თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
marine |
Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც
აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ. "...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა. იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“). ...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“ თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“ P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში: ტროპარი, ხმა 4. წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
TuTashxia |
Dec 4 2007, 02:02 AM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 |
თამარი
1166 - 1209 ასული გიორგი III-ისა, საქართველოს მეფე 1184-1209 წლებში; განთქმული ლეგენდარული სიმშვენიერით, სიბრძნითა და ზნეობით. დაიბადა 1166 წლის 1(14) მაისს; მამამ, გიორგი III-მ, თანამმართველად დაისვა 1178 წელს, ხოლო 1184 წელს მამის სიკვდილის შემდეგ - იგი ერთპიროვნული ხელმწიფე გახდა. გამეფებისთანავე თამარი დიდგვაროვანმა ფეოდალებმა აიძულეს მაღალი თანამდებობიდან გადაეყენებინა ”უგვარო” ვაზირები (ყუბასარ ნაყივჩაღარი და აფრიდონი). შემდეგ, მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის ”დასმა” სცადა თამარისთვის უმაღლესი საკანონმდებლო ძალაუფლების ჩამორთმევა და საამისოდ ცალკე დაწესებულების, ”ისნის კარავის” დაარსება. ყუთლუ-არსლანი თამარის ბრძანებით შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს. მაშინ პყრობილის მომხრეებმა აჯანყება დააპირეს. თამარმა საომრად აღძრულთა ბანაკში შუამავლად ორი ქალი, გაგზავნა - ხუაშაქი ცოქალი და კრავაი ჯაყელი. და ამ მოციქულებმა დააცხრეს ”დასელების” მღელვარება. ამრიგად,თამარმა ამ გამოსვლის დათრგუნვა შესძლო, თუმცა ”დარბაზის” უფლებები მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მეფესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მასთან მოთათბირების გარეშე არ შეეძლო. საერთოდ თამარის დროს დავით აღმაშენებლის და გიორგი III-ის მიერ დათრგუნულმა ფეოდალებმა მეტ-ნაკლებად ისევ ”თავი წამოყვეს” და სამეფო ხელისუფლების ნაწილობრივი გაკონტროლება შესძლეს, რამაც თამარის მემკვიდრეების დროს ცუდი შედეგები გამოიღო. 1185 წელს თამარი საკუთარი ნების წინააღმდეგ დააქორწინეს რუს უფლისწუზე სუზდალის მთავრის ანდრეი ბოგოლუბსკის ვაჟზე - იურიზე (ქართველები მას ”გიორგი რუსს” ეძახდნენ), ქორწინება უიღბლო გამოდგა - გიორგი რუსი სოდომური გარყვნილებით დაავადებული აღმოჩნდა და იგი თამარმა ქმრობიდან მოიკვეთა და საქართველოდანაც გააძევა. გიორგი რუსმა ორჯერ ძალით სცადა საქართველოში დაბრუნება (1186, 1191წწ.), მაგრამ ამაოდ.თამარ მეფის მეორე ქმარი 1189 წელს გახდა დავით სოსლანი, ოსეთის სამეფოს კარზე აღზრდილი ქართველი უფლისწული (ბაგრატიონთა შორეული შთამომავალი). დავით სოსლანმა ერთგვარად განამტკიცა სამეფო ხელისუფლება, იგი ყველენაირად გვერდში ედგა გვირგვინოსან ხელმწიფეს. თამარ მეფის ხანა საქართველოს სამეფოს სიძლიერის აპოგეაა, ქართველებმა არა ერთი წარმატებული ლაშქრობა მოაწყვეს საქართველოს საზღვრების გასაფართოებლად: არანსა და გელაქუნს (1184წ.), ყარსსა და კარნიფორას (1185წ.), დვინს (1186წ.), განძას (1187წ.), ტაოს (1189წ.), ბარდავს (1193წ.), ერზურუმს (1193წ.), არაქსის ხეობას (1193წ.), შამქორს (1195წ.), ამბერდს (1196წ.), განძას (1202წ.), იდევ დვინს (1202წ.), არტაანს (1203წ.) ადარბადაგანს (1203წ.), ხლათს (1203წ.), პონტოს (1204წ.), ბასიანს (1204წ.), არჭეშს (1208წ.), არდაველს (1208წ.), სპარსეთს (1209წ.) და სხვ. ამ ბრძოლათაგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ორი - შამქორის (1195წ.) და ბასიანის (1204წ.) ორივეჯერ ქართველებმა დაამარცხეს მუსულმანურ ქვეყანათა დიდი კოალიციები: პირველად ადარბადაგანის ამირა აბუბაქარის, მეორედ რუმის სულთან რუქნ-ად-დინის მეთაურობით. ამ ლაშქრობათა შედეგად საქართველოს საზღვრები არნახულად გაფართოვდა, იგი მოიცავდა მთელს ამიერ და იმიერ კავკასიას. საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ შირვანის, დარუბანდის, განძის, ადარბადაგანის, ხლათის და არზურუმის საამიროები. 1204 წელს თამარის თაოსნობით პონტოში შეიქმნა საქართველოს სატელიტი ”ტრაპიზონის იმპერია”. გარდა სამხედრო-პოლიტიკური სიძლიერისა თამარის ეპოქაში საქართველო კულტურულ აყვავებასაც განიცდიდა. თვით თამარ მეფის პიროვნება სიცოცხლეშივე ლეგენდებით შეიმოსა, მეხოტბეები კი მას ”სამებისაგან ოთხად თანააღზევებულსაც” კი უწოდებდნენ. თამარ მეფე გარდაიცვალა 1209 წლის შემოდგომაზე. დარჩა ორი შვილი - გიორგი (ლაშა-გიორგი) და რუსუდანი. თამარის დაკრძალვის ადგილი უცნობია. -------------------- დიდგორი the best
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 04:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი