![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
უჩა |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს ფოტო-რეპორტიორებისათვის ადამიანის უფლებებზე
კონკურსის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის საელჩო საქართველოში და ეუთოს მისია საქართველოში. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ფოტო მასალები ადამიანის უფლებებზე განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2007 წლის 3 დეკემბერი. ჯილდო დაწესებულია სამი ნომინაცისათვის: 1. საუკეთესო ფოტო-რეპორტაჟი; 2. პოსტერი ადამიანის უფლებებზე; 3. ერთი კადრი ადამიანის უფლებებზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ფოტო-რეპორტიორებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებით მიესალმება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულ განაცხადებს. კონკურსში მიიღება მხოლოდ ციფრული ფოტოები. ფოტოებს თან უნდა ახლდეს სიტყვიერი აღწერილობა არაუმეტეს 150 სიტყვისა, თუ სად და რა სიტუაციაშია ფოტო გადაღებული და რა კავშირშია ადამიანის უფლებებთან. ტექსტი შეიძლება იყოს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე. დეტალარი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 300 ევრო ფულადი ჯილდო და ეუთოს მიერ დაწესებული პრიზი, ასევე დიპლომები. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2007 წლის 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.humanrights.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: ყაზბეგის გამზ. 3ა, II სადარბ. ტელ.: 37 69 50; 45 45 33 ელ-ფოსტა: nino@hridc.org ხო ეხლა რაც შეეხება ფოტოებს ამ თემაში შეგილიათ დადოთ ჩვენც გაგვიზიაროთ და განგვანათლოთ. ![]() ოღონდ თუ მონაწილეობა გინდათ მიიღოთ კონკურსში უნდა მიიტანოთ ნამუშევრები მითითებულ მისამართზე. ხოო ეხლა რაც შეეხება აქ დადებულ ფოტოებს. ამ თემაში დადებული ფოტოები არ უნდა იყოს ძალადობრივი, პოლიტიკური, რამე საშინელებათა ან ძალიან სასტიკი და რათქმაუნდა დადებული სურათები და კომენტარები უნდა ემორჩილებოდეს განყოფილების და ფორუმის წესებს. ნუ მაგნაირი სურათები თუ მოგეპოვებათ და ადგილზე მიიღებენ შეგიძლიათ იქ მიიტანოთ პირდაპირ.. ![]() ![]() აბა წარმატებებს გისურვებთ ყველას. თქვენი წარმატება ჩვენი ფორუმის წარმატებაც იქნება. აბა დაგლოცოთ და გაგინათოით უფალმა წარმატებისკენ გზები. უჩა. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
![]() ![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
უჩა
უჩიტო შენ რა კავშირში ხარ ამ ხალხთან? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 10:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი