![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
თემა მზადაა! შეგიძლიათ დაწეროთ რეცეპტები, გააკეთოთ და "დააგემოვნოთ"
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
(კოპიო მეზობელი თემიდან)
ხორციანი ბლინები ანუ სულთანური კაი, მაშინ ასე: (მე "თვალით" ვღებულობ პროდუკტებს, მაგრამ დაახლოებით ასე გამოდის) 2-3 კვერცხი, რძე 2 ჭიქა, ფქვილი მაქსიმუმ 500 გრამი, გატარებული ხორცი 1კგ (hackfleich gemischt, Lydl-ის ყველას ჯობია, 2 ცალი), მარილი, შავი წიწაკა, ხმელი ქინძი, ცოტა ოხრახუში თუ საშუალებაა, 2 საშუალო ზომის თავი ხახვი. ბლინი (როგორც ფრანგული crepes , მაგრამ უშაქრო): ავთქვიფოთ კვერცხი, ცოტა მარილი დავამატოთ და ოდნავ შემთბარი რძე, შემდეგ თვალის ზომით ნელნელა ჩავამატოთ ფქვილი, ისე რომ ოდნავ გასქელდეს, რადგან ბლინი თხელი უნდა იყოს, სისქე ცომის როგორ გაგაგებინო არ ვიცი, დაახლოებით ბანანის ნატურალური წვენები რომ იყიდება იმ სითხელის უნდა იყოს, კარგად ავთქვიფოთ, გავაჩეროთ ასე 10 წუთი და მერე კიდევ ერტხელ მოვურიოთ. მანამდე ტაფა უნდა გახურდეს, პატარა ყავის ჭიქაში მოამზადე ზეთი, ძალიან ცოტაა საჭირო. ცხელ ტაფას ოდნავ მოუსვი ეს ზეთი, თუ გაქვს ფუნჟი სამზარეულო უკეთესია იმით მოსმა. დაასხი ცომი ამ ტაფას, მაგრამ ძალიან ცოტა, რაც ძირს დაუფარავს , მერე ატრიალე ტაფა და რაც ზედმეტია უკან გადმოასხი. შეიწვება ეს ბლინი მხოლოდ ერთი მხრიდან, ასე გააგრძელებ ბოლომდე, ცალკე თეფშზე კი ეს ბლინები auf einandern stappeln. ფარში: ცხელ ტაფაში ჩავასხათ ზეთი, ძალიანნწვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ, დავამატოთ ხორცი და კარგად მოვშუშოთ, შევკაზმოთ მარილით, წიწაკით და ხმელი სუნელებით, ოხრახუშის შემთხვევაში კი, როცა ეს ფარში დამზადდება, სულ ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. გადმოვდგათ ცოტა გასაცივებლად. დამზადებული ბლინები ავიღოთ და უმ მხრიდან დავადოთ ფარში, თვალით შეაფასე რაოდენობა, ერთი სუფრის კოვზი ალბათ ან ცოტა მეტი, გააჩნია ბლინის სიდიდეს. შევახვიოთ, ეს გასაგებია როგორ და შევწვათ ან ღუმელში, ან ოდნავ ზეთიან ტაფაზე, gelegentlich umdrehen auf aller seite. და ესაა smile.gif ბლინები ცოტა სახლაფორთოა, თუ პირველად აკეთებ, მარა რამდენიმე რომც გაფუჭდეს, მერე მაინც გამოვა, მიხვდები მეთოდს, მთავარია ტაფა იყოს ძალიან ცხელი. არ ვიცი რამდენად წარმატებულად აგიხსენი,მაგრამ ეგებ გამოგივიდესsmile.gif პ.ს. ქინძს ქვია koriander, ოხრახუში კი petersilien. ესეც მეორე კოპიო სამარხო შოკოლადი თუ ნათიას აინტერესებდა? ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 09:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი