ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Nov 27 2007, 05:45 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ადგება ზიანი სულს სიამოვნებისას, თუნდაც ათი მცნებით აკრძალული სიამოვნებისას- წარმოდგენა არ მაქვს. დამასკელი წაიკითხე ხაფრან? ხოდა მერე დაწერე ერთი რა იყო გაუგებარი... ციტატა არა რომელიმე კონკრეტული სიამოვნება, არამედ საერთოდ სიამოვნებაზე დამოკიდებულება - არის დამღუპველი, თორე თვით სიამოვნება ვფიქრობ არაა არანაირად ცოდვა. ყოჩაღ, კარგი მიხვედრაა, მართლა ეგრეა ოღონდ... ნახევრად ცოდვაა მრუშობა და მორჩა, ღვთის ზნეობრივი კანონის დარღვევაა, რაც ქრისტიანული სწავლების მიხედვით სულს აზიარებს, ცოდვაა ათი მცნების დარღვევა და სულს აზიანებს და აშორებს ზნეობისა და სიწმიდის პირველწყაროს, ახლა ამის სამედიცინო ექსპერტიზას ვერ შემოგთავაზებთ, ეს რწმენაა, გინდ მიიღე, გინდა იმრუშე ციტატა როცა სიამოვნებაზე ხარ დამოკიდებული და ვერ წარმოგიდგენია ამ სიამოვნების გარეშე ყოფა, ეს უფრო უარესი ზიანია სულისთვის ვიდრე ის რომ "აკრძალულ" სიამოვნებას იღებ ასე რომ იყოს, ჩემო კარგო, მაშინ როცა კაცის მოკვლა მოგინდება უნდა მოკლა კიდეც, რაც მოგივა არეულ და ცოდვილ თავში არ უნდა გააკონტროლო და შინაგან ვნებებს, ემოციებს და წამიერ აფეთქებებს უნდა მიყვა, ქრისტიანობის დევიზი კი არის " მარადის საკუთარ თავზე მაღლა" ( წმ. გრიგოლ ნოსელი), ასე რომ თუკი იდეალად ქრისტიანობას დაისახავ, უნდა ემსახურო კიდეც, საკუთარი თავის და ვნებების ძლევით დაწყებული! მოკლედ, წარმატებებს გისურვებ ამ საქმეში ციტატა ურწმუნო მორწმუნეობით რო ინტერესდება---ჩემი შემთხვევააა!!!!!!!! იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
XAFRAN |
Nov 29 2007, 09:52 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
ცოდვაა მრუშობა და მორჩა, ღვთის ზნეობრივი კანონის დარღვევაა, რაც ქრისტიანული სწავლების მიხედვით სულს აზიარებს, ცოდვაა ათი მცნების დარღვევა და სულს აზიანებს და აშორებს ზნეობისა და სიწმიდის პირველწყაროს, ახლა ამის სამედიცინო ექსპერტიზას ვერ შემოგთავაზებთ, ეს რწმენაა, გინდ მიიღე, გინდა იმრუშე ეს ძალიან არ მომწონს მარა რას ვიზავთ ეტყობა ყველაფერი არ უნდა გავიგოთ, უნდა დავმორჩილდეთ და მორჩა. (მარა ესეც არ მომწონს) ასე რომ იყოს, ჩემო კარგო, მაშინ როცა კაცის მოკვლა მოგინდება უნდა მოკლა კიდეც, რაც მოგივა არეულ და ცოდვილ თავში არ უნდა გააკონტროლო და შინაგან ვნებებს, ემოციებს და წამიერ აფეთქებებს უნდა მიყვა, ქრისტიანობის დევიზი კი არის " მარადის საკუთარ თავზე მაღლა" ( წმ. გრიგოლ ნოსელი), ასე რომ თუკი იდეალად ქრისტიანობას დაისახავ, უნდა ემსახურო კიდეც, საკუთარი თავის და ვნებების ძლევით დაწყებული! მოკლედ, წარმატებებს გისურვებ ამ საქმეში იხარე, კაიროსი! მე მხოლოდ სიამოვნებებზე ვსაუბრობდი და არა მკვლელობაზე ან იმაზე რასაც აშკარა ზიანი მოაქვს ასევე გისურვებთ წარმატებებს -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი