ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
XAFRAN |
Nov 30 2007, 12:12 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
kairos
სიმართლე გითხრა მე მზათ ვარ დავთმო ყოველი ის რასაც უფალი მომიწოდებს. და როგგორც ქრისტიანს მესმის რომ ადამიანმა თავი მაქსიმალურად უნდა გაინთავისუფლოს ამქვეყნიურ სიამოვნებათაგან რათა ასე ვთვათ ამ ცხოვრებაშივე იქცეს ვითარცა ანგელოზი და მაქსიმალურად ემსგავსოს მათ. ( დათმოს საკუთარი რომ მიიღოს ზესაკუთარი ) უბრალოდ მე ხშირად ვიკავებ არაქრისტიანულ ან შუალედურ პოზიციას, რათა არა ქრისტიანს, ათეისტს თუნდაც ბუნებრივად მოაზროვნეს შევძლო განვუმარტო ქრისტიანობაში ყოველის მიზანშეწონილება და ლოგიკურობა; მათი აღქმიდან გამომდინარე სიტუაციაში თუ არ ჩავდექი, ამას მე ვერ შევძლებ. და მართლაც პირველყოფილის მდგომარეობაში ანუ ბუნებრივი ადამიანის გააზრებისას, რომელსაც არაფერი გაეგება არამიწიერი კანონებისა( და ასეთნი დღეს ბევრნი არიან ) ვერ აუხსნი რატოა მრუშობა უზნეობა ან გარყვნილება; რა ცნებაა უბიწოება ვერ აუხსნი. რადგან ვერ ვუხსნი მათ ამ ყოველივეს, არ მაქ უფლება გავამტყუნო ისინი. ასე რო მე მათი ადვოკატი ვარ : მრუშობა, სექსი და მისი მრავალფეროვნება ისეთივე ბუნებრივი მოთხოვნილებაა როგგორც გართობა კარგათ რო დაუფიქრდე, რადგან ყოველგვარი სიამოვნება ართობს ადამიანს, რომელთაგანაც ზოგიერთი ფასეულია ქრისტიანულად და ზოგიერთი დასაზრახი. ქრისტიანობა ართულებს ყველაფერს იმ მხრივ რო რაც სასიამოვნოა შესაძლებელია აღმოჩდეს ბოროტება, ეს კი წარმოუდგენელია ბუნებრივად მოაზროვნე ადამიანისთვის. ასევე არ არსებობს, გაუგებარია თავშეკავების ცნება და მისი აუცილებლობა - მარტივ დედამიწურად მოაზროვნესათვის. ყველაზე დიდი არგუმენტი კი ისაა რო აღვირახსნილი ცხოვრება არ უშლის ხელს ადამიანს: იყოს მოყვასისათვის თავდადებული, სიკეთის მქმნელი და მქადაგებელი, თავმდაბალი, მიმტევებელი და ყოველი დასაფასებელით აღჭურვილი ასევე შეილება უბრალომ შეიცნოს ის რომ სიამოვნებაზე უზომოდ შეყვარებული - შეილება მანიაკალიზმამდე მივიდეს; აღიქვას - რაიმეზე დამოკიდებულების დამღუპველობა. მაგრამ არ მესმის მრუშობის ზიანი, რადგან ვერ ვხედავ თუნდაც სიბინძურეს რაც შეეხება გაწონასწორებულობას და კორექტულობას თუ ეს ჩემ მიმართ იყო მომართული გმადლობთ. უბრალოდ ბევრი ფიქრი და თვითკრიტიკულობაა საჭირო -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი