![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დიპტიხი
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე დიპტიხი არის მართლმადიდებელთა ღვთისმსახურების დროს ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მოხსენების რიგითობა, ანუ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების მოხსენების რიგი. ის წარმოადგენს გამოხატვას სულიერი და კანონიკური ერთობისა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიატა შორის. მართალია, მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას არ გააჩნია ერთიანი ადმინისტრაციული ცენტრი, მაგრამ ყოველი დამოუკდებელი, ავტოკეფალური ადგილობრივი ეკლესიის მეთაური და მისი დიაკონი ღვთისმსახურების დროს მოიხსენებს სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს, ამით ის გამოხატავს, რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, ეროვნებისაგან დამოუკიდებლად, შეადგენს ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. ყველა ადგილობრივი ეკლესია ერთმანეთის მიმართ თანაბარია და თანასწორი. არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი, უპირატესი და უმცერისი ეკლესია. მრავალრიცხოვნება ან ტერიტორიის სიდიდე არ ანიჭებს უპირატესობას რომელიმე ეკლესიას მეორე მცირე ეკლესიის წინაშე. მამათა კანონების თანახმად, ყოველი ეკლესიის თავისუფლება მოპოვებულია უფალ იესო ქრისტეს სისხლით. III მსოფლიო კრება მე-8 კანონში წერდა, რომ ყოველი ეკლესიის დამოუკიდებლობა და თავისუფლება „... თჳსითა სისხლითა მოგუანიჭა ჩუენ უფალმან ჩუენმან ისეუ ქრისტემან, განმათავისუფლებელმან ყოველთა კაცთამან.“ ღვთის სიტყვის თანანახმად, ქრისტეს ეკლესიაში არ არის არც ელინი, არც იუდეველი, არც ბარბაროსი, არც სკვითი. მოციქულთა 34-ე კანონი ყველა ეთნიკური ოლქის ეკლესიას თავისთავადობას ანიჭებს. ის არ აძლევს რომელიმე ეკლესიას უპირატესობას, ამიტომაც თანამედროვე დიპტიხში ეკლესიათა მეთაურების მოხსენიების დროს, ერთი ეკლესიის მეთაურის სხვა ეკლესიის მეთაურის წინ თუ უკან დაყენება, გარკვეული თვალსაზრისით ერთისათვის „უპირატესობის“ მინიჭება მეორესთან შედარებით, არ შეესაბამება ქრისტიანობის არსს, თუმცა თავისი ტრადიცია აქვს. ისტორია ნათელყოფს და მოციქულთა 34-ე კანონი უჩვენებს, რომ იმ დიპტიხის წინასახე, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვიყენებთ, ჩამოყალიბდა ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარების შემდეგ და არ არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში (იმპერატორთა გაქრისტიანებამდე). დიპტიხი არსებობდა მხოლოდ აღმოსავლეთ რომის იმპერიის შიგნით მყოფი ეკლესიების საჭიროებისათვის. დიპტიხი ბიზანტიურ ეკლესიაში იხმარებოდა. დასავლეთ რომის იმპერიის ეკლესიაში კი ღვთისმსახურების დროს არასოდეს არ იხმარებოდა დიპტიხი. ასევე, რადგანაც იბერიის სახელმწიფო არსებობდა ბიზანტიისაგან დამოუკიდებლად, ქართული ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური ბიზანტიურ დიპტიხებში შეტანილი არ ყოფილა. დიპტიხი სჭირდებოდათ იმპერიის შიგნით, იმპერიაში შემავალ ეკლესიებს თავიანთი საჭიროებისათვის. დიპტიხი იყო განსაზღვრული წესრიგი კათედრების მეთაურების რანგების მიხედვით განაწილებისას. დიპტიხი საზღვრავდა ეკლესიათა შორის დამოუკიდებლობას. დიპტიხის შექმნა მოითხოვა იმპერიის ერთიანობისა და დაუშლელობის საჭიროებამ, რათა იმპერიის ფარგლებში მყოფ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ეკლესიათა შორის, ასევე ეპისკოპოსთა შორის არ დაწყებულიყო დაუსრულებელი კამათი, წინააღმდეგობა ეკლესიათა და კათედრათა ღირსებისა და პატივის ხარისხის განსაზღვრისას. დიპტიხის შექმნის შედეგაც კი ერთი ეკლესიის ან კათედრის მეთაურის მიერ მეორის დაწყევლის ან ანათემაზე გადაცემის დროს ერთი ეკლესია მეორე ეკლესიას ამოშლიდა ხოლმე თავისი დიპტიხიდან. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
იერუსალიმელი პატრიარქები დოსითეოსი და ხრისანფი წერენ - ლაზიკის ეპარქიაში შემავალი ფასისისა სამიტროპოლიტოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დიპტიხში ეჭირა 27-ე ადგილი, ხოლო ტრულის კრებას ლაზების ქვეყნიდან (ე. ი. ქვემო იბერიიდან) ესწრებოდნენ თეოდორე ფაზისელი და იოანე პეტრონის ეპისკოპოსიო.
აქედან აშკარად ჩანს, რომ დიპტიხში შეტანილი იყო ბიზანტიის ქართული ქალაქების ეპისკოპოსები, ხოლო ბიზანტიის გარეთ მყოფი ქართული ქალაქების ეპისკოპოსები კი - არა. ესე იგი, დიპტიხი ბიზანტიური სახელმწიფოს საჭიროებისთვისაა შედგენილი, ამიტომაც იბერიის ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენელთა მოუხსენებლობა ძველ დიპტიხში იმის ნიშანი კი არაა, რომ ასეთი ავტოკეფალური ეკლესია არ არსებობდა, არამედ პირიქით არსებობდა და არ ექვემდებარებოდა იმპერიაში შემავალ საპატრიარქოებს - ჭეშმარიტად ავტოკეფალური იყო. აღმოსავლური (ბიზანტიური) დიპტიხის ახალი გახსენებაა პარიზის კოდექსი XV საუკუნისა, სადაც იხსენიება მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) პატრიარქი, ალექსანდრიელი, ანტიოქიელი და იერუსალიმელი პატრიარქები, მაგრამ ამ კოდექსზე უფრო მნიშვნელოვანია XV საუკუნის 30-იან წლებში შემდგარი „მსოფლიო“ საეკლესიო (ფერარა-ფლორენციის) კრებაზე დაცული დიპტიხი, რადგანაც ამ კრებას ესწრებოდნენ მსოფლიოს ხუთივე საპატრიარქოსა და იმ დროს არსებული ყველა ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენლები. ამ კრების ოქმებს პატრიარქებმა და იმათმა წარმომადგენლება ხელი მოაწერეს. მართალია, ეს კრება „ყაჩაღური“ კრება იყო და მის ოქმებს იბერიის ეკლესიის წარმომადგენელმა ხელი არ მოაწერა, მაგრამ კრება ყაჩაღური იყო სარწმუნოების საკითხებში და არა დიპტიხის საკითხში. ამ „მსოფლიო“ კრებაზე დაცული იყო წინა მსოფლიო კრებათა კანონები ეკლესიათა განლაგების შესახებ. მეთხუთმეტე საუკუნის ამ კრების დიპტიხი ასეთი იყო: - რომის ეკლესია, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის საპატრიარქოები, იერუსალიმის შემდეგ მეექვსე ადგილზე დგას იბერიის ეკლესია. აქედან ჩანს, რომ ძველ დიპტიხში იბერიის ეკლესიას ეჭირა მეექვსე ადგილი. მაგრამ ასეთი სახის დიპტიხი მხოლოდ მთელი მსოფლიოს ეკლესიას შეეხებოდა. კონსტანტინოპოლის და ბიზანტიურ დიპტიხებში XVI საუკუნემდე შეტანის უფლება მხოლოდ ოთხი აღმოსავლელი პატრიარქის პრივილეგია იყო. მართალია, XVI საუკუნეში, რუსეთის საპატრიარქოს დაარსების შემდეგ მოსკოვის პატრიარქს ნება მიეცა დიპტიხში და თათბირებზე მდგარიყო იერუსალიმის საპატრიარქოს შემდეგ, მაგრამ მალევე, როცა რუსეთში დაარსდა წმიდა სინოდის მმართველობა, ყველა აღმოსავლეთის საპატრიარქოს დიპტიხებში მხოლოდ ოთხი აღმოსავლეთის პატრიარქი მოიხსენებოდა. ბიზნატიურ (აღმოსავლეთის საპატრიარქოების) დიპტიხებში შეტანილი იყო ბულგარეთის არქიეპისკოპოსი, როცა მას 1234 წელს კონსტანტინოპოლში პატრიარქის ტიტული მიანიჭა, დიპტიხში არ იყვნენ შეტანილნი, აგრეთვე ავტოკეფალური არქიეპისკოპოსები არქიდისა, კვიპროსისა, იბერიისა (ორი - იბერიაში „ზემო“ და „ქვემო“) და პეკიისა. XIX საუკუნის შუაწლებამდე წმიდა დიპტიხში იხსენიებოდა მხოლოდ აღმოსავლეთის ოთხი პატრიაქრი, მხოლოდ ამ საუკუნეში და შემდგომ ახალი ავტოკეფალური ეკლესიების (ელადის, სერბეთის, რუმინეთის, პოლონეთის და ალბანეთის) დაარსების შემდეგ მსოფლიო კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ისინი დაავალდებულა, დიპტიხში მოეხსენებინათ ოთხი პატრიარქის გარდა სხვა ეპისკოპოსები და ელესიები. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 07:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი