ღვთისმეტყველების საგანი, განსაზღვრება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველების საგანი, განსაზღვრება |
დათიკო |
Nov 7 2006, 02:18 AM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ქრისტიანული ღვთისმეტყველება ანუ თეოლოგია, ბერძნულად θεολογία, არის სწავლება ღვთის არსისა და ყოფიერების შესახებ.
ღვთისმეტყველება არასოდეს ყოფილა ერთი კონკრეტული სწავლება. ის სხვადასხვა საგნების ერთობლიობას წარმოადგენს. ღვთისმეტყველების ძირითადი საგნებია: დოგმატური ღვთისმეტყველება ლიტურგიკული ღვთისმეტყველება ზნეობითი ღვთისმეტყველება შედარებითი ღვთისმეტყველება ეგზეგეტიკა აპოლოგეტიკა ჰომილეტიკა ეკლესიოლოგია ქრისტიანული ანთროპოლოგია ქრისტოლოგია იკონოლოგია ესქატოლოგია და ა.შ. უფრო იოლი და გასაგები რომ ოყოს საგნის არსის რაობა აი ეს ლექცია გადაიკითხეთ ეს გახლავთ ალექსეი ოსიპოვის პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ღვთისმეტყველება. (უკაცრავად რუსული ვინც არ იცის, სამწუხაროდ ქართულად ნათარგმნი ლიტერატურა არც თუ ისე ბევრია) ასევე ღვთისმეტყველება წარმოუდგენელია იოანე დამასკელის „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემის“ გარეშე (ქართულად) ამ თემაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ თავად ქრისიტიანული ღვთისმეტყველების საგნის (საგნების) შესახებ. ვიმსჯელოთ რიგ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებული საღვთისმეტყველო პრობლემებთან. გავუზიაროთ ერთმანეთს საქვთისმეტყველო ლიტერატურის ბმულები, სასარგებლო ინფორმაცია და ა.შ. შეგვეწიოს უფალი |
დათიკო |
Nov 24 2006, 01:46 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
კანონისტი
ციტატა ორივე შემთხვევაში ძირითადად პირველწყაროებს ვეცნობი ხოლმე. ესქატოლოგიაში წინასწარმეტყველებებს და მამათა მოსაზრებებს, ხოლო ლიტურგიკაში - უძველეს საღვთისმსახურო ტექსტებს (რასაც ვიშოვი) გეთანხმები. ეგ ყველაზე კარგიო ვარიანტია. თუმცა ყველაზე რთული და შრომატევადი. მათი მოძიება ძალიან ძნელია. არ ვიცი ალბათ გექნება ამ ბიბლიოთეკების ბმულები, მაგრამ მაინც დავდებ. აქ საკმაოდ კარგი ლიტერატურაა და თუ შენ გაქვს ვისაც არ აქვს ის მაინც ისარგებლებს www.wco.ru/biblio www.krotov. info |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2024 - 06:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი