ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
იოანა |
Aug 18 2006, 12:45 AM
პოსტი
#1
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით ) გვმოძღვრავენ და გვასწავლიან. სწორედ ამიტომ, ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ( მე ბევრი არ მაქვს წაკითხული წმინდა მამების ცხოვრებაზე (ეს ფაქტია და არა თავმდაბლობა და გამახარებთ თუ ბევრს დაპოსტავთ)) წმინდა მამათა ცხოვრებიდან ის ნაწყვეტები თუ სასწაულები, რომლებიც განსაკუთრებულად გვიყვარს...
პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა ) მისი საერო სახელი იყო ანასტასი... პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... გზაზე ნაცნობი შეხვდა და წერილი მას გაატანა. მისამართს რომ დახედა, ცნობისმოყვარეობას ვერ გაუძლო, გახსნა და წაკითხვის შემდეგ ატირდა. პასუხი მისწერა, კონვერტში ფული ჩადო და ანასტასს გაუგზავნა... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
თამარი |
Nov 25 2006, 12:06 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ერთხელ წმიდა ანტონისთან ერთი კაცი მოსულა, რომელიც ჰგონებდა, რომ სამონაზვნო ღვაწლისათვის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ამა ქვეყნისაგან განდგომისა, და ასე უთქვამს წმიდა მამისათვის: უფრო მეტი ფასი იმ მოსაგრესა აქვს, ვინც ქალაქად მოსაგრეობს, ანდა სოფლად, ადამიანების გვერდით, თუკი იქაც ჯეროვნად აღასრულებს ყოველივე იმას, რაც აუცილებელია სულიერი სრულყოფილების მისაღწევადო. მამა ანტონიმ ჰკითხა: შენ კი სად ცხოვრობ, და ვით მოღვაწეობო? მანაც მიუგო: მშობელთა სახლში ვცხოვრობ, რომელნიც ყოველივე აუცილებელს მაწვდიან და მეც, გათავისუფლებული ყოველგვარი საზრუნავისაგან, განუწყვეტლივ საღმრთო წერილს ვკითხულობ და ვლოცულობო, ისე, რომ სული ჩემი სხვა არაფერზე არ მოცდებაო. მამა ანტონიმ კვალად ჰკითხა: მითხარი, შვილო, მწუხარებ, თუ არა შენ შენს მშობლებთან ერთად ჭირში და სიხარულსაც იზიარებ თუ არა მათსასო? და როცა დასტური მიიღო, უთხრა: მაშ, უწყოდე, რომ მომავალ საუკუნო ცხოვრებაშიც გაიზიარებ მათს მწუხარებას თუ სიხარულს. შენს მიერ არჩეული წესი ცხოვრებისა მხოლოდ იმიტომ კი არ არის შენთვის საზიანო, რომ იგი აღსავსეა ყოველდღიური ცვალებადობით, დაუდგრომლობით და შემთხვევითობით, რაც შენს გონებას ამაო ზრახვებით აღავსებს ყოველივე ამქვეყნიურის გამო, არამედ იმიტომაც, რომ შენ მოკლებული ხარ უნარს ნაყოფის გამოღებისა, რადგან თვით, შენი შრომით არ მოიპოვებ საზრდოს, მსგავსად პავლე მოციქულისა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ღმრთის სიტყვას ახარებდა ხალხებს, საკუთარი შრომითვე მოიპოვებდა არსობის პურს თავისთვისაც და გვერდით მყოფ ადამიანებისთვისაც. ამის გამო ეუბნება იგი ეფესელთ: “თქვენ თვით უწყით, რამეთუ სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ხელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს” (საქმე მოციქულთა 20, 34). ამას წმიდა მოციქული ჩვენი დამოძღვრისათვის აკეთებდა. რათა მაგალითი მოეცა მომავალი თაობებისათვის, როგორც თვით ეუბნება თესალონიკელთ: “…თქვენ უწყით, ვითარ-იგი ღირს ბაძვად ჩვენდა, რამეთუ არარაი უჯეროი ვყავთ თქვენ შორის, და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაითა არავის თქვენგანსა დაუმძიმოთ, არათუ არა გვაქვს ხელმწიფებაი, არამედ რაითა თავნი თვისნი სახედ მიგცნეთ თქვენ, რაითა მბაძევდით ჩვენ” (მეორე თესალონიკელთა.3, 7 –9). ამიტომაც, ჩვენ, რომც გვქონდეს შესაძლებლობა მშობლებისა და ახლობლების შეწევნით ვისარგებლოთ, მაინც ვამჯობინებთ საკუთარი შრომით მოვიპოვოთ პური ჩვენი, და არამც და არამც – სხვათა შრომით. ჩვენ ხალისით ავირჩევდით ამ უკანასკნელს, თუკი უფრო სასარგებლოდ მივიჩნევდით ჩვენი სულებისათვის, მაგრამ ეს ასე არ არის. ჰოდა, უწყოდე, შვილო, რომ თუკი შენ, სრულიად ჯანსაღი და შრომის შემძლე სხვისი ლუკმა-პურით ცხოვრობ, ამით ღარიბ-ღატაკთა და უძლურთა პურს ჭამ!”
-------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი