ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Nov 30 2007, 01:02 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კარგი პოსტია, მაგრამ აქ ბოლომდე ვერ გეთანხმები
ციტატა აღვირახსნილი ცხოვრება არ უშლის ხელს ადამიანს: იყოს მოყვასისათვის თავდადებული, სიკეთის მქმნელი და მქადაგებელი, თავმდაბალი, მიმტევებელი და ყოველი დასაფასებელით აღჭურვილი ბოდიში მაგრამ აღვირახსნილმა, გაყვნილმა და უწესომ რა უნდა იქადაგოს? სიკეთე კი ბატონო, შეიძლება გააკეთოს და მიმტევებელიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ხომ არანაირად არ ნიშნავს, იმას, რომ მისი სულიერი მდგომარეობა კარგია, რადგან სიამოვნებაზე დამასკელის განმარტებას ვერ გავუგეთ კარგად, შევეცდები რამოდენიმე სხვა განამარტებაც შემოგაშველო, საინტერესო იქნება, მაგალითად რა არის მრუშობა. რას ავნებს იგი, რადგან ერთმა დაავადებამ შეიძლება ერთი სახით გამომჟღავნდეს, მეორემ სხვანაირად, კერძოდ თუ ხელი გტკივა,ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერ დადიხარ, ანუ მრუშობის მიუტევებლობასთან დაკავშირება შეცდომაა, მიუტევებლობა სხვა დიდი ცოდვების ნაყოფია ( ამპარტავნების და ა.შ.) , მრუშობა კი სხვა ცოდვებს შობს , ამისათვის კარგი თუ კიბისაღმწერელს წავიკითხავთ მანამ ეს მამები ვნახოთ სიძვასა და მრუშებაზე ავხორცობა გვაიძულბს, ის მოვიმოქმედოთ, რისი გაფიქრებაც კი გვზარავს. წმ. იოანე ოქროპირი ყოველი სვეტი მტკიცე საფუძველს ემყარება, მრუშობის ვნება კი ნაყროვანებაზეა დაფუძნებული. წმ. ნილოს სინელი ხორციელ ბრძოლას დაუდევრობა იწვევს, იგი ჩუმად წარგიტაცებს სხვების განსჯისა და განკითხვისაკენ და ამ გზით გიმუხთლებს. წმ. ბარსანუფი დიდი როგორც ღელვის სიმძაფრე უსაჭო ნავს იტაცებს, ისე უკრძალავსა და უდებებით მიშვებულს გონებას იტაცებს გულის-თქმა სიძვისა. წმ. მაქსიმე აღმსარებელი როგორც ლერწმითა და თივით შეუძლებელია ცეცხლის შემაგრება, ეგრეთვე შეუძლებელია ბრძოლა და მორევნა სიძვის ვნებისა სიმძღრით ჭამითა. წმ. მაქსიმე აღმსარებელი 53. ვისაც სურს, რომ სიძვის ეშმაკი ნაყროვანებითა და სიმაძღრით დაამარცხოს, იმას მიაგავს, ვინც აგზნებული ხანძრის ჩასაქრობას ზეთით ცდილობს. ღირსი იოანე სინელი როგორც ვნახეთ, აქ ნაყროვანების ცოდვა პირდაპირაა დაკავშირებული მრუშობასთან, ხოლო მრუშობა კი უფრო დიდ ცოდვად მოიაზრება ასეცაა კიბისაღმწერელის ნაშრომშიც XIV. ნაყროვნებისათვის; XV. სიძვისათვის; იქ მიახლოებით 120 სიტყვაა ამ ცოდვასთან და მის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, შენ ნახე მერე http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kibe/15.htm მე შევეცდები მრუშობის დამახასიათებელი სიტყვები ამოვკრიბო: ისე სიბინძურიდან დავიწყებ ეშმაკებს, როგორც ამბობენ, არაფერი ისე არ ახარებთ, როგორც ცოდვის ბოროტი სიმყრალე და არც ერთი სხვა ვნება ისე არ უყვართ - როგორც სხეულის შემბილწველნი. ეს კი მოციქულის სიტყვებს ეყრდნობა თუ ყოველივე ცოდვა, რომელი ქმნეს კაცმან გარეგან ხორცთა არს, ხოლო რომელმან ისიძვოს ხორცთა შინა თვისთა, სცოდავს (1კორ. 6.18), ეს უეჭველია. იმიტომ, რომ სიბილწის დინებით ჩვენი ხორცის თვით ბუნება შეიბღალება, სხვა ცოდვაში კი ეს არ ხდება. აქ ჩანს თვით ამ ცოდვის ორიგინალური სახე, კერძოდ ის რომ ეს პირდაპირ ხორცს შებღალავს, ყრვნის, ვიცი ახლა ეგ არა არგუმენტიო, მაინც თეოლოგიურიაო, მაგრამ მოიცა, ეს მაინც დავიმახსოვროთ რომ ეს ცოდვა პირდაპირ ხორცს უტევს, სულსაც რათქმაუნდა, რადგან აქ აქცენტი გადადის სულიერ შედეგებზე, რადგან ცოდვა ერთი შეხებითაც შეიძლება შემოვიდეს: 66. მხოლოდ ერთი შეხებით შეგიძლია, შებილწო სხეული, რადგან არაფერია ქვეყნად ამ გრძნობაზე სახიფათო. ახლა ნელნელა სიძვა/მრუშობის შედეგებიც ვნახოთ სიძვა ლოცვის დამაბრკოლებელია და ღვთის წინაშე ლოცვის უფლებას გვართმევს და გონებას გვიბნელებს. გავაგრძელებ შემდეგ, ნელნელა მივალთ მთავარ მიზნამდე იხარე, კაიროსი! ციტატა რაც შეეხება გაწონასწორებულობას და კორექტულობას თუ ეს ჩემ მიმართ იყო მომართული გმადლობთ. უბრალოდ ბევრი ფიქრი და თვითკრიტიკულობაა საჭირო არაფრის, ნამდვილად სწორს წერ ბოლოში, კარგი იქნება ეს ფორუმის ერთერთ ლოზუნგადაც იქცეს -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი