ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Dec 1 2007, 01:46 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა თავი ოცდამეშვიდე სიამოვნებათა შესახებ სიამოვნებათაგან ნაწილი სულისმიერია, ნაწილი სხეულებრივი. სულისმიერია ის, რაც საკუთრივ მხოლოდ სულისა არის, როგორც მაგალითად, სწავლასთან და მჭვრეტელობასთან დაკავშირებული სიამოვნებანი სხეულებრივია ის, რაც სულთან ზიარებით სხეულის კუთვნილებაც ხდება და ამიტომ სხეულებრივად იწოდება, როგორც მაგალითად, საჭმელთან, თანაყოფასთან და სხვა ამგვართან დაკავშირებული სიამოვნებანი. ამასთან, ვერავინ იპოვის ისეთ ისამოვნებას, სხეულს რომ ეკუთვნის მხოლოდ. კიდევ, სიამოვნებათაგან ნაწილი ჭეშმარიტია, ნაწილი ყალბი, ნაწილი მხოლოდ აზროვნებისეული (მეცნიერებითად და მჭვრეტელობითად), ნაწილი კი სხეულებრივი (გრძნობადი). სხეულისეულ სიამოვნებათაგან ნაწილი არის ერთობლივად ბუნებისეულიც და აუცილებელიაც, რომლების გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, როგორებიცაა, მაგალითად, სინაკლულის შემავსებელი საჭმელი და აუცილებელი სამოსი; ნაწილი თუმცა ბუნებისეულია, მაგრამ არა აუცილებელი, როგორც, მაგალითად, ბუნებითი და რჯულისმიერი სქესობრივი კავშირი, რადგან იგი ემსახურება მთელი მოდგმის შენარჩუნებას, მაგრამ შესაძლებელია, აგრეთვე, მის გარეშე ცხოვრებაც ქალწულებრივად; ნაწილი არც აუცილებელია და არც ბუნებისეული, როგორც, მაგალითად, სიმთვრალე, ავხორცობა და ნაყროვანება, არც ამეტებს საჭიროებას, რადგან ისინი არც ჩვენი სიცოცხლის განმტკიცებას ემსახურებიან და არც მოდგმის მემკვიდრეობითობას, არამედ, პირიქით, ზიანს გვაყენებენ. ამიტომ, ვინც საღვთოდ ცხოვრობს, მართებს მას ესწრაფვოდეს იმ საიმოვნებებს, რომლებიც ერთდროულად აუცილებელიცაა და ბუნებისეულიც, ხოლო რაც ბუნებისეულია და არა აუცილებელი, მეორე რიგში უნდა მოაქციოს მან, - მხოლოდ შესაფერისი ჟამის, წესისა და ზომის კვალობაზე მისი აღსრულებით, სხვა დანარჩენი კი უნდა უკუაგდოს მთლიანად. კარგ სიამოვნებად მიიჩნევა ის, რასაც არ შეერთვის მწუხარება, რაც არ იწვევს სინანულს, არცთუ სხვა რამ ზიანს გვაყენებს, რაც არ გადადის ზომას, არც მეტისმეტად მოგვწყვეტს საშური საქმეებისგან და არ გვიმონებს." ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია, გამოვყავი ძალიან საჭირო ციტატები, რადგან ხაფრან ჩემო, შენ სრულიად უკუაგდებ ხორციელ სიამოვნებათ, რაც არაბუნებრივია და შეუძლებელია მოკვდავ ხორცში მყოფთათვის, მაგ : ჭამა , აი ნაწყვეტი, " სხეულისეულ სიამოვნებათაგან ნაწილი არის ერთობლივად ბუნებისეულიც და აუცილებელიაც, რომლების გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, როგორებიცაა, მაგალითად, სინაკლულის შემავსებელი საჭმელი", უფალიც იკვებებოდა, ხოლო როცა სხეულებრივად ამაღლდა, ამაღლდა არა იმ ხორცით, რომელსაც კვება და შემოსვა ესაჭიროებოდა, არამედ უკვე განღმრთობილი ხორცით, ასე რომ ხორციელ სიამოვნებათაგან სამი ნაწილი გამოგვირჩია წმ. მამამ: 1) ბუნებრივი და აუცილებელი ( ჭამა, შემოსვა) 2) ბუნებრივი და არა აუცილებელი ( სქესობრივი კავშირი...) 3) არაბუნებრივი და არა აუცილებელი,არამედ საზიანო მაგ; მემთვრალეობა ... ასე რომ პირველი-ორი ხორციელ სიამოვნებათაგან, რადგანაც ბუნებრივნი არიან, შეწყნარებულია ეკლესიის მიერ, ხოლო მესამე დაგმობილია, ანუ თქმა იმისა, რომ თუკი ვინმე ბუნებრივი და კანონიერი სქესობრივი ტკბება, რაც ასევვე ბუნებრივია, რადგან ასეა გონივრულად მოწყობილი ადამიანი ( და არა მარტო იგი), არაა დასაგმობი, არც ისაა დასაგმობი, როცა ჭამ რაიმეს გსიამოვნებს, რადგან გემოვნების შემგრძნობი ნაწილებიც სხეულში უფლის ნებით არიან, სხვაა როცა ვინმე მათზე ამაღლდება ან ქალწულად დარჩება ან ზოგიერთ იშვიათ მეუდაბნოე მამათა მსგავსად "მწარეთ" შეჭამს, მაგრამ ეს უკანასკნელნი ღვაწლია და არა აუცილებლობა! იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი