ღვთის ნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთის ნება |
ninca |
Nov 15 2006, 11:06 PM
პოსტი
#1
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
მშვიდობა თქვენ სულს!
ამ ქვეყნად ყველაზე მთავარია, ადამიანმა იცოდეს, თუ რა არის ღვთის ნება და საღვთო მოშურნოებით იღვწოდეს მის შესასრულებლად. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მივხვდეთ ამათ თუ იმ ცხოვრებისეულ სითოაციაში, თუ რა არის ღვთის ნება? |
ვეშაპო |
Nov 24 2006, 10:48 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
glaxa
ციტატა და ნუ თანახატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი: კეთილი, სათნოი და სრული. პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ 12:2 აააა, მივხვდი მე მგონი. აქ მგონი წერია, რომ ნუ ჩაიძირებით ნამეტანი ამ ქვეყნიურ საზრუნავში, არამედ იცხოვრეთ ღვთისთვის სათნო ცხოვრებით, რათა ნახოთ ღვთის კეთილი ნება. მე რას ვამბობ იცი? აი, მაგალითად წმიდა გიორგი ხომ აწამეს და თავი მოჰკვეთეს. ღვთის კეთილი ნება იყო წმ. გიორგის ცხონება, მაგრამ ამსთანავე ღვთის ნება იყო მისი წამებაც. ანუ თვითონ წამების ფაქტი არის ცუდი და ცხონების ფაქტი არის კარგი. ეს ორივე ღვთის ნებაა. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 06:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი