მართლმადიდებლური სასწაულები, დასტური ეკლესიის ჭეშმარიტებისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლური სასწაულები, დასტური ეკლესიის ჭეშმარიტებისა |
მნათე |
Aug 19 2006, 02:11 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
აქ მოვათავსოთ სასწაულების ამსახველი ფოტოები, - წმიდათა უხრწნელი სხეულები
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
იოანა |
Aug 22 2006, 08:09 PM
პოსტი
#2
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
მინდა მოგითხროთ იმ სასწაულის შესახებ, რომელიც ოიანგაში (ქვემო ქართლი) ხორციელდება. ერთ დროს ოიანგა(ოლიანკა) იყო ბერძნული სოფელი, დღეს კი ნამოსახლარებია თუ არ ჩავთვლით კანტიკუნტად ჩასახლებულ სომხებს.
ოიანგაში არსებობს ორი მონასტერი: დედათა და მამათა; წყაროს სათავეზე, რომელსაც კალმახების წყაროს უწოდებენ (სასწაულიდან გამომდინარე), აგებულია პატარა სამლოცველო (სურატებს გვიან მოგაწვდით) ვარაუდობენ, რომ ეს სამლოცველო ბერძნების მიერ იყო დაარსებული, თუმცა კი მისი ზუსტი წარმომავლობა და დაარსების თარიღი სამწუხაროდ უცნობია. იქვე ახლოს ასევე არსებობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. სამლოცველოს საკურთხეველი ემთხვევა წყაროს სათავეს, სადაც ბინადრობს მამრი კალმახი, რომელიც მხოლოდ ქვირითობის დროს და სიკვდილის წინ გამოდის გარეთ, სხვა შემთხვევაში მუდამ საკურთხევლის ქვეშ იმყოფება. ქვირითობის შემდეგ, როცა ლიფსიტები გაჩნდებიან, ნაწილი ლიფსიტებისა მიჰყვება წყლის დინებას, ნაწილი კი აუზში რჩება. მდედრი კალმახი და უკვე გამორჩეული ლიფსიტები ბინადრობენ აუზში. ისინი არასოდე შედიან საკურთხეველში და არც წყაროს დინებას მიჰყვებიან. მამრი კალმახი ცოცხლობს 25-28 წელიწადი. სიკვდილის მოახლოებისას გამოდის საკურთხევლიდან, აუზში მობინადრე მამრი ლიფსიტებინად არჩევს ერთს, შეჰყავს საკურთხეველში და ტოვებს მანდ, შემდეგ გამოდის გარეთ და კვდება. როდესაც მომლოცველები მიდიან, აუზში მობინადრე კალმახები მიმალული ადგილებიდან გარეთ გამოდიან. ჩვენს შემთხვევაში ერთდროულად ოთხი ლიფსიტა გამოვიდა, რამაც ბერებში გაოცება გამოიწვია (როგორც წესი ამდენი ერთად არ გამოდის). ასევე ყველა მომლოცველს ბერების დახმარებით საშუალება ეძლევა ხელი შეახოს საკურთხეველში მობინადრე კალმახს... როგორც ამბობენ ზოგიერთი მომლოცველის წინაშე კალმახი დიდი ხნით ჩერდება და მოფერების საშუალებას აძლევს. ჩვენს შემთხვევაში კი მხოლოდ მოხარშული კვერცხისთვის გამოვიდა საკურთხევლის იმ ნაწილამდე, სადაც ხელის მიწვდენა შეიძლება. თუმცა კი ყველამ მოვახერხეთ კალმახს წამით შევხებოდით. ხელით შეხების შემდეგ კი განვიბანეთ... როგორც ექსკურსიამძღოლმა გვითხრა, ეს სასწაული გამართლებაა დავით მეფსალმუნის სიტყვებისა "ყოველი სული აქებდით უფალსა..." პ.ს ჩვენი იქ ყოფნის დროს განხორციელდა მეორე სასწაული: მამებმა თავიანთ სატრაპეზოში გვატრაპეზეს -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 04:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი