ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Dec 4 2007, 11:03 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რაღათ გავურბივართ ამ ღვაწლს ღვაწლი არჩევანია, არ ძალუძს ყველას ამ გზაზე სიარული, არამარტო არ ძალუძს, არამედ არაა ყველა მოწოდებული ამისათვის, "ხარატი ხარატობდეს, მწიგნობარი მწიგნობრობდეს", შესაბამისად ერისკაცი ერისკაცობდეს, ერის, ღვთის , მოყვასის კაცი იყოს და უფალი იქნება მასთან, მონაზონი მონაზვნობდეს და ერის ხალხს თავისი ლოცვებით და სულიერი რჩევებით, ანუ ხაფრან , ისევ ზედმეტს ითხოვ, ის ვინც ამბობს "მონაზვნობა არა ლეღვი" ( ისე შესანიშნავი ხილია ლეღვი ) , ის უბრალოდ მორწმუნეც არ არის, ან ძალიან გაუთვითცნობიერებელია თავის რწმენაში, იმისათვის რომ ერისკაცული საქმიანობის ზედმეტად დამცირება არ გამოგვივდეს, საჭიროა კარგად გავიგოთ, რაა ეგ საქმიანობა. იგია ღვაწლი ოჯახში, კარგი მეუღლე, უღლის მწევი და შვილების წინ გამწევი, როგორც კარიერაში, სწავლაში, ისე სულიერებაში, იგია დამცველი ერისა, დამცველი ეკლესიისა, შემომწირველი და მარჩენელი მონასტერ-ეკლესიათა, იგია თავისი ერთგული საქმიანობით, ერის გამაძლიერებელი,მაშენებელი, განმსწავლებელი თავისი პროფესიონალიზმით, და თანადროულად იგია მრევლი, მგალობელი, მედავითნე, მნათე... ვფიქრობ საკმარისი ღვაწლია ცხონებისათვის შეგვაძლებინოს ნინო, ესეც ამ თემაში შედის, მართალია ხაფრანმა ცოტა გადაგვახვევინა თემიდან, მაგრამ სასარგებლო იყო და მალე დავუბრუნდები თემას იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th May 2024 - 02:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი