![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
თემა მზადაა! შეგიძლიათ დაწეროთ რეცეპტები, გააკეთოთ და "დააგემოვნოთ"
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
თათი87 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
:ნერწყვიგადავყლაპესმაილი:
ქათმის ფილე მოშუშეთ, დაამატეთ ხახვი მარილი და შავი წიწაკა, სოკო და ცოტა ხანი ცხლად შეფუთეთ. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ყველი და მაიონეზი. გემრიელად მიირთვით -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
ხორციანი ღვეზელი "ნიანგი" ![]() ცომისთვის 1. 1 თერთმეტი გრამიანი საფუარის პაკეტი 2. 2 სუფრის კოვზი შაქარი 3. ცოტა მარილი 4. ერთი კვერცხი 5. 250 მლ თბილი რძე 6. ერთი სუფრის კოვზი ზეთი 7. 500 გრ ფქვილი გულსართი 1. ერთი პატარა თავი კომბოსტო 2. 2-3 თავი ხახვი 3. 500 გრამი ფარში 4. მარილი და წიწაკა გემოვნებით მომზადების წესი 1. დიდ ჯამში ავურიოთ ყველაფერი ერთად: კვერცხი, მარილი, თბილი რძე, საფუარი, შაქარი, მარილი, ზეთი, 500 გრ ფქვილი და მოვზილოთ ჩვეულებრივი ცომი, შემდეგ შევინახოთ გასაფუებლად. 2. ვამზადებთ გულსართს. ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა მოვთუშოთ. დაჭრილი კომბოსტო, ხახვი, ფარში (წიწაკა და მარილი გემოვნებით): ![]() 3. ვაბრტყელებთ ცომს, ვუსწორებთ გვერდებს კბილანებიანი დანით (როგორც სურათზეა გამოსახული), ხოლო ჩამოჭრილი ცომის ნაწილები შემდეგ გამოგვადგება. ![]() 4. შემდეგ გადაგვაქვს ცომი ცხიმწასმულ და "კალკიან" "ჟარონაზე" (ქართულად როგორ არის ვერ გავიხსენე ![]() ![]() 5. ჩავჭრათ ცომი კუთხიდან 3-4 სანტიმეტრის სისქის ზოლებად, გულსართამდე, შემდეგ დავიწყოთ მისი დაწნა, ისე რომ დაუწნავი დარჩეს პირველი და ბოლო ნაწილები. ![]() 6. ზედა მხრიდან კეთდება თავი, ქვედა მხრიდან კუდი. ![]() 7. ცომის მორჩენილი ნაწილებიდან გამოვწერწოთ თვალები და თათები. ![]() 8. მარკრატლით ჩავუწრათ "ეშვები". ![]() 9. ტანიც დავუსეროთ მაკრატლით. ![]() 10. ღუმელში ვაცხობთ 200 გრადუსზე, შეწითლებამდე. გამოცხობამდე 10 წუთით ადრე ჩვენს "ცხოველუკას" ( ![]() დაა ჩვენი ნიანგიც გამოცხვა ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 02:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი