კითხვები, და პასუხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები, და პასუხები |
ნათია |
Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი.. იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ... იმედია არ გაოფდება თემა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ალექსანდრე |
Nov 30 2007, 04:24 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ნათია
ციტატა მაინტერესებს, სადმე თუ უწერიათ წმ. მამებს შემთხვევით მკვლელობაზე (მაგ: თუ თავდაცვის მიზნით შემოგაკვდა ვინმე რა "ხარისხის" ცოდვად გეთვლება) უნებლიე მკვლელობისათვის, ადრინდელი დადგენილება ბრძანებს 7 წლით (ეპიტიმიას) დაწესებულ ხარისხთ მიხედვით, სრული ზიარების მიღებამდე. ხოლო მეორე (ახალი) დადგენილება კი 5 წლის სესრულებას ბრძანებს [ანკირიის კრების 23-ე კანონი] ვინც უნებლიედ მკვლელობას ჩაიდენს, მისთვის საკმარისია 11 წლით განკანონება. [ბასილი დიდის მე-11 კანონი] უნებლიე კაცისმკვლელი ათი წელი არ უნდა ეზიაროს სიწმიდეს [ბასილი დიდის 57-ე კანონი] ცხადია, რომ ასეთებს ეკლესიის გამგებელმა მათი სინანულის რაგვარობისა და ქცევის მიხედვით უნდა შეუმოკლოს განკანონების დრო, რომლის მიხედვით სინანულის თითოეულ საფეხურზე შეუმცირდებათ სასჯელი, რადგან გულმოდგინება მისწრაფებით ქცევისა დასძლევს დროს და გულმხურვალე წადილი მათი, რომლებიც უმკაცრესად განიწმენდენ და გაიმართლებენ თავს, სძლევს და აღემატება დროის სიგრძეს [გრიგოლ ნოსელის მე-4 კანონი] -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი