სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| იოანა |
Aug 18 2006, 12:45 AM
პოსტი
#1
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით
პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
![]() ![]() |
| თამარი |
Nov 25 2006, 12:06 AM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ერთხელ წმიდა ანტონისთან ერთი კაცი მოსულა, რომელიც ჰგონებდა, რომ სამონაზვნო ღვაწლისათვის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ამა ქვეყნისაგან განდგომისა, და ასე უთქვამს წმიდა მამისათვის: უფრო მეტი ფასი იმ მოსაგრესა აქვს, ვინც ქალაქად მოსაგრეობს, ანდა სოფლად, ადამიანების გვერდით, თუკი იქაც ჯეროვნად აღასრულებს ყოველივე იმას, რაც აუცილებელია სულიერი სრულყოფილების მისაღწევადო. მამა ანტონიმ ჰკითხა: შენ კი სად ცხოვრობ, და ვით მოღვაწეობო? მანაც მიუგო: მშობელთა სახლში ვცხოვრობ, რომელნიც ყოველივე აუცილებელს მაწვდიან და მეც, გათავისუფლებული ყოველგვარი საზრუნავისაგან, განუწყვეტლივ საღმრთო წერილს ვკითხულობ და ვლოცულობო, ისე, რომ სული ჩემი სხვა არაფერზე არ მოცდებაო. მამა ანტონიმ კვალად ჰკითხა: მითხარი, შვილო, მწუხარებ, თუ არა შენ შენს მშობლებთან ერთად ჭირში და სიხარულსაც იზიარებ თუ არა მათსასო? და როცა დასტური მიიღო, უთხრა: მაშ, უწყოდე, რომ მომავალ საუკუნო ცხოვრებაშიც გაიზიარებ მათს მწუხარებას თუ სიხარულს. შენს მიერ არჩეული წესი ცხოვრებისა მხოლოდ იმიტომ კი არ არის შენთვის საზიანო, რომ იგი აღსავსეა ყოველდღიური ცვალებადობით, დაუდგრომლობით და შემთხვევითობით, რაც შენს გონებას ამაო ზრახვებით აღავსებს ყოველივე ამქვეყნიურის გამო, არამედ იმიტომაც, რომ შენ მოკლებული ხარ უნარს ნაყოფის გამოღებისა, რადგან თვით, შენი შრომით არ მოიპოვებ საზრდოს, მსგავსად პავლე მოციქულისა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ღმრთის სიტყვას ახარებდა ხალხებს, საკუთარი შრომითვე მოიპოვებდა არსობის პურს თავისთვისაც და გვერდით მყოფ ადამიანებისთვისაც. ამის გამო ეუბნება იგი ეფესელთ: “თქვენ თვით უწყით, რამეთუ სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ხელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს” (საქმე მოციქულთა 20, 34). ამას წმიდა მოციქული ჩვენი დამოძღვრისათვის აკეთებდა. რათა მაგალითი მოეცა მომავალი თაობებისათვის, როგორც თვით ეუბნება თესალონიკელთ: “…თქვენ უწყით, ვითარ-იგი ღირს ბაძვად ჩვენდა, რამეთუ არარაი უჯეროი ვყავთ თქვენ შორის, და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაითა არავის თქვენგანსა დაუმძიმოთ, არათუ არა გვაქვს ხელმწიფებაი, არამედ რაითა თავნი თვისნი სახედ მიგცნეთ თქვენ, რაითა მბაძევდით ჩვენ” (მეორე თესალონიკელთა.3, 7 –9). ამიტომაც, ჩვენ, რომც გვქონდეს შესაძლებლობა მშობლებისა და ახლობლების შეწევნით ვისარგებლოთ, მაინც ვამჯობინებთ საკუთარი შრომით მოვიპოვოთ პური ჩვენი, და არამც და არამც – სხვათა შრომით. ჩვენ ხალისით ავირჩევდით ამ უკანასკნელს, თუკი უფრო სასარგებლოდ მივიჩნევდით ჩვენი სულებისათვის, მაგრამ ეს ასე არ არის. ჰოდა, უწყოდე, შვილო, რომ თუკი შენ, სრულიად ჯანსაღი და შრომის შემძლე სხვისი ლუკმა-პურით ცხოვრობ, ამით ღარიბ-ღატაკთა და უძლურთა პურს ჭამ!”
-------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
IOANA ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან Aug 18 2006, 12:45 AM
IOANA ამ თემის გახსნას ა... Aug 18 2006, 12:33 PM
IOANA ერთხელ წმინდა ეკატ... Aug 18 2006, 12:49 PM
IOANA ნაწყვეტი წმინდა გე... Aug 18 2006, 01:55 PM
leqso
ნაწყვეტი წმინდა გ... Aug 19 2006, 01:24 PM
nina_777
ნაწყვეტი წმინდა გ... Apr 21 2007, 09:46 PM
qetevani22
ნაწყვეტი წმინდა გ... Mar 19 2008, 11:58 PM
glaxa
მეც შეცდომით სხვა ... Aug 18 2006, 03:04 PM
IOANA
მეც შეცდომით სხვა ... Aug 18 2006, 03:33 PM
IOANA მოიცა, მოიცა, ახლა ვ... Aug 18 2006, 04:30 PM
mnate
ეტყობა გადმოიტან... Aug 18 2006, 08:27 PM
IOANA მონაზონი ინა:
"მა... Aug 21 2006, 05:19 PM
ABDALA ხალხნო მამა პაისი ... Oct 2 2006, 03:44 PM
Solomonia იმის შესახებ, რომ მ... Oct 2 2006, 06:02 PM
mr_morrison მე აქ დავბეჭდავ ხო... Oct 4 2006, 10:54 AM
მარიამი
სამი ნაწილია ქართ... Oct 4 2006, 12:56 PM
mr_morrison
სამი ნაწილია ქართ... Oct 4 2006, 04:44 PM
მარიამი
ეგ არ ვიცოდი, ეგეც ... Oct 4 2006, 05:16 PM
Solomonia მოწყალე მღვდლის შე... Oct 14 2006, 08:50 PM
Solomonia მშრომელი და მოწყალ... Oct 19 2006, 02:09 PM
mr_morrison წიგნი წინ არ მიდევ... Oct 20 2006, 10:45 PM
Solomonia
წიგნი წინ არ მიდევ... Oct 21 2006, 07:57 PM
მარიამი ებრაულ ფოლკლორში ა... Feb 1 2007, 12:14 AM
.:თამარი:. მარიამი
:wub: :wub: :wub: Feb 2 2007, 05:27 PM
grdzelo gmerti iyos sruliad saqartvelos mparveli Feb 3 2007, 09:15 PM
.:თამარი:. ორი სულიერი ძმა მო... Feb 4 2007, 12:35 AM
marine ერთხელ ამბა ანტონი... Feb 7 2007, 04:35 PM
.:თამარი:. მარტვირი ქრისტესმ... Feb 7 2007, 11:55 PM
marine ერთხელ პახუმი დიდს... Feb 15 2007, 03:32 PM
.:თამარი:. მშვიდობისმყოფელი ... Feb 18 2007, 10:10 PM
SainT_Sinner საწოლზე მიჯაჭვული ... Apr 17 2007, 12:13 AM
ალექსანდრე ძალიან მიყვარს წმი... Apr 17 2007, 03:37 AM
SainT_Sinner ალექსანდრე
გაიხარ... Apr 22 2007, 02:25 AM
marine სქემარქიმანდრიტი ... Apr 27 2007, 01:26 PM
თამარი დღეს არის ღირსი არ... May 21 2007, 12:38 PM
მარიამი ერთ ქალაქში ცხოვრო... May 30 2007, 11:33 PM
თამარი ღირსი ანუბი აღმსარ... Jun 18 2007, 12:55 PM
staywhite http://www.youtube.com/watch?v=VBio-3uwacE
წ... Jun 7 2008, 01:11 AM
staywhite ღირსი მამა იუსტინე... Jun 8 2008, 11:34 AM
orthodox-georgia წმინდა ახალმოწამე ... Jun 8 2008, 02:54 PM
marine "ღირსი იოანე ზედა... Jul 17 2008, 10:38 AM
marine "საინტერესოა, რომ... Jan 4 2018, 10:52 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 08:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი