გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი |
Georg |
Nov 3 2006, 12:31 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
გრიგოლ ბაკურიანი - პეტრიწონში არც ერთი ბერძენი ბერად!
პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი - შედგენილია ბიზანტიის სამსახურში მყოფი ქართველი დიდებულის, დასავლეთის დიდი დომესტიკოსის გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ 1083 წელს. პეტრიწონში დაარსებული ქართველთა მონასტრის ტიპიკონი შედგენილი იყო ქართულ და ბერძნულ ენებზე. ჩვენამდე მოაღწია ორივე ტექსტმა. ისინი გამოცემულია მაღალ მეცნიერულ დონეზე. ივანე ჯავახიშვილის დროს გამოცემული იყო ტიპიკონის მხოლოდ ბერძნული ტექსტი, განხორციელებული ბელგიელი ორიენტალისტის ლუი პეტის მიერ (1904 წელს). ივანე ჯავახიშვილი როდესაც აღწერს "საქართველოს სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას გაერთიანების ხანაში", ერთგან აღნიშნავს, რომ "ქართველთა ამ გრძნობის (მოძალადე ბიზანტიელთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების) გამომხატველია გამოჩენილი ქართველი მოღვაწის გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, რომელიც მან თავის მიერ დაარსებულს პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონში შეიტანა, რომ მონასტერში ბერძენი არასდროს არ შეეშვათ ბერად, შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ბერძენი ყოფილიყო, ისიც მხოლოდ ბერძნულის მწერლად". ივანე ჯავახიშვილი ენციკლოპედიური ლექსიკონი, თსუ-ს გამომცემლობა, 2002 წელი, გვ. 525; -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
ვეშაპო |
Nov 24 2006, 09:54 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
Sotiris
აქაც მოხვდი კაცო? რა იყო, როგორ გევასება ეს ბერძნები? გადადი ბარემ ბერძნულ გვარზე და მოგვაფურთხე ჩვენ, ჩვენი ხომ არც გალობა ვარგა, არც ხატი და არც ეკლესია. ციტატა 1) შენ თქვი ბიზანტია თურქებივით მოგვეპყროო. მე გეუბნები ბიზანტიამ სვეტიცხოვლის შენება დაგიფინანსა მეთქი. ახლა შენ უნდა წარმოადგინო საბუთი სადაც წერია, რომ თურქებმაც დაგიფინანსეს სვეტიცხოვლის რემონტი და შენება-შემკობა. ეგ რა შუაშია? მასე, რუსებმა I სკოლა აგვიშენეს. რა, კარგი სახელმწიფოა ჩვენთვის? იმაზე რატომ ხუჭავ თვალებს, შოთა რუსთაველის ფრესკას რაც უქნეს შენმა საყვარელმა ბერძენმა ბერებმა? ქართველი ბერების ივერიონიდან გამოძევება რატომ გავიწყდება, თავის წვერებით დათრევით და კინწისკვრით? 100 000 ქრისტიან ბულგარელს თვალები, რომ დათხარა ბასილი კეისარმა, ბულგარელების ბრალი იყო? ბიზანტია ამოწყდა ღვთის ნებით და ალბათ მისი "წყალობითაც" (იმედი მაქვს, რუსეთსაც იგივე ბედი ეწევა). ისე ამწარებდა სხვა ქრისტიან ქვეყნებს, რატომ გიკვირს, რომ ასეთი ტიბიკონი იყო პეტრიწონში? თუ, აქაც შენი ვერსიები და მოსაზრებები გაქვს, "ბიზანტიური" გალობის არ იყოს? -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 08:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი