვდავში. როგორც ჩაბერვა გამოსცემს ხმებს მუსიკალური საკრავის სიდიდის მიხედვით, ასევეა სულიც - საპყარ სხეულში იგი უძლურია, ჯანსაღში კი მთელი თავისი გონიერებით წარმოჩინდება“24. ამავე აზრს იზიარებს წმ. გრიგოლ ნოსელიც. მამა იოანე კრონშტადტელი თავის დღიურებში ამგვარად მსჯელობს: „რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელს კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია - ისინი კაცობრიობის ერთი ხის შემადგენელი ნაწილები არიან. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ბუნების ერთიანობის ყველაზე უშუალოდ გამომხატველი მცნება: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა ძალითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი - ვითარცა თავი თჳსი“ (ლკ. 10,27). ანუ განა არის ჩემს მსგავს, სისხლით მონათესავე ადამიანზე უფრო ახლობელი ჩემთჳს? ამ მცნების აუცილებლად აღსრულება სრულიად ბუნებრივია“. ბოლოს აბორტის თემასაც შევეხები, გეთანხმებით რომ ამ ვანდალური ქმედების დროს უფალს ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ეს არის თავისუფალი ნებელობითი აქტი, მაგრამ არა იმ მიზეზით რომ ამ ბავშვის ჩასახვასთან უფალი არაფერ შუაშია. თუმცა რა თქმა უნდა იმის თქმა რომ "რატომ აძლევს დედას შვილის ჩასახვის შესაძლებლობას უფალი, როცა მას აბორტის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი, და შესაბამისად თითქოს იგია დამნაშავე, რადგან მკვლელობისკენ უბიძგებს ადამიანს", ცოტა არ იყოს უგუნურებად მიმაჩნია. მაშინ ადამიანის თვითმკვლელობა უფლის დანაშაული ყოფილა, რადგან მან უფლება მისცა მას ეცხოვრა და ამ საშინელებით დაესრულებინა სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გთხოვთ ლოცვა-კურთხევას. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი