უნაყოფო ლეღვის ხე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უნაყოფო ლეღვის ხე |
მარიამი |
Nov 29 2007, 12:32 AM
პოსტი
#1
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარკოზის სახარებას ვკითხულობდი ახლა და ამ საკითხზე ჩავფიქრდი:
"ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე" (თავი 11) მართალი გითხრათ, დიდხანს არ მიძებნია განმარტება, ახლო-მახლო მოვიძიე და კარგად მაინც ვერ გავიგე. როგორც ვხვდები, უნაყოფო ლეღვის ხეს შედარებულია ის ადამიანი, ვისაც თავისი ცხოვრებით კეთილი ნაყოფი არ მოაქვს. მაგრამ სახარებაში წერია, რომ არ იყო ნაყოფის გამოღების დრო. რატომ ელოდა უფალი ნაყოფს დროზე ადრე? აქვე მეორე ეპიზოდი გამახსენდა ასევე უნაყოფო ხეზე, რომლის მოჭრაც უნდოდა ბატონს და მსახურის თხოვნით გადადო ნაყოფის მოლოდინში. ანუ, აქ თითქოს უფალი საწინააღმდეგოდ იქცევა. იქნებ გამარკვიოთ, ვინმემ თუ იცის განმარტება. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
.ნინო |
Nov 29 2007, 02:14 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
მე პირადად ასე გავიგე, რომ ლეღვის ხის მაგალითი იყო წინასწარმეტყველება, მინიშნება თუ რა ბედი ეწეოდა რჯულს...
იმ პერიოდში როცა ლეღვის ხის ამბავი მოხდა, რჯულიც არ იყო აღსრულებული, რადგან მაცხოვარი ჯერ არ იკო ვნებული, მაცხოვარმა როცა დაწყევლა ხე, მაშინვე ხომ არ გამხმარა, მერე გახმა, განთიადის შემდეგ... ანუ როცა კაცობრიობის ხსნა მოხდა, შემდეგ გაუქმდა ის რჯული... თუ რამე შემეშალა შემისწორეთ -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი