კითხვები, და პასუხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები, და პასუხები |
ნათია |
Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი.. იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ... იმედია არ გაოფდება თემა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
KAIROS |
Nov 30 2007, 02:54 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ქალური საწყისის სწავლება ეს უძველესი გნოსტიკურ-ქრისტიანული , და მანამდელი წარმართული დუალისტური წარმოდგენაა სამყაროს წარმოშობის შესახებ, უპირველი ზე.მამა, რომლიდანაც იშობა ქალური საწყისი და მისგან გამოდიან ეონები და ა.შ. საკმაოდ ჩახლართული სწავლებაა, წარმართულ რელიგიებში კი ქალური საწყისი ზოგჯერ გაიგებოდა პირდაპირი საწყისის ფორმით ან "რიგითი" ქალღმერთის სახით, ეკლესიაში დაგმობილია რაიმე "სქესობრივი " დაყოფა საწყისებისას, და საწყისის სრულიად სხვა სწავლება არსებობს... ციტატა წმინდა მამები მართავდნენ თუ არა სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებთან დიალოგს საქმე იმაშია, რომ ზოგადად ვერ ვიტყვით ვერც კის, ვერც არას, რადგან ეს ძალიან პირობითი კითხვაა, იგი დამოკიდებულია ბევრ რამეზე, კერძოდ პერიოდზე,ანუ მნიშვნელოვანია: კითხვა- როდის? მაგალითად, როცა ჯვაროსნები ათონის მთას არბევდნენ და კონსტანინეპოლს ძარცვავდნენ, საერთოდ შეუძლებელი იყო რაიმე დიალოგზე საუბარი, მაგრამ იგივე ჯვაროსნების დროს (ოღონდ I-III ლაშქრობებისას) , საკმაოდ აქტიური იყო ბიზანტიის იმპერატორის და საეკლესიო საყდრის ( ისევე როგორც საქართველოსი) მოლაპარაკებები რომთან, ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ მეორე კითხვა "სად"- ანუ ხშირად მოლაპარაკებები, შეიძლება დაიწყოს ან შეიძლება ჩიხში შევიდეს იქიდან გამომდინარე თუ სად იმყოფება ესათუის ქვეყანაში მცხოვრები მამა, კერძოდ რუმინეთის და ბულგარეთის ეკლესიებს უფრო ხშირი და ინტენსიური კონტაქტი აქვთ კათოლიკებთან , რადგანაც პირდაპირ ესაზღვრებიან მათ და მათი მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილიც კათოლიკეა, შესაბამისად დიალოგი იქ, თვითონ ეკლესიის სინოდის და წმ. მამების მხრიდანაც, საკმაოდ ცნობილი მოვლენაა და საკმაოდაც ნაყოფიერი, რაღათქმაუნდა არსებული პრობლემების არ დავიწყებით ( უკრაინა და ა.შ.), ასე რომ დიალოგი შეიძლება და რაღაც გაგებით აუცილებელიცაა , და მას ერიდებიან მხოლოდ მაშინ, როცა უცილობლად ზიანის მომტანია ეკლესიისათვის. ალექსანდრე, ყოჩაღ! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 02:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი