![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ცდუნებას ვერ გავუძელი
![]() მუდამ წინ მიმავალი ცივილიზაცია, საკუთარ წარსულს შლის და მარხავს, ამიტომ "დასაბამ ქმნა ღმერთმა ცა და მიწა" ერთთ მხოლოდ გარკვეული ეტაპი გონიათ ცივილიზაციისა. "ნუთუ შეიძლება დღევანდელი პროგრესის პირობებში ,რელიგიასთან თანაარსებობა?" იკითხავს ერთი, "მე კი თქვენი მეცნიერება ნაბოდვარი მგონია" მიუგებს მეორე. ნუთუ ასეა? ნუთუ მართლაც არსებობს ის უფსკრული, რომელიც ამ ორ ცნებას მიჯნავს? მღვდელმთვარი ლუკა (ვოინო-იასენცკი)ცნობილი ექიმი და "ჩიქოვანი ქირურგიის ნარკვევების" ავტორი ამ "უფსკრულს" ასე ახასიათებს: "საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს ... განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება? ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება." მაშ თუ მის მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობას ვერწმუნებით, ეს უფსკრული სინამდვილეში ცნებათა სანახევრო ცოდნას ეფუძნება. რას ფიქრობთ? არის კი ასე? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა სხვათა შორის უწმინდესიც ხშირად იმეორებს, რომ მათ შორის წინააღმდეგობა არ არსებობს. მგონი პლატონი იყო, თავისი ლოგიკური აზროვნებით რომ მივიდა დასკვნამდე. სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს როგორ იყო... მგონი რაღაც ამგვარი იდეა იყო: აუცილებლად უნდა ჰყოლოდა ჩვენს სამყაროს უმაღლესი დამარეგულირებელი (ღმერთს გულისხმობდა), სხვაგვარად ის ვერ იარსებებდა. ხო დაახლოებით დეიზმის მაგვარი რამ, როდესაც ღმერთი მხოლოდ უმაღლესი წესრიგის გარანტია და ყოფა-ცხოვრებაში არ ერევა. . . მაგრამ ჩვენ აშკარად ვაწყდებით რეალურ პრობლემებს ყბადაღებულ "მეცნიერებასა და რელიგიას" შორის. . . წამოვჭრით კრეაცინოზმს? მას არც ერთი ტრიბუნა არ ეთმობა მეცნიერულ საზოგადოებაში. . სულელურადაც მიიჩნევა. . . განსხვავებით ევოლუციონიზმისგან (!) ამ უკანასკნელს კი ბუნებრივი კანონის დარღვევად მიიჩნევს ეკლესია. არსად არავის დაუკანონებია უარყოფითი შეხედულება ამ ტემაცე, თუმცაღა ყველამ ვიცით მართლმადიდებელ იერარქთა პოზიცია. . . სამქე შესაქმეშია_ჩვენ ვიცით რომ ბიბლია კაცობრიობის ისტორიაა და არა მატერიის! აქედან გამომდინარე, მეტისმეტად მწირე ინფორმაცია და "ზოგადი მონახაზი" გარდამოგვეცა წერილობითი ფორმით! ჩვენ ვიცით რატომ, და რისთვის იქმნებოდა ქრონოლოგიურად სამყარო, ვიცით აგრეთვე სამების დამოკიდებულება, (მკვეთრად დადებითი) მაგრამ აი "როგორ?" უცნობია. საინტერესოა ისიც რომ, როგორც ევოლუციურ ასევე შესაქმესეულ ქრონოლოგიაში ადამიანი იქმნება ბოლო და სიცოცხლის აღმოცენება იწყება წყალში. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2025 - 09:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი