გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი |
Georg |
Nov 3 2006, 12:31 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
გრიგოლ ბაკურიანი - პეტრიწონში არც ერთი ბერძენი ბერად!
პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი - შედგენილია ბიზანტიის სამსახურში მყოფი ქართველი დიდებულის, დასავლეთის დიდი დომესტიკოსის გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ 1083 წელს. პეტრიწონში დაარსებული ქართველთა მონასტრის ტიპიკონი შედგენილი იყო ქართულ და ბერძნულ ენებზე. ჩვენამდე მოაღწია ორივე ტექსტმა. ისინი გამოცემულია მაღალ მეცნიერულ დონეზე. ივანე ჯავახიშვილის დროს გამოცემული იყო ტიპიკონის მხოლოდ ბერძნული ტექსტი, განხორციელებული ბელგიელი ორიენტალისტის ლუი პეტის მიერ (1904 წელს). ივანე ჯავახიშვილი როდესაც აღწერს "საქართველოს სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას გაერთიანების ხანაში", ერთგან აღნიშნავს, რომ "ქართველთა ამ გრძნობის (მოძალადე ბიზანტიელთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების) გამომხატველია გამოჩენილი ქართველი მოღვაწის გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, რომელიც მან თავის მიერ დაარსებულს პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონში შეიტანა, რომ მონასტერში ბერძენი არასდროს არ შეეშვათ ბერად, შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ბერძენი ყოფილიყო, ისიც მხოლოდ ბერძნულის მწერლად". ივანე ჯავახიშვილი ენციკლოპედიური ლექსიკონი, თსუ-ს გამომცემლობა, 2002 წელი, გვ. 525; -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
Georg |
Nov 24 2006, 01:17 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ციტატა და ისე რომ იცოდე გრიგოლ ბაკურიანი კი არ არის (მაგი სომხებს ჭირდებათ თავისი გეგმებისთვის), არამედ გრიგოლ ბაკურიანის-ძე (ბაკურიანი მამამისს ერქვა). სხვას, რომ მიუთითო რაიმე, ჯერ თავად ინდა იცოდე ეს "რაიმე": გრიგოლ ბაკურიანის ანთროპონიმიკასთან დაკავშირებით! იან(ეან) სუფიქსი ქართულში თავდაპირველად იხმარებოდა მხოლოდ წარმოშობის, შთამომავლობის, მიმდევრობის აღსანიშნავად; ასე რომ, ბაკურიანი ნიშნავდა "ბაკურის ძეს", "ბაკურის შთამომავალს" (იან-ის ეს მნიშვნელობა დღევანდლამდე დაცულია გვარებში: დადიანი, ზურაბიანი, რატიანი...). წყარო: პროფ. ზურაბ ჭიმბურიძე; დედაენა ქართული; გამომც. ნაკადული, თბილისი, 1987 წელი, გვერდი 428. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 10:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი