ქართული და უცხოური სამზარეულო, უცხოეთში მცხოვრები ფორუმელების თხოვნით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული და უცხოური სამზარეულო, უცხოეთში მცხოვრები ფორუმელების თხოვნით |
ნათია |
Nov 29 2007, 11:02 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თემა მზადაა! შეგიძლიათ დაწეროთ რეცეპტები, გააკეთოთ და "დააგემოვნოთ"
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
თათი87 |
Nov 30 2007, 12:29 AM
პოსტი
#2
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
:ნერწყვიგადავყლაპესმაილი:
ქათმის ფილე მოშუშეთ, დაამატეთ ხახვი მარილი და შავი წიწაკა, სოკო და ცოტა ხანი ცხლად შეფუთეთ. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ყველი და მაიონეზი. გემრიელად მიირთვით -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
თათარაშვილი |
Nov 30 2007, 01:58 AM
პოსტი
#3
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ხორციანი ღვეზელი "ნიანგი" ცომისთვის 1. 1 თერთმეტი გრამიანი საფუარის პაკეტი 2. 2 სუფრის კოვზი შაქარი 3. ცოტა მარილი 4. ერთი კვერცხი 5. 250 მლ თბილი რძე 6. ერთი სუფრის კოვზი ზეთი 7. 500 გრ ფქვილი გულსართი 1. ერთი პატარა თავი კომბოსტო 2. 2-3 თავი ხახვი 3. 500 გრამი ფარში 4. მარილი და წიწაკა გემოვნებით მომზადების წესი 1. დიდ ჯამში ავურიოთ ყველაფერი ერთად: კვერცხი, მარილი, თბილი რძე, საფუარი, შაქარი, მარილი, ზეთი, 500 გრ ფქვილი და მოვზილოთ ჩვეულებრივი ცომი, შემდეგ შევინახოთ გასაფუებლად. 2. ვამზადებთ გულსართს. ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა მოვთუშოთ. დაჭრილი კომბოსტო, ხახვი, ფარში (წიწაკა და მარილი გემოვნებით): 3. ვაბრტყელებთ ცომს, ვუსწორებთ გვერდებს კბილანებიანი დანით (როგორც სურათზეა გამოსახული), ხოლო ჩამოჭრილი ცომის ნაწილები შემდეგ გამოგვადგება. 4. შემდეგ გადაგვაქვს ცომი ცხიმწასმულ და "კალკიან" "ჟარონაზე" (ქართულად როგორ არის ვერ გავიხსენე ) და შუაში ვდებთ გულსართს. 5. ჩავჭრათ ცომი კუთხიდან 3-4 სანტიმეტრის სისქის ზოლებად, გულსართამდე, შემდეგ დავიწყოთ მისი დაწნა, ისე რომ დაუწნავი დარჩეს პირველი და ბოლო ნაწილები. 6. ზედა მხრიდან კეთდება თავი, ქვედა მხრიდან კუდი. 7. ცომის მორჩენილი ნაწილებიდან გამოვწერწოთ თვალები და თათები. 8. მარკრატლით ჩავუწრათ "ეშვები". 9. ტანიც დავუსეროთ მაკრატლით. 10. ღუმელში ვაცხობთ 200 გრადუსზე, შეწითლებამდე. გამოცხობამდე 10 წუთით ადრე ჩვენს "ცხოველუკას" () წავუსვათ კვერცხი და ცოტა ხნით დავაბრუნოთ ღუმელში დაა ჩვენი ნიანგიც გამოცხვა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი